მედია რუკა
ქართული მედიის რუკა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით მომზადდა პროექტის - "Media.Ge-ის ქართული მედიის ცნობარი 2012"-ის ფარგლებში. ცნობარი შეიცავს მოკლე ინფორმაციას 180 ქართულ მედიასაშუალებაზე: ტელევიზიებზე, რადიოებზე, პრესასა და ინტერნეტგამოცემებზე. სულ მოცემულია 69 ჟურნალ-გაზეთის, 31 ინტერნეტგამოცემის, 36 რადიოსა და 44 ტელეკომპანიის მონაცემები.
ინფორმაცია რუკაზე განთავსებულია საქართველოს რეგიონების მიხედვით. თქვენთვის სასურველ მედიასაშუალებაზე ინფორმაციის მისაღებად დააკლიკეთ საქართველოს შესაბამის რეგიონს.