შემოგვიერთდი

ტელეკომპანია "მე-9 არხი"

ტელე-რადიო კომპანია “მე-9 არხი”, იურიდიული სახელწოდებით შპს ”იმპერია”,  1998 წელს დაარსდა.  საკუთრივ  ტელეარხი,  მე-9  მეტრული არხის დიაპაზონში (VHF 9), კერძო/საერთო  ტელემაუწყებლობის ლიცენზიის (ნომერი B33) საფუძველზე მაუწყებლობს. “მე-9 არხი” მოიცავს ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას.

შპს ”იმპერიას” მესაკუთრეები არიან:  ნუგზარ კაჭკაჭიშვილი (60 პროცენტი) და ომარ სამსონიძე (40 პროცენტი).

ტელეკომპანიის საეთერო ბადე ეთმობა  გადაცემებს: ,,დილა მე-9 არხზე”, ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამა “ექო“, კვირის მოვლენების შემაჯამებელი გამოშვება „კვირის ექო“, ტოქშოუ - ”დიალოგი”, საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამა ”თავისუფალი მიკროფონი” და შემეცნებითი პროგრამა ”ეპოქა”. ”მე-9 არხი” ასევე გადასცემს საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის მიერ მომზადებულ ყოველკვირეულ ტელეჟურნალს - ”მრავალკუთხედი”.

მფლობელები:
ნუგზარ კაჭკაჭიშვილი (60 პროცენტი) და ომარ სამსონიძე (40 პროცენტი)

მენეჯმენტი:
დირექტორი - მაია იველაშვილი, საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი - თინათინ კურტანიძე.

საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: თამარ მეფის გამზ. 8/10. ახალციხე 0800
ტელეფონი: (0365) 22 09 01; 574 750 300

ვებ-გვერდი:
ელ. ფოსტა: meckhrearkhitv9@gmail.com

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test