შემოგვიერთდი

რადიო "თრიალეთი"

რადიო „თრიალეთი“ 2004 წლიდან ქალაქ გორიდან მაუწყებლობს. რადიო შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ ეკუთვნის, რომლის მფლობელებიც არიან: ჯონდო ნანეტაშვილი (50 პროცენტი), ბადრი ნანეტაშვილი (20 პროცენტი), ნინო გაგნიძე (10 პროცენტი) და შპს „მეცხრე არხი“ (10 პროცენტი). დირექტორი კი ჯონდო ნანეტაშვილია.

რადიო „თრიალეთს“ კერძო და საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზია აქვს, ნომრით B57 და FM 104,8 სიხშირეზე გორში, ხაშურში, ქარელში, კასპსა და ცხინვალში მაუწყბელობს.

„თრიალეთის“ ეთერში საინფორმაციო გამოშვება 10:00-დან 20:00 საათამდე ყოველ საათში ერთხელ გადის. რადიოს ეთერი საინფორმაციო გადაცემების გარდა მუსიკალური და გასართობი გადაცემებითაა დაკომპლექტებული. 

მფლობელები:
ჯონდო ნანეტაშვილი (50 პროცენტი), ბადრი ნანეტაშვილი (20 პროცენტი), ნინო გაგნიძე (10 პროცენტი) და შპს „მეცხრე არხი“ (10 პროცენტი)

მენეჯმენტი:
დირექტორი - ჯონდო ნანეტაშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: ჭავჭავაძის ქ. 45, გორი1400
ტელეფონი: (0370) 7 91 31; 599 10 13 31

ვებ-გვერდი: www.trialeti.ge
ელ. ფოსტა: radio@trialeti.ge

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test