შემოგვიერთდი

„რუსთავი 2“

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - კერძო სატელევიზიო არხია, რომლის  დამფუძნებელი  “შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ი 1994 წელს დაარსდა.  “რუსთავი 2”-ის კუთვნილი ლიცენზიის ნომერია - B9. მაუწყებლობის არხი: VHF 12. 

„რუსთავი 2“–ის  დაფარვის ზონაში ქვეყნის მოსახლეობის 84% ცხოვრობს. საქართველოს ფარგლებს გარეთ თანამგზავრის (Turksat 3 a 42 E – იგივე Eurasiasat) მეშვეობით ვრცელდება ევროპაში, რუსეთის ევროპულ ნაწილში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკის აღმოსავლეთ  ნაწილში.

ტელეკომპანიის 51 პროცენტს შპს ტელეკომპანია საქართველო ფლობს, 18 პროცენტს – გიორგი ყარამანიშვილი, 22 პროცენტს – ლევან ყარამანიშვილი, 9 პროცენტი კი ტელეკომპანიის ყოფილ დირექტორს გიორგი გეგეშიძეს ეკუთვნის.

ქართულენოვანი ტელეკომპანიის საინფორმაციო პროგრამა „კურიერი“ დღის ეთერში 12:00,  15:00, 18:00,  20:00 საათებზე გადის. მთავარი საინფორმაციო გამოშვება ეთერშია 21:00 საათზე.

სხვა გადაცემები:  საავტორო გადაცემა  „ბიზნესკურიერი“ (ყოველდღიური გადაცემა ბიზნესსა და ეკონიმიკაზე) გადის  13:00 საათზე.

ყოველკვირეული  საინფორმაციო–ანალიტიკური პროგრამა „P.S.“ (გადის ყოველ შაბათს  21:00 საათზე). „რუსთავი 2“–ი ამზადებს გასართობ შოუებს.

მფლობელები:
შპს ტელეკომპანია საქართველო (51 პროცენტი), გიორგი ყარამანიშვილი (18 პროცენტი), ლევან ყარამანიშვილი (22 პროცენტი), გიოგი გეგეშიძე (9 პროცენტი)

მენეჯმენტი:
გენერალური დირექტორი - ნიკა გვარამია

საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: სანდრო ეულის ქუჩა 5ა, თბილისი 0186
ტელეფონი: (032) 220 11 11
ფაქსი: (032) 253 69 11

ვებ-გვერდი: www.rustavi2.com
ელ. ფოსტა: tv@rustavi2.com; web@rustavi2.com

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test