შემოგვიერთდი

ჟურნალი „ტაბულა“

ჟურნალ „ტაბულას“ პირველი ნომერი 2010 წლის 15 მარტს გამოვიდა. ჟურნალის გამომცემელია შპს ყოველკვირეული საინფორმაციო ანალიტიკური ჟურნალი „ტაბულა“, რომლის მფლობელებიც არიან: სამოქალაქო განათლების ფონდი (5 პროცენტი), თამარ ჩერგოლეიშვილი (14 პროცენტი), კახა ბენდუქიძე (10 პროცენტი), ვლადიმერ გურგენიძე (10 პროცენტი), ლევან რამიშვილი (10 პროცენტი) და შპს უნივერსალ კაპიტალ გრუპი (51 პროცენტი). თავის მხრივ, შპს უნივერსალ კაპიტალ გრუპის დირექტორი იოსებ მგელაძეა, დამფუძნებელი კი პანამაში რეგისტრირებული ს/ს „რილფ მენეჯმენტია“.

ჟურნალი „ტაბულა“ გამოდის ქართულ და ინგლისურ ენაზე თვეში ერთხელ. ჟურნალის გვერდების რაოდენობაა - 76. „ტაბულას“ ღირებულება 1ლარია.

ჟურნალის რუბრიკებია: მსოფლიო, პოლიტიკა, საზოგადოება, ეკონომიკა, კულტურა სპორტი, ცხოვრება+სტილი, ტექნო+მეცნიერება. ჟურნალის მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილია, აღმასრულებელი რედაქტორები კი ნინი გოგიბერიძე და სალომე კიკალეიშვილი არიან.

მფლობელები:
სამოქალაქო განათლების ფონდი (5 პროცენტი), თამარ ჩერგოლეიშვილი (14 პროცენტი), კახა ბენდუქიძე (10 პროცენტი), ვლადიმერ გურგენიძე (10 პროცენტი), ლევან რამიშვილი (10 პროცენტი) და შპს უნივერსალ კაპიტალ გრუპი (51 პროცენტი)

მენეჯმენტი:
მთავარი რედაქტორი - თამარ ჩერგოლეიშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: ყიფშიძის 2ა, თბილისი 0162
ტელეფონი: (032) 2 420 300

ვებ-გვერდი: www.tabula.ge
ელ. ფოსტა: info@tabula.ge, giorgi.cheishvili@tabula.ge (გაყიდვები და მარკეტინგი)

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test