შემოგვიერთდი

17.11.2011 13:47

თამარ ღვინიანიძე

დაიბადა ქუთაისში, 1952 წლის 15 აპრილს     

განათლება
დაამთავრა  ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის  ფაკულტეტი -  ქართული  ენის, ლიტერატურისა და   გერმანული ენის სპეციალობა (წარჩინებით),  შემდეგ,  თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის ასპირანტურა.

შრომითი საქმიანობა
თამარ ღვინიანიძე არის: ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   სწავლების მეთოდიკათა დეპარტამენტის ასოცირებული  პროფესორი;  საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის   აკადემიკოსი;  1988-2003 წლებში მუშაობდა  ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანად. უფრო ადრე  ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ქუთაისის სკოლებში.  

თამარ ღვინიანიძე  არის რამდენიმე ორგანიზაციის წევრი: რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის გამგეობა; საქართველოს პროფესიონალ ქალთა ასოციაცია “ასი ქართველი ქალი"; საზოგადოება „ქუთაისელის“ პრეზიდიუმი; საზოგადოება “ბაღისკიდის"პრეზიდიუმი; საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია; ქუთაისი - ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაცია.

ტრენინგები

  • ტრენინგი USAID-ის  GG3 პროექტის ფარგლებში;
  • საქართველოს უზენაესი სასამართლოს ტრენინგი მედიასაშუალებებისათვის - ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი; 
  •  ტრენინგი მედიასაშუალებებისათვის -   ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში;
  • ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ ორგანიზებული ტრენინგები  ხორვატიასა და ბაკურიანში;
  • ჰოლანდიის „Pres naw”-ს  ტრენინგი;
  • ინტერნიუსის ტრეინინგი მედიამენეჯმენტის საკითხებზე; 
  • RNTC-ისა  (ნიდერლანდები) MDC-ის (ბულგარეთი)-სასწავლო კურსი მედიამენჯმენტში
  • „ინტერნიუსისა“ და IREX-ის ტრეინინგები, ტელეკომპანიის  მართვისა   და ბიზნესის განვითარების საკითხებზე

პროექტები/გრანტები

ტელე-რადიო კომპანია „რიონში“ განხორციელებული პროექტი „მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივ  თვითმმართველობაში“, ფინანსური მხარდამჭერი-USAID. პოზიცია -დირექტორი. „რიონში“ მიმდინარე (2012-2013 წლები) უზენაესი  სასამართლოს პროექტი „ნაფიცი მსაჯულები“,  ფინანსური მხარდამჭერი აშშ-ს საელჩო საქართველოში. პოზიცია-დირექტორი.
ფონდი “ღია  საზოგადოება - საქართველოს“ პროექტი „ლიდერის მომზადება“ პოზიცია -მასწავლებელი. TEMPUS_TACIS  პროექტი უმაღლესი განათლების მართვის საკითხებზე.

წარმატებები

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ  დამოუკიდებელი ტელეკომპანიებისთვის ჩატარებული კონკურსის გამარჯვებული. 
2012   წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით
ინგლისის ბიოგრაფიის ინსტიტუტის მიერ სხვადასხვა წლებში დასახელებულია საქართველოს წლის ადამიანად. არის 30 სამეცნიერო შრომის თუ სახელმძღვანელოს  ავტორი,  მათ შორის სახელმძვანელო „მეტყველების კულტურა“. ავტორია  წიგნისა „ქუთაისო ჩემო“.

ენები
ქართული, რუსული, გერმანული

კონტაქტი
ტელ: +995 57744 22 224

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test