შემოგვიერთდი

25.10.2009 20:53

„ამერიკის ხმის“ ქართული სამსახური საეთერო დროს აორმაგებს

David Mchedlidze
ახლო ხედით

ჯერ კიდევ 2007 წლის აპრილში   გავლენიანი  კონგრესმენები ცდილობდნენ დაერწმუნებინათ  პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციის წარმომადგენლები  გადაეხედათ "ამერიკის ხმის" რადიომაუწყებლობის საბიუჯეტო შემცირების საკითხისთვის, რადგან აშშ- ს საერთაშორისო მაუწყებლობის  მმართველთა საბჭოს  ეს შეთავაზება, დაასრულებდა "ამერიკის ხმის"  თითქმის ყველა ინგლისურენოვანი რადიოპროგრამის მაუწყებლობას, გარდა იმ პროგრამებისა, რომელიც აფრიკელი მსმენელებისთვის იყო გამიზნული. აშშ- ს საერთაშორისო მაუწყებლობის  მმართველთა საბჭოს  იმდროინდელი კიდევ ერთი რეკომენდაციით, რომელიც აშშ-ს ადმინისტრაციის მაშინდელ საბიუჯეტო  განაცხადში აისახა, 2008 წლიდან უნდა შეწყვეტილიყო "ამერიკის ხმის" გადაცემები ქართული და უზბეკურ ენებზე. მაგრამ    2007 წლის ნოემბერის   მოვლენებით გამოწვეულმა  დემოკრატიული პროცესების შერყევამ და   2008 წლის საქართველო-რუსეთის ომმა "ამერიკის ხმის"  ქართული სამსახურის ბედი რადიკალურად შეცვალა, განსაკუთრებით, ომის შემდეგ.  ქართულ ენაზე მოსაუბრე ამერიკული რადიოს ნახევარსაათიანი გადაცემები ჯერ ერთ საათამდე გაზარდეს, 2009 წლის ფინანსური წლიდან კი მისი  მაუწყებლობის   საეთერო დრო  2 საათამდე გაიზრდება. "ამერიკის ხმის"  ქართული სამსახური ახლა საინტერესო ცვლილებების მოლოდინშია. ამ ცვლილებებზე "ამერიკის ხმის"  ქართული სამსახურის ხელმძღვანელი ანა კალანდაძე გვესაუბრება.

- საქართველო აღმოჩნდა მოვლენების ეპიცენტრში და აშშ-ს საერთაშორისო მაუწყებლობის საბჭომ გადაწყვიტა, რომ ჩვენთვის დაფინანსების გაზრდა უპრიანი იქნებოდა. ასეც მოხდა. პრეზიდენტის ახალ ბიუჯეტში ჩვენი დაფინანსება საკმაოდ გაიზარდა, რაც თავისთავად საქმიანობის გაფართოებას და საეთერო დროის გაზრდას გულისხმობს. როგორც ჩანს, ამ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინეს არა მხოლოდ საქართველოში დემოკრატიის ხარისხი, არამედ ის ფაქტიც, რომ საქართველო დგას  დიდი გამოწვევების წინაშე საგარეო ფრონტზე. ვგულისხმობ  რუსეთ- საქართველოს ომს და მის შედეგებს. ეს გარემოებები ყველამ აღიქვა როგორც გარდაუვალი საფრთხე და, შესაბამისად, ჩათვალეს, რომ ამერიკის მთავრობა უნდა დარჩეს საქართველოში როგორც მაუწყებელი. თუკი საქართველოს მთავრობის ნებაც იქნება და ადგილობრივი პრტინიორებისაც,  "ამერიკის ხმა" გააგრძელებს მაწუყებლობას ქართველი მსმენელისთვის. ჩვენი მაუწყებლობის გაფართოება ახლა დამოკიდებული იქნება    მოლპარაკებების შედეგებზე მთავრობასთან და ქართულ რადიო სადგურებთან. საჭიროა დეტალური მოლაპარაკებები. ჩვენი დიდი სურვილია, რომ საქართველოში ვიყოთ წარმოდგენილი როგორც რადიო ასევე სატელევიზიო მაუწყებლობით.

- "ამერიკის ხმა" სატელევიზო გადაცემების მომზადებასაც აპირებს?

- ჩვენი სურვილია, რომ სატელევიზიო გადაცემებიც მოვამზადოთ, თუმცა, ამას საბოლოოდ ჩვენს  მიერ ჩატარებული კვლევა გვიჩვენებს.

- "ამერიკის ხმის" ქართული გადაცემები საქართველოს   რადიოს 1 არხის ეთერში გადის, კიდევ  რომელ მედიასაშუალებებთან აპირებთ მოლაპრაკებებს?

- წინასწარ არც ეს გვაქვს გადაწყვეტილი.ყველაფერი  კვლევის შედეგებზე იქნება დამოკიდებული. უნდა გავარკვიოთ,  რამდენად არის ქართული აუდიტორია  მზად იმისთვის, რომ უყუროს  "ამერიკის ხმის"  ტელეგადაცემებს, რადიო ურჩევნიათ თუ ტელევიზია. პირველადი კვლევის შედეგებს უკვე  გავეცანით და როგორც ვვარაუდობდით,  აუდიტორია  უფრო ტელევიზიას ეტანება. ასევე უნდა გავრკვიოთ თუ რა ტიპის თემები და გადაცემები აინტერსებს საქართველოს  საზოგადოებას და ამის მერე გავარკვევთ ყველაფერს. ამ ეტაპზე, როგორც ვიცი, მოლაპარეკებას დავიწყებთ ტელერადიოკომპანია  "იმედთან",  თუმცა, სხვა კერძო რადიოებთანაც  ვაპირებთ მოლაპარაკებებს.

- როდის გეცოდინებათ კვლევის საბოლოო შედეგები?

- ტარდება ძალიან მასშტაბური კვლევა და ის  საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა.    სავარაუდოდ,  წლის ბოლომდე ეს პროცესი დასრულდება.

- და, ალბათ,  ამის  შემდეგ  ააწყობთ ახალ საეთერო ბადესაც

- დიახ, ესეც კვლევის ნაწილია.  თუმცა, ამდენი წლის მაუწყებლობის განმავლობაში მეტ-ნალკლებად შევისწავლეთ,  თუ რა აინტერესებს ქართველ მსმენელს. მათ ძალიან მოსწონთ ჩვეულებრივი ამერიკული ცხოვრების დეტალები და ასევე ამერიკის მთავრობის პოზიცია საქრთველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. აინტერესებთ  ექსპერტების ანალიზი და მათი შეფასებები.  გვექნება რუბრიკა ახალგაზრდებისთვის.

- რამდენი კოსრესპონდენტის დამატებას აპირებთ?

- ნიუ-იორკში ერთის, გვეყოლება კორესპონდენტები  ბრიუსელში და  პარიზში, ასევე  მოსკოვში. ახლა თუ ნიუ-იორკში რაიმე მნიშვნელოვანი ხდება, ან ჩავდივართ ან ტელეფონით ვიღებთ ინფომაციას,   ასე რომ აღარ მოხდეს, ადგილზე გვესაჭიროება კორესპონდენტები. საქრათველოშიც გვყავს ორი კორესპონდენტი. ჩვენი ერთსაათიანი ეთერისთვის ეს ჯერჯერობით საკმარისია.

-  იქნებ გაიხსენოთ ომის დღეები, როგორ მუშაობდით იმ  პერიოდში?

- ძალიან დატვითული რეჟიმი გვქონდა. რადიოს 30 სექტემბერს ხურავდნენ, მაგრამ 8 აგვისტოს გვითხრეს, რომ გადაცემა არამც თუ უნდა დახურულიყო, არამედ გაორმაგებული დროით უნდა გასულიყო ეთერში. ომის პერიოდში მართლაც ძალიან დაძაბულები ვიყავით, როგორც ადამიანები და როგორც ჟურნალისტები. უნდა მოგვემზადებინა   სიუჟეტები, რომელთა მიგნებაც ქართველ მსმენელს სხვაგან არ შეეძლო,  კერძოდ, ინტერვიუები ამერიკელ ესპერტებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან და ჩვეულებრივ ადამიანებთან.

- მაუწყებლობის გაფართოებასთან ერთად, ალბათ,  თქვენს სამუშაო განრიგშიც შევა ცვლილება, როგორია  "ამერიკის ხმის" ქართული სამსახურის  ხელმძღავნელის დღის გრაფიკი ახლა?

- დილის 7 საათზე მოვდივარ სამსახურში, ვამოწმებ ვინ რა და როგორ გააკეთა. ამის შემდეგ ვიწყებ ტექსტების შემოწმებას, რომელიც ჩემმა კოლეგებმა უნდა ჩაწერონ  რადიოსთვის. მერე ვუკავშირდები თბილისელ კორესპონდენტებს  და ვთანხმდებით გასაშუქებელ თემებზე. შემდეგ ვემზადები დილის კრებისთვის დივიზიის სხვა წარმოადგენლებთან ერთად (საუბარია რადიოსადგურის სომხური, აზერბაიჯანული, თურქული, უზბეკური, ქართული და ქურთული სამსახურების  დირექტორების შეხვედრაზე,  სადაც ხდება დღის მოვლენებზე ინფორმაციის გაცვლა). შემდეგ ძალიან შეზღუდულ დროში ვიწყებ ჩემს საკუთარ მასალებზე მუშაობას, რადგან თითქმის ყოველდღე ვარ ეთერში. ვამოწმებ მიღებული მასალების ხმის დონეს. ვეცნობი უცხოურ პრესას ამერიკის, საქართველოს და მსოფლიოს ამბებზე.   11:30 საათზე იწყება გადაცემა პირდაპირ ეთერში.  დღის მეორე ნახევარში ვმუშაობ "ამერიკის" ხმის ქართულენოვან ვებგვერდზე ან ამის გაკეთებას ვავალებ სხვას. ვესწრები ბევრ ადმინისტრაციულ/მენეჯერულ შეხვედრას,   ვემზადებით მომდევნო დღისთვის, ვეცნობით მიმდინარე ამბებს, გავდივარ ან გავდივართ შეხვედრებზე ქალაქში ( კონგრესში, კვლევით ორგანიზაციებში, უნივერსიტეტებში ), იმ თემების გასაშუქებლად,  რომელბიც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი.

-  თქვენ წელს პრემიით დაგაჯილდოეს...

-  ყოველწლიური პრემია ენიჭებათ  რადიოსადგურის იმ თანამშრომლებს,   ვინც  განსაკუთრებული წვლილი და ძალისხმევა გაიღო "ამერიკის ხმის" მისიის წარმატებაში. პრემიის გაცემა შეწყვეტილი იყო რამდენიმე წლის განმავლობაში, მაგრამ წელს აღდგა.  აქაურ უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული.   რადიოში 10 წლის წინ მოვედი როგორც პრაქტიკანტი ( ინტერნი). ამიტომაც ამ პრემიის მონიჭება  ძალზე ემოციურად  მივიღე.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test