შემოგვიერთდი

13.02.2013 00:18

SSPI ოფიციალურად წარადგენს SES–ის პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს რომეინ ბაუშს

მაია წიკლაური
ციფრული მაუწყებლობა

ლუქსემბურგი, თებერვალი 5, 2013 – SES S.A. (Euronext პარიზის და ლუქსემბურგის საფონდო ბირჟა: SESG) აცხადებს, რომ SES–ის პრეზიდენტად და აღმასრულებელ დირექტორად რომეინ ბაუში ინიშნება. განცხადება თანამგზავრული ტექნოლოგიების სპეციალისტების ასოციაციამ (SSPI) ამერიკის "დიდების სატელიტურ დარბაზში" გააკეთა. თანამდებობაზე ოფიციალურად დანიშვნის ცერემონია 19 მარტს ვაშინგტონში SSPI–ის ყოველწლიურ გალა წვეულებაზე მოხდება.

“დიდების სატელიტური  დარბაზი"  1987 წელს შეიქმნა იმ მიზნით, რომ პატივი სცეს ადამიანების წვლილს, რომელთა საშუალებითაც თანამგზავრული კომუნიკაცია შეიქმნა და ჩამოყალიბდა, აღიაროს ის პიროვნებები, რომლებმაც კარიერა  ამ ტექნოლოგიის განვითარებას მიუძღვნეს და ინდუტრიის პოლიტიკურ და კომერციულ განვითარებას ეხმარებიან.

SES–ის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის მიღწევების შეფასებისას SSPI აღნიშნავს: „ 1995 წელს SES–ში გაწევრიანების შემდეგ, რომეინ ბაუშის ხემლძღვანელობით SES რეგიონალური თანამგზავრული კომპანიიდან, რომელიც DTH ტელევიზიას აწვდიდა ევროპას,  გლობალურ სატელიტურ ოპერატორად გარდაიქმნა. ახლა ის მაუწყებლებს, სატელეკომუნიკაციო კომპანიებს, მეწარმეებსა ასევე სახელმწიფო მომხმარებლებს ემსახურება. მისი ხელმძღვანელობით, SES გახდა FSS ინდუსტრიის ერთ–ერთი ყველაზე დიდი კონსოლიდატორი, რომელიც აერთიანებს სკანდინავიის თანამგზავრს AB, GE Americom და New Skies თანამგზავრებს  და ასევე მნიშვენლოვანი ინვესტიციითა და მხარდაჭერით უზრუნველყოფს O3b ქსელებს. მან წარმატებით მოახერხა  SES–ის აქციების პირველი საჯარო გაყიდვა 1998 წელს. რომეინ ბაუში O3b ქსელების დირექტორთა საბჭოს ვიცე–თავმჯდომარეა, ასევე ევროპული სატელიტური ოპერატორების ასოციაციის (ESOA) საბჭოს წევრი და ლუქსემბურგის ბიზნეს ფედერაციის დირექტორი. 2002 წელს ის დაჯილდოვდა წოდებით Satellite Executive of the Year.

 

SSPI–ის შესახებ

თანამგზავრული ტექნოლოგიების სპეციალისტების ასოციაციამ(www.sspi.org) არაკომერციული გაერთიანებაა, რომელიც ემსახურება თანამგზავრის პროფესიონალებს მათი მუშაობის პროცესში. ოფისებით ამერიკაში, ევროპასა და აზიაში, SSPI მუშაობს, რომ მოიზიდოს ინდუსტრიის ახალი ტალანტები, პროფესიონალებს კარიერულ წინსვლაში ეხმარება, მუშაობს წევრების პროფესიონალიზმის გაზრდასა და აჯილდოვებს წარმატებულ ადამიანებსა  და კომპანიებს არაორდინალური მიღწევებისთვის.

SES–ის შესახებ

SES  თანამგზავრული მაუწყებლობის წამყვანი ოპერატორია, რომელსაც 52 გეოსტაციონარული თანამგზავრი აქვს. კომპანია სატელიტურ საკომუნიკაციო სერვისს აწვდის ტელემაუწყებლებს, ინტერნეტპროვაიდერებს, მობილურ და ფიქსირებულ ოპერატორებს, ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

 SES-ისათვის პრიორიტეტულია ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობა, მაღალხარისხიანი მომსახურება და პროფესიონალიზმი მსოფლიოს სამაუწყებლო ინდუსტრიაში. კომპანიის რეგიონალურ ჯგუფებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში მუშაობენ, მჭიდრო ურთიერთობა აქვთ მომხმარებელთან, რათა გაითვალისწინონ და მაქსიმალურად დააკმაყოფილონ მათი მოთხოვნები.

SES (Euronext პარიზის და ლუქსემბურგის საფონდო ბირჟაზე: SESG) ფლობს და მართავს ASTRA Satellite System-ს. ის ფლობს წილს კანადისა („Ciel“)  და მექსიკის („QuetzSat“) თანამგზავრულ კომპანიებში, ასევე - სტრატეგიულ წილს O3b Networks-ის თანამგზავრული ინფრასტრუქტურის გაშვებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.ses.com

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test