შემოგვიერთდი

14.02.2013 17:03

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საბჭოში მეორე სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

ნატა ძველიშვილი
ციფრული მაუწყებლობა

Digital TV - Multicasting

Digital TV - Multicasting

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საბჭოში 13 თებერვალს პირველი შეხვედრა გამართა ეკონომიკურ, ფინანსურ და სოციალურ საკითხთა სამუშაო ჯგუფმა. მასში 16 წევრი გაერთიანდა, რომელთა შორის არიან ტელეკომპანიების, სახელმწიფო უწყებების და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები.

სამუშაო ჯგუფის წევრები ორ ქვეჯგუფში გადანაწილდნენ - ეკონომიკური საკითხების ქვეჯგუფს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისია და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლალი ღოღობერიძე უხელმძღვანელებს, სოციალური საკითხების ქვეჯგუფის მუშაობას კი „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ექსპერტი უჩა სეთური წარმართავს. სამუშაო ჯგუფმა უნდა განსაზღვროს ხარჯები რაც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში იქნება მოსალოდნელი, ინვესტიციები და სუბსიდირება, აგრეთვე შეიმუშაოს მედია სამაუწყებლო კონტენტის მიწოდების პირობები და მოდელები, ხერლი სუწყოს აპარატურის, მოწყობილობების და ტერმინალური დანადგარების იმპორტს. გარდა ამისა, მათ უნდა შეიმუშაონ სტრატეგია თუ როგორ მოხდეს მოსახლეობის ინფორმირება მიმიდინარე პროცესებთან დაკავშირებით იმისათვის, რომ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება მიიღოს მაუწყებლობა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საბჭოში უკვე მუშაობს ტექნიკურ საკითხთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც საკუთარ ხედვას უახლოეს პერიოდში წარადგენს. მოგვიანებით შეიქმნება სამართლებრივ საკთხთა სამუშაო ჯგუფი.

სამუშაო ჯგუფიებს მიერ შექმნილ სტრატეგიას შემდეგ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საჭო განიხილავს, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეიქმნა. სამოქმედო გეგმის დამტკიცების შემდეგ დოკუმენტი გადაეგზავნება უწყებათაშორის კომისიას, მოგვიანებით კი მთავრობა დაამტკიცებს.

ეკონომიკურ, ფინანსურ და სოციალურ საკითხთა სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრას ესწრებოდნენ „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD) ექსპერტები. იუკკა კონერვისტომ (Jukka Kanervisto), რომელიც ფინეთში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში სოციალური საკთხების მიმართულებით მუშაობდა საკუთარი გამოცდილება გაუზიარა სამუშაო ჯგუფის წევრებს. მისი თქმით, ფინეთში საინფორმაციო კამპანია ისე წარიმართა, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე დაახლოებით 10 თვით ადრე მომხმარებლების 93% სრულად ინფორმირებული  იყო.

„განაწყენებული ადამიანის იგნორიება დაუშვებელია. უნდა დაეხმაროთ მოქალაქეებს და რამდენჯერაც დასჭირდებათ, იმდენჯერ აუხსნან მათთვის საინტერესო ყველა დეტალი“, - აღნიშნა  იუკკა კონერვისტომ. მისი თქმით, ფინეთში საინფორმაციო კამპანიაში აქტიურად იყვნენ ჩართულები მსახიობები, ბიბლიოთეკები, აგრეთვე საკომუნიკაციო ბაზრის ყველა მონაწილე. ატარებდნენ საჯარო ლექციებს, ქვეყნის მასშტაბით არაერთი შეხვედრა გამართეს მოსახლეობასთან და უხსნიდნენ რა იყო ციფრული მაუწყებლობა, როგორ მოეხმარათ „სეტ ტოპ ბოქსები“ - მოწყობილობა რითაც ციფრული სიგნალის მიღებააა შესაძლებელი. მისი ღირებულება 40-დან 700 დოლარამდე შეადგენს და იმ მომხმარებელს დასჭირდება, ვინც მაუწყებლობას ანტენის საშუალებით იღებს.

EBRD-ის ექსპერტის განცხადებით, დაახლოებით 154 სახეობის „სეტ ტოპ ბოქს“ არსებობს და  უნდა შემოწმდეს ყველა ტექნოლოგია რომელიც ბაზარზე შემოვა.  

საქართველო ახლა ანალოგურად მაუწყებლობს, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა  საერთაშორისო ვალდებულებაა. საერთაშორისო საკომუნიკაციო გაერთიანებამ (ITU) ევროპის ქვეყნებს ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ბოლო ვადად 2015 წლის 17 ივნისი განუსაზღვრა. 2006 წელს სხვა ქვეყნებათან ერთად ეს ვალდებულება საქართველომაც აიღო და ჟენევის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ამ პროცესის წარმართვა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა. ევროპული ქვეყნების უმრავლესობა ციფრულ მაუწყებლობაზე უკვე გადასულია. საქართველო კი ამ პროცესზე ახლა მსჯელობს.  სტრატეგიის შექმნაში სამინისტროს EBRD-ის ექსპერტები ეხმარებოდნენ. საბოლოო პოლიტიკა ჯერ ჩამოყალიბებული არ არის. დოკუმენტი ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საბჭომ უნდა შეიმუშაოს

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test