შემოგვიერთდი

17.04.2013 13:24

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საკითხები განიხილეს

ნატა ძველიშვილი
ციფრული მაუწყებლობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შექმნილი ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საბჭოს წარმომადგენლები პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ და მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

როგორც media.ge-ს საბჭოს წევრმა ნათია კუპრაშვილმა უთხრა, შეხვედრისას ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის გარდამავალ ეტაპზე ორი მულტიპლექსი გაიმართება, რასაც თვითონ სახელმწიფო უზრუნველყოფს. ორივე მულტიპლექსზე ყველა საერთო მაუწყებელს უფასოდ ჩართავენ. შემდეგ ეტაპზე ჯამში შვიდი მულტიპლექსი შეიქმნება თავისუფალი ბაზრის პირობებში.

„რეგიონულ მაუწყებლებს შესაძლოა გაუჭირდეთ და ამიტომ სახელმწიფო იფიქრებს მათი დახმარების ფორმებზე. შეთავაზება იყო გადასახადებისგან გათავისუფლება, ფინანასთა მინისტრიც ესწრებოდა შეხვედრას და ამ საკითხთან დაკავშირებით წინააღმდეგობა არ გამოუთქვამს. დაიანგარიშებენ გამოთვლიან და იმედია, დადებითად გადაწყვეტენ", - აღნიშნა ნათია კუპრაშვილმა და დასძინა, რომ სახელმწიფომ შესაძლოა უზრუნველყოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მაუწყებლობის მიღება.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საბჭოში შექმნილია ორი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც ტექნიკური და ფინანსური საკითხები უნდა განსაზღვროს, დოკუმენტზე მუშაობის დასრულებას უახლოეს მომავალში აპირებს. ამის შემდეგ პროცესში ჩერთვება სამართლებრივ საკითხებზე მომუშავე ჯგუფი, რომელიც რეგულაციებს შეიმუშავებს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test