შემოგვიერთდი

14.03.2013 14:07

„სახელმწიფო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესს 20 მილიონი ევროთი დააფინანსებს“

გელა ბოჩიკაშვილი
ციფრული მაუწყებლობა

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესს 20 მილიონი ევროთი დააფინანსებს. „შემდეგ უკვე ამ პროცესში ჩაერთვებიან კერძო კომპანიებიც“, - ამის შესახებ 14 მარტს პრემიერ-მინისტრმა რეგიონალურ მედიასაშუალებებთან საუბრისას განაცხადა. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლაზე სახელმწიფოს გეგმებთან დაკავშირებით კითხვა „მეგა ტვ“-ის ჟურნალისტმა დასვა .

ივანიშვილით თქმით, ციფრული მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ რეგიონალურ ტელევიზიებს სამჯერ უფრო ნაკლები დანახარჯები ექნებათ სიხშირის გასავრცელებლად -„არ გაუარესდება თქვენი მდგომარეობა. 2015 წელია ბოლო ვადა და ჩვენ ვაჩქარებთ ახლა პროცესს და შევძლებთ რომ სწრაფი ტემპებით  ეს ვალდებულება შევასრულოთ“,- თქვა მან.

პრემიერ-მინისტრისა და რეგიონალური მედიის წარმოამდგენელების შეხვედრა 2 საათზე მეტი ხანია გრძელდება. ბიძინა ივანიშვილს კითხვა უკვე  30 მედიასაშუალების  წარმომადგენლებმა დაუსვეს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test