შემოგვიერთდი

26.04.2013 11:27

„ქდმ“ 7 ნოემბერს „იმედში“ განვითარებული მოვლენების გამოძიებას ახალ ხელისუფლებას თხოვს

მედია მედიის შესახებ

ადამიანის უფლებათა სასამართლომ „იმედის“ ჟურნალისტების საქმის განხილვა დაუშვებლად ცნო. ევროპის სასამართლოში სარჩელის ხელახალი გაგზავნა შეუძლებელია, ამიტომ პარტია „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ (ქდმ) 2007 წლის 7 ნოემბერს „იმედში“ განვითარებული მოვლენების გამოძიებას ახალ ხელისუფლებას თხოვს - ამის შესახებ 26 აპრილის გაზეთი „რეზონანსი“ წერს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქმის გამოძიების მოთხოვნით პარტიამ ორი თვის წინ მიმართა პროკურატურას, მაგრამ გამოძიება ჯერ არ დაწყებულა. ადვოკატი ლია მუხაშვრია, რომელმაც ჟურნალისტების სარჩელი მოამზადა, სასამართლოს მიერ განცხადების მიღებაზე უარის თქმას სარჩელის დაგვიანებით ხსნის.

„რეზონანსი“ ამ თემაზე ინტერვიუს „ქდმ“-ს წევრთან, ლევან ვეფხვაძესთან აქვეყნებს, რომელიც ამბობს, რომ ევროსასამართლო დაეფუძნა იმ პრეცედენტულ გადაწყვეტილებას, რომელიც თავის დროზე სომხეთის ერთ-ერთ მოქალაქესთან დაკავშირებით მიიღო, როცა 6 თვიანი დაგვიანების გამო სარჩელი არ განიხილეს. ვეფხვაძის განმარტებით, სარჩელის სტრასბურგში გაგზავნამდე წელიწადნახევრის განმავლობაში პროკურატურაში გზავნიდნენ წერილს კითხვით აღიძრა თუ არა საქმე 7 ნოემბერთან დაკავშირებით და პასუხს არ სცემდნენ.

„დიდი ალბათობით პროკურატურამ იცოდა სომხეთის მოქალაქის საქმის პრეცედენტი და ამიტომაც გაჭიმა დრო, რომ მერე ევროსასამართლოს ჩვენი საქმე არ მიეღო- ბევრი დროა გასულიო“- ამბობს ვეფხვაძე და დასძენს „მეორე მხრივ, სარჩელი 2008 წლის ნოემბერში რომ წაგვეღო, სტრასბურგი გვეტყოდა შიდა პროცედურები არ არის დასრულებული და რატომ მოგვმართეთო. პროკურატურამ სათავისოდ კარგი თამაში წარმართა, ეტყობა პრეცედენტზე იყო ინფორმირებული, ჩვენ კი ადვოკატები არ ვართ და პრეცედენტულ სამართალზე ახლა გავიგეთ“.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test