შემოგვიერთდი

25.04.2013 12:15

მურმან დუმბაძე ჟურნალისტებს: „გამოიყენეთ ნაცნობები“ – გაზეთი „ბათუმელები“

მედია მედიის შესახებ

გაზეთმა „ბათუმელებმა“ 24 აპრილს გამოაქვეყნა მასალა სახელწოდებით: „მურმან დუმბაძე ჟურნალისტებს: „გამოიყენეთ ნაცნობები“. სტატიაში საუბარია საქართველოს პარლამენტის წევრის, მურმან დუმბაძის შეხვედრაზე ბათუმის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, რომელიც 24 აპრილს გაიმართა და სადაც მურმან დუმბაძემ, აჭარის ტელევიზიის სტატუსთან და მაუწყებლის შესახებ ახალი კანონონპროექტის ირგვლივ ისაუბრა.

მურმან დუმბაძის განცხადებით, კანონპროექტის მიხედვით საუბარია აჭარის ტელევიზიის საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნაზე, რომლის შემდეგაც ტელევიზია დაფინანსებას მიიღებს არა აჭარის მთავრობის ან უმაღლეს საბჭოს გავლით, არამედ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან.

„ეს ყველაფერი მიმართულია იქეთკენ, რომ საქართველოში სახელმწიფო ტელევიზია გარდაიცვალოს“.

შეხვედრაზე კითხვები დაისვა აჭარის ტელევიზიის პროგრამულ დამოუკიდებლობასთან და ბორდის დაკომპლექტებასთან დაკავშირებითაც. კანონპროექტის მიხედვით აჭარის ტელევიზიას უნდა ჰყავდეს მრჩეველთა საბჭო და არა ბორდი, თუმცა ეს საკითხი, როგორც მურმან დუმბაძე ამბობს, კვლავ განსახილველია.

დეტალების დაზუსტებისა და სხვა კითხვებზე პასუხების მისაღებად, მურმან დუმბაძემ აჭარის ტელევიზიის სტატუსით დაინტერესებული პირები საქართველოს პარლამენტში დაპატიჟა:

„30 აპრილს იქნება ამ საკითხის განხილვა და შეგვიძლია კონკრეტულ დეტალებზე იქ ვისაუბროთ“.
მურმან დუმბაძემ ყურადღება გაამახვილა აჭარის ტელევიზიის მომავალ ბორდთან დაკავშირებით. მან რეგიონში მცხოვრებ ჟურნალისტებს აქტიურობისკენ მოუწოდა და ურჩია, რომ ბორდში მოსახვედრად იბრძოლონ: „აქედანვე უნდა დაიწყოთ ამაზე ფიქრი და კონკურენციაში უნდა შეხვიდეთ. მე ხშირად მსაყვედურობენ, როცა ვამბობ, რომ ნაცნობებს ვუწევ რეკომენდაციებს, მაგრამ ეს სირცხვილი არ არის, გამოიყენეთ ნაცნობობა. მე, პირადად, ადგილობრივ ჟურნალისტებს რეკომენდაციებს გავუწევ“.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test