შემოგვიერთდი

24.04.2013 12:30

ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე სამართალდამცავებმა დააკავეს

მედია მედიის შესახებ

Irakli Absandze

სამართალდამცავებმა ჟურნალ „ლიბერალის“ ერთ–ერთი რედაქტორი და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი ირაკლი აბსანძე დააკავეს- ამის შესახებ ინფორმაციას „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ ავრცელებს.

ცენტრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ირაკლი აბსანძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით ედება, რაც ნარკოტიკების შეძენა შენახვა გადატანას გულისხმობს და 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„არსებული ინფორმაციით, ირაკლი აბსანძეს საფრანგეთიდან მეგობარმა ამანათი გამოუგზავნა, რომელშიც მარიხუანა აღმოჩნდა. აბსანძე ამანათის გახსნამდე დააკავეს. გადამოწმებული ინფორმაციით, მას ამანათში ნარკოტიკის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, ამანათის წასაღებად კი ფოსტიდან რამდენჯერმე დაურეკეს“- აღნიშნულია „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ მასალაში.

ამ დროისთვის ირაკლი აბსანძე დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

ირაკლი აბსანძე საპარლამენტო არჩევნებამდე ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ საინფორმაციო სამსახურში რეგიონების პროდიუსერად მუშაობდა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test