შემოგვიერთდი

30.04.2013 15:28

SES-მა პირველი Ultra HD სიგნალის ტრანსლირება მოახდინა ახალ სტანდარტში

ციფრული მაუწყებლობა

SES Ultra HD

ლუქსემბურგში SES Industry Days გაიმართა, სადაც მსოფლიოს წამყვანმა სატელიტურმა ოპერატორმა SES-მა თავის პარტნიორ კომპანიებთან Harmonic და Broadcom Corporation-თან ერთად პირველი უმაღლესი გარჩევადობის Ultra HD სიგნალის ტრანსლირება  მოახდინა ახალ HEVC სტანდარტში. გადაცემა ASTRA-ს თანამგზავრით( 19,2 გრადუსლი აღმ. გრძ.) გახდა შესაძლებელი. განსხვავებით სტანდარტული MPEG-4-გან,  ვიდეოსტანდარტი HEVC 50%-ით უფრო ეფექტურია.

ULTRA HD სიგნალის გადასაცემად გამოყენებული იქნა თანამგზავრული კავშირის DVB-S2 სტანდარტი, გადაცემის სიჩქარე - 20 მბიტი/წმ.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით ეს გახლდათ პირველი პირდაპირი ვიდეოტრანსლირება Ultra HD (3840X2160 პიქსელი) HEVC ფორმატში, ადრე მხოლოდ H.264 ფორმატს იყენებდნენ. "SES-მა კიდევ ერთხელ აიღო ლიდერობა ინდუსტრიაში პირველი Ultra HD გამოსახულების გადაცემით. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ HEVC სტანდარტი მოთხოვნადი იქნება Ultra HD კონტენტის ტელე-ოპერატორებისთვის და ველით  Ultra HD რესივერების ანალოგებს მომავალ თვეებში.  ამ ინიციატივით SES-ი მნიშვნელოვნად გაამძლავრებს Ultra HD ეკოსისტემას და შესთავაზებს თავის პარტნიურ კომპანიებს  არხს 24/7 სატესტო რეჟიმში " - განაცხადა SES-ის ვიცე პრეზიდენტმა თომას ვრედემ.

უმაღლესი გარჩევადობის თანამგაზვრული სიგნალის შესაძლებლობების საჩვენებლად გამოყენებული იქნა დეკოდერი HEVC ( ინტეგრალური დეკოდერის Broadcom BCM 7445 საფუძველზე) და ტრანსკოდერი Harmonic ProMedia Xpress.

 

მასალა მომზადებულია სატელიტური ოპერატორის SES-ის მიერ

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test