შემოგვიერთდი

23.05.2013 21:21

თელავში საერთაშორისო ჟურნალისტური კონფრენცია გაიხსნა

kakhetinews.ge
მედია მედიის შესახებ
 (photo: )

23-24 მაისს თელავის მედია კაფე მასპინძლობს საერთაშორისო ჟურნალისტურ კონფერენციას - Transbordercooperation, რომელიც შვედეთის მედია ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება და მონაწილეობას მიიღებს შვედეთის, უკრაინის, ბელორუსიის, სომხეთის აზერბაიჯანისა და საქართველოს მედია საშუალებების 20 ჟურნალისტი.

კონფერენციის თემაა მედია და ხელისუფლება. ჟურნალისტები განიხილავენ პოლიტიკის გაშუქების, დამოუკიდებელი მედიის თვითრეგულირების, ჟურნალისტთა უფლებების, სოციალური მედიისა და თანამედროვე პრესის საკვანძო საკითხებს.

კონფერენციის მონაწილეები შეხვდებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, აგრეთვე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებსა და პედაგოგებს. მოინახულებენ კახეთის ღირშესანიშნაობებს.

ინფორმაციისათვის დაუკავშირდით
ადგილობრივ კოორდინატორს: მაია მამულაშვილს 593264533;
kakhetiskhma@yahoo.com

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test