შემოგვიერთდი

28.05.2013 20:26

პარლამენტში საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიში მოისმინეს

თათა კაჭკაჭიშვილი. ქუთაისი
საუბრები მედიაზე
კომიტეტის სხდომა (photo: )

საქართველოსპარლამენტის ადამიანისუფლებათა დაცვისადასამოქალაქოინტეგრაციისკომიტეტს  "საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2012 წლის ანგარიში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურველო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან გახელაძემ 28 მაისს წარუდგინა. ლევან გახელაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის 2012-2013 საეთერო წლის ანგარიშზე საუბრისას მაუწყებლის მიერ სახელმწიფოსთვის გადასახდელო დავალიანების,  დადასტურებული 5,8 მილიონ ლარსა და სადავო 8 მილიონ ლარზე დეტალურად ისაუბრა. ანგარიშის საკომიტეტო მოსმენაზე, რომელიც თითქმის სამი საათი გაგრძელდა,   დეპუტატების მხრიდან  13 მილიონამდე დავალიანების წარმოქმნის შესახებ არაერთი კითხვა დაისვა. საპარლამენტო უმრავლესობის  წევრის ელისო ჩაფიძის განცხადებით,  ანგარიში არასრულყოფილია და მასში ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა. „მე ვფიქრობ, რომ ეს არის პროგრამების ავტორებისა და აუდიტორული დასკვნის ნაკრები, წარმოდგენილი ანგარიშით ვერ მივიღე პასუხები, რატომ გადაწყვიტა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რატომ უნდათ ესა თუ ის გადაცემა. გაიმართა თუ არა ტენდერი ან კონკურსი, როგორია თითოეული გადაცემის ბიუჯეტი. ხომ არ არის პროტექციონისტული მიდგომა გადაცემის წამყვანთა მიმართ, რამდენად ადეკვატურია მათზე გაცემული ხელფასები. ამავე დროს მაქვს შენიშვნა: იშვიათია საზმაუწყებელზე  რეგიონების პრობლემების გაშუქება, ამავე დროს, ეროვნული უმცირესობების ენებზე მომზადებული პროგრამები და გადაცემები გადაიცემოდეს მათთვის მისაღებ საეთერო დროს და ფორმატით. ამასთან სამაუწყებლო ბადე ეთმობოდეს ჟურნალისტურ გამოძიებას.“

ლევან გახელაძის განმარტებით, ეროვნული უმცირესობებისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეეთერში ოთხ ენაზე (აფხაზურ, ოსურ, სომხურ და აზერბაიჯანულ) და რადიოსიხშირეზე ხუთ ენაზე (აფხაზურ, ოსურ, სომხურ,  აზერბაიჯანულ და ქურთულ) გადაიცემა პროგრამები და ამასთან საზოგადოებრივი მაუწყებელი  რეგიონულ   ტელეარხებზე ყიდულობს საეთერო დროს და საღამოს 8-დან 10-საათამდე დაგაიცემა ეთნიკური უმცირესობისთვის განკუთვნილი გადაცემები. ამასთან, 2009 წლის შემდეგ შედარებით გაზრდილია პროგრამების ხელმისაწვდომობა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურველო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, პროგრამულ პრიორიტეტებში ჩამოთვლილია რეგიონების პრობლემებისა და  ჟურნალისტური  გამოძიების შესახებ მოთხოვნები, „სამწუხაროდ ეს მოთხოვნები წლიდან წლამდე გადადის  ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო.“

ლევან გახელაძის განცხადებით, ის არ იღებს პასუხისმგებლობას წარმოდგენილ ანგარიშზე, რადგან მასში ბევრი ხარვეზია და მათ გამოსასწორებლად  პასუხისმგებლობა გენერალურ დირექტორს ეკისრება. მისივე თქმით, შიდა და გარე აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმებები არასაკმარისია,  და აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე განისაზღვროს და დაწესდეს, საზოგადოებრივ მაუწყებელში კონტროლის პალატისა და შემოსავლების სამსახურის ყოველწლიური შემოწმებები, ამ შემთხვევაში მათი დასკვნები ამომწურავი იქნება. 

საპარლამენტო უმრავლესობის კითხვების დიდი ნაწილი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სახელმწიფოს წინაშე დაგროვილ დავალიანებას შეეხო. ლევან გახელაძემ მათი წარმოშობისა და დადასტურებულ და სადავო  საკითხებზე ისაუბრა. მაუწყებლის სამეურველო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, 2010 წელს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მაუწყებლებს მიეცათ ფინანსური ამნისტია, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივ მაუწყებელს ჩამოეჭრა 9 მილიონი ლარი. „ეს იყო დავალიანება, რომელიც გადმოჰყვა საზოგადოებრივ მაუწყებელს,  როგორც სახელმწიფო ტელე-რადიო კორპორაციის სამართალმემკვიდრეს.

ლევან გახელაძე: „თავის დროზე ჩემი აზრით, ახალ პრინციპებზე დაფუძვნებულ ორგანიზაციას არ უნდა ქონოდა ის ფინანსური ტვირთი, რომელიც შემდეგ ჩამოეჭრა კიდეც. ახალი დავალიანება სამ კატეგორიად შეიძლება დაიყოს, სახელმწიფოს წინაშე- სესხზეა საუბარი რომელიც 2009 წელს იქნა აღებული მაუწყებლის მიერ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან 2000 წლამდე სატელიტური  სიგნალის გავრცელებისა და მიღებისთვის, რომელსაც მაშინდელი კავშირგაბმულობის სამინისტრო ახორციელებდა და არსებობს ბუნდოვანი დავალიანება, რომელიც ქონდა საქართველოს სახელმწიფოს სატელიტური კომპანიისადმი, რესტრუქტურიზაციის შემდეგ ამ ვალის გადახდა საზოგადოებრივ მაუწყებელს დაევალა და ამისთვის ავიღეთ სახელმწიფო სესხი 4 მილიონი ლარის ოდენობის კრედიტით, რომლიდან ამ დროისთვის 2,5 მილიონი ლარი გადახდილია.  მეორე კომპონენტი ეს არის 3,8 მილიონი ლარი, რომელიც 2011 წლის შემდეგ წარმოიქმნა დავალიანება ევროპის მაუწყებელთა კავშირის მიმართ საერათაშორისო ღონისძიებებისა ტრანსლირებისთვის. 2012 წლის იანვარში,  საქართველოს ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძის და ჩემი მონაწილეობით,   შედგა სამმხრივი შეთანხმება ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლებთან.   შეთანხმების მიხედვით, მაუწყებელი საბიუჯეტო წლის მანძილზე გადაიხდიდა არსებულ დავალიანებას  და მაუწყებელს ამ თანხას წლის ბოლოსთვის ჩაურიცხავდა ფინანსთა სამინისტრო. მაუწყებელმა სამი მილიონი ლარი გადაიხადა, თუმცა სამინისრტრომ დანაპირები ვერ შეასრულა და ბიუჯეტში დაგვრჩა გარღვევა. 800 ათასი ლარი მაუწყებლის ვალად მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც ფირმა „სონიმ“ უზრუნველყო 7 მილიონ ლარად შეფასებული სხდომების ტრანსლირებისთვის საჭირო მოწყობილების მონტაჟი პარლამენტში, თანხა გათვლილი იყო დამატებითი ღირებულების გადასახადის გარეშე და აქაც მაუწყებელს მოუწია ამ თანხის გადახდა.  რაც შეეხება შემოსავლების სამსახურის მიერ 8 მილიონი ლარის დარიცხვას, ეს სადავოა და დადასტურებული არ არის,“-აცხადებ, ლევან გახელაძე.

მან კომენტარი გააკეტა გასულ კვირაში საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კანონით მინიჭებული უფლების გამოუყენებლობაზე, იმ სასამართლო სხდომების გადაღებისა და ეთერში გაშვების შესახებ, რომელთა ირგვლივ მაღალი საზოგადოებრივი ინეტერესი არსებობდა. მისი განაცხადებით,  ეს  მაუწყებლის გენერალური დირექტორის კომპეტენციაა. 

უმრავლეოსობის წარმოადგენელთა ინფორმაციით, ლევან გახელაძისგან საზოგადოებრივი მაუწყებლის 2012 წლის ანგარიშს მიმდინარე კვირაში განათლების, მეცნიერებისა და კულტურისა  და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების სხდომებზე მოისმენენ.  

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test