შემოგვიერთდი

24.06.2013 12:30

თანამგზავრი SES-6 წარმატებით გაეშვა კოსმოსში ბაიკონურის კოსმოდრომიდან

ციფრული მაუწყებლობა
official launch SES (photo: )

2013 წლის 3 ივნისს კომპანია SES-მა განაცხადა, რომ თანამგზავრი SES-6 გავიდა კოსმოსში რაკეტამზიდ ILS Proton Breeze M-ის ბორტზე ბაიკონურის კოსმოდრომიდან 15:18:31 საათზე ბაიკონურის დროით . 15 საათისა და 31 წუთის  შემდეგ კოსმოსური აპარატი SES-6 მზიდ Breeze M "Proton" - ს გამოეყო და გეოსტაციონარული ორბიტაზე წარმატებით გავიდა.

SES-6 შეცვლის თანამგზავრს SES' NSS-806 ორბიტალურ პოზიციაზე 40,5 გრადუსი აღმოსავლეთით და უზრუნველყოფს ციფრული სიგნალის გადაცემას ამერიკის ტერიტორიაზე. იგი ფარავს სამხრეთ ამერიკას, ლათინურ ამერიკას, ევროპასა და ატლანტიკურ ოკეანეს. თანამგზავრი, რომლის წონაც 600 ტონია დაამზადა კომპანია Astrium -მმა პლატფორმა  Eurostar 3000-ის ბაზაზე.  სატელიტი წარმოდგენილია 48 აქტიური Ku-დიაპაზონისა და 43 აქტიური C-დიაპაზონის ტრანსპონდერებით. თანამგზავრის უმსხვილესი მომხმარებელი იქნება ბრაზილიური კომპანია Oi, რომელიც მას DTH სერვისის მისაწოდებლად გამოიყენებს

SES–ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა რომან ბაუშმა განაცხადა:"ჩვენ გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ კომპანია Astrium-სა და ILS-ის თანამგზავრი SES-6-ის წარმატებული გაშვებისთვის.  ახალი მძლავრი სატელიტი SES–ის გლობალურ თანამგზავრთა ფლოტში ორმოცდამეცამეტე თანამგზავრია იგი სთავაზობს მნიშვნელოვან სიმძლავრეს სტრატეგიულ ორბიტალურ სლოტში ამერიკის ტერიტორიაზე. თანამგზავრი უზრუნველყოფს DTH სერვისის მიწოდებას ბრაზილიის მოსახლეობისთვის ისევე როგორც საკაბელო განაწილებას ლათინურ ამერიკასა და კარიბებზე. ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ კომპანია Oi-სთან იმისათვის რომ გავაფართოვოთ ახალი სერვისები ბრაზილიელი მაყურებლებისთვის".

SES–ის შესახებ

SES  თანამგზავრული მაუწყებლობის წამყვანი ოპერატორია, რომელსაც 53 გეოსტაციონარული თანამგზავრი აქვს. კომპანია სატელიტურ საკომუნიკაციო სერვისს აწვდის ტელე–მაუწყებლებს, ინტერნეტ პროვაიდერებს, მობულირ და ფიქსირებულ ოპერატორებს, ბიზნეს და სახელმწიფორ ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოს მაშტაბით.

SES-სათვის პრიორიტეტულია ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობა, მაღალხარისხიანი მომსახურება და პროფესიონალიზმი მსოფლიოს სამაუწყებლო ინდუსტრიაში. კომპანიის რეგიონალურ ჯგუფებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში მუშაობენ, მჭიდრო ურთიერთობა აქვთ მომხმარებელთან, რათა გაითვალისწინონ და მაქსიმალურად დააკმაყოფილონ მისი მოთხოვნები.

SES (Euronext პარიზის და ლუხსემბურგის საფონდო ბირჟაზე: SESG) ფლობს და მართავს ASTRA Satellite System–ს. ის ფლობს წილს კანადისა („Ciel“)  და მექსიკის („QuetzSat“) თანამგზავრულ კომპანიებში, ასევე - სტრატეგიულ წილს O3b Networks-ის თანამგზავრული ინფრასტრუქტურის გაშვებაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.ses.com.

 

მასალა მომზადებულია სატელიტური ოპერატორის SES-ის მიერ

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test