შემოგვიერთდი

02.07.2013 12:16

კომპანია SES-ის გენერალური დირექტორი რომან ბაოში თანამდებობას ტოვებს

ციფრული მაუწყებლობა

Karim Sabbagh

რომან ბაოში (Romain Bausch) კომპანია SES-ის გენერალური დირექტორის თანამდებობას შემდეგი, 2014 წლის აპრილში ტოვებს. ის წამყვანი სატელიტური ოპერატორის სათავეში 18 წელი იყო. უკვე ცნობილია კომპანიის ახალი ხელმძღვანელის სახელი. გენერალური დირექტორის  თანამდებობას – კარიმ მიშელ საბაგი დაიკავებს (Karim Michel Sabbagh).

საკუთარი გადაწყვეტილება ბოშმა დირექტორთა საბჭოს მიაწოდა. ცნობილია, რომ პოზიციას გენერალური მდივნის თანამდებობის დატოვებაზე ის აქციონერების ყოველწლიურ შეხვედრაზე გამოაცხადებს. ყრილობა 2014 წელს უნდა გაიმართოს.

ბაოში SES-ის ხელმძღვანელობაში 1995 წლიდან იყო. მისი კარიერა ლუქსემბურგის ფინანსთა სამინისტროში დაიწყო.

რაც შეეხება საბაგს, ის SES-ის საბჭოს წევრი იყო და ასევე აუდიტის სამსახურში მუშაობდა 2011 წლიდან. 1998 წლიდან ინ კომპანია Booz & Company-ში მოღვაწეობდა.

 

მასალა მომზადებულია სატელიტური ოპერატორის SES-ის მიერ

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test