შემოგვიერთდი

04.07.2013 12:33

„რეზონანსის“ ჟურნალისტმა Facebook-ზე მუქარის წერილი მიიღო

გაზეთი 'რეზონანსი'
მედია მედიის შესახებ

გაზეთ „რეზონანსის“ ჟურნალისტს ზაირა მიქატაძეს სოციალურ ქსელ Facebook-ზე Hammad Zaman-ის სახელით მუქარის წერილი გაუგზავნეს. ამის შესახებ გაზეთმა „რეზონანსმა“ 2013 წლის 4 ივლისის ნომერში დაწერა.

როგორც ჟურნალისტი ზაირა მიქატაძე „რეზონანსში“ დაბეჭდილ მასალაში წერს, Hammad Zaman-ის სახელით აღნიშნული ვიდეოს ლინკი ასეთი ტექსტით გაუგზავნეს - „ჩვენ ყველა ქართველ ჯვაროსანს გავანადგურებთ, ჯიჰადი მოდის საქართველოსთვის“ მიქატაძის თქმით, ამის შესახებ უკვე აცნობა საგამოძიებო ორგანოებს და საქმესთან დაკავშირებით ის დაკითხეს კიდეც.

Hammad Zaman-ის სახელით Youtube-ზე 5 ივნისს აიტვრთა ვიდეო რგოლები, სადაც თითქოს „თალიბანი“ ქართველ ჯარისკაცებს განადგურებით ემუქრებოდა. ამ ვიდეოების წარმომავლობის დასადგენად შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს.

Hammad Zaman-ის მიერ მისთვის ვიდეოს გაგზავნას ჟურნალისტი სამხედრო თემატიკაზე მუშაობასა და სამხედრო პირებთან ახლო ურთიერთობას ასახელებს. „არ გამოვრიცხავ, რომ მუქარის ადრესატად ჩემი შერჩევის მიზანი იყო, რომ მედია საშუალებებით გარკვეული პანიკა ამეტეხა“, - ვარაუდობს ჟურნალისტი.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test