შემოგვიერთდი

25.07.2013 08:59

თომას ჰამერბერგი მთავრობას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების განადგურებას ურჩევს - „რეზონანსი“

გაზეთი 'რეზონანსი'
მედია მედიის შესახებ

პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ჩანაწერების განადგურებას, საზოგადეობის დიდ ნაწილთან ერთად, უკვე ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ადამიანის უფლებების სფეროში თომას ჰამერბერგიც ითხოვს, - ამის შესახებ გაზეთი „რეზონანსი“ 15 ივლისის ნომერში წერს.

 „რეზონანსის“ რედაქტორი ლაშა ტუღუში, რომელიც ჩანაწერების განადგურების მიზნით შექმნილი სპეციალური ჯგუფის წევრია, ამბობს, რომ ჰამერბერგის დასკვნის მიხედვით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები უნდა განადგურდეს.

„ინფორმაციის მიღება უკონტროლოდ ხდებოდა ისე, რომ არავინ არავის არაფერს ეკითხებოდა. ეს სისტემა ჯერჯერობით არსებობს და ამის შესახებაც წერია ჰამერბერგის დასკვნაში“, - აღნიშნავს „რეზონანსთან“ საუბრისას ლაშა ტუღუში.

გამოცემა შსს-ზე დაყრდნობით წერს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-აუდიო ჩანაწერები რომელთა რაოდენობა ბოლო მონაცემებით, 17 ათასიდან 24 ათასამდე გაიზარდა.

პარალელურად პარლამენტში ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული ამნისტიის კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს, რომლის მიხედვითაც ის ადამიანები, ვინც ჩანაწერებს კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში შს სამინისტროს ჩააბარებს, სამართლებრივი დევნისგან გათავისუფლებიან. „რეზონანსის“ ცნობით, საპარლამენტო უმცირესობა ამ კანონპროექტის წინააღმდეგია.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test