შემოგვიერთდი

30.07.2013 14:06

SD, HD, 3D და Ultra HD - ციფრული ტელევიზიის ფორმატების განმარტებები

ციფრული ტელევიზია გთავაზობთ სხვადასხვა უპირატესობებსა და დამატებით მომსახურებას.  მაგრამ რას ნიშნავს ციფრული ტელევიზიის თემასთან დაკავშირებული სიტყვები -  SD, HD, 3D და ასევე Ultra HD? ამ მასალაში შევეცდებით დავადგინოთ ძირითადი არსი და განსხვავება მათ შორის.

პირველ რიგში უნდა განვმარტოთ ციფრულ და ანალოგურ ტელევიზიებს შორის განსხვავება, რადგან ორივე მათგანი ხელმისაწვდომია საქართველოში. 

ტექნიკურად ანალოგიური სურათის გადმოცემა უწყვეტი ტალღის ფორმით ხდება, მაგრამ ციფრული ტელეგამოსახულება წარმოადგენს ციფრული მონაცემების კოდირებულ ნაკადს. პრაქტიკული თვალსაზრისით მონაცემთა დიგიტალიზაცია თქვენს ტელემიმღებში უფრო მეტი ინფორმაციის გაგზავნის საშუალებას იძლევა. შედეგად მიიღებთ გაცილებით უფრო ზუსტ გამოსახულებას, ხარისხიან ხმას და არხების უფრო დიდ რაოდენობას. შესაბამისად, თუ იყენებთ თანამედროვე ციფრულ ტელევიზორს და სახლში იღებთ სიგნალს თანამგზავრის, ციფრული კაბელისა და ციფრული სახმელეთო გადამცემის მეშვეობით, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ მიიღებთ უმაღლეს ხარისხს.

ტელევიზიის ახალი ციფრული ფორმატები მოითხოვენ ტრანსლაციის საშუალებების უფრო ფართე სიმძლავრეებს, სადაც თანამგზავრი შეუცვლელია. სატელიტი წარმოადგენს ყველაზე სანდო და ეფექტურ სატელევიზიო პროგრამების მიწოდების არსებულ საშუალებას კონტინენტზე და განსაკუთრებით მთიან რეგიონებში, სადაც პრაქტიკულად არ არსებობს სატელიტური ციფრული ტელევიზიის არხების რაოდენობის შეზღუდვა, რომლის ტრანსლაციაც არის შესაძლებელი. შესაბამისად, სატელიტის მეშვეობით შესაძლებელია დაფარულ იქნას მსოფლიოს მთელი მოსახლეობა.

სატელიტური სიგნალის მიწოდება ხდება სპეციალური თეფშის მეშვეობით "პირდაპირ სახლში" (Direct-To-Home/DTH), ასევე თანამგზავრული სიგნალი მიეწოდება სახმელეთო DTH პროვაიდერებს შემდგომი გადაცემისთვის. თანამგზავრული ტელევიზია სთავაზობს მაყურებელს არხების დიდ არჩევანსა და გამოცდილებას სხვა სატელევიზიო ტრანსლაციის ფორმებთან შედარებით

სტანდარტული გარჩევადობის  (SD) ტელევიზია და მაღალი გარჩევადობის  (HD) ტელევიზია

როდესაც ვსაუბრობთ SD და HD, პირველ რიგში საქმე გვაქვს ტერმინთან „გარჩევადობა“. მარტივად რომ მოგახსენოთ ეს წარმოადგენს სურათის ზომასა და ხარისხს, რომელიც თქვენმა სატელევიზიო მოწყობილობამ შეიძლება აჩვენოს.

ტერმინი სტანდარტული გარჩევადობა, ანუ SD TV გახდა აქტუალური, როდესაც გამოყენებაში შემოვიდა მაღალი გარჩევადობის ტელევიზია - მანამდე ყველა ტელევიზია იყო სტანდარტული (როგორც ანალოგური, ისე ციფრული), და აღნიშნული ფორმატის სპეციფიკაციები მიიჩნეოდა მისაღებად. სტანდარტული ტელევიზიის სიზუსტე წარმოადგენს ყველა სხვა ფორმატების ანალიზის შედარებით საფუძველს, მის ფარგლებს გარეთ ნებისმიერი ფორმატი მაღალ გარჩევადობის მქონე ფორმატად ითვლება. SD ფორმატი საკმაოდ კარგი  იყო სტანდარტული 24 დიუიმიანი ტელემიმღებებისთვის, მაგრამ შემდეგ მოსახლეობამ დაიწყო LCD და პლაზმური ტელევიზორების შესყიდვა 2-2,5-ჯერ დიდი ეკრანით, და განსხვავება SD და HD გარჩევადობებს შორის საკმაოდ ნათელი გახდა. მაგალითად ფეხბურთის მატჩის ყურებისას SD-ს მეშვეობით თქვენ ხედავთ ბურთს, მოთამაშეებსა და მწვანე ფონს,  HD-ით დამატებით შეგიძლიათ დაინახოთ ბალახი და მაყურებელთა სახეები. 

დასკვნისას შეიძლება ითქვას, რომ მაღალი გარჩევადობის (HD) ტელევიზია წარმოადგენს ციფრული მაუწყებლობის ფორმატს, რომელიც გაწვდით უკეთესი ხარისხის გამოსახულებას თქვენს სატელევიზიო ეკრანებზე. HD არხები იძლევა გამოსახულებას უფრო მდიდარ ფერებში და წარმოაჩენს ხუთჯერ უფრო მეტ დეტალს; შესაბამისად თქვენი ყურების პროცესი ხდება უფრო ნათელი, საინტერესო და მიმზიდველი. თუ ციფრებს მოვიშველიებთ შეგვიძლია ვთაქვათ, რომ HD გამოსახულება ჩვეულებრივ შეიცავს დაახლოებით 2 მილიონ (1080x1920) პიქსელს. ეს დაახლოებით 5-ჯერ უფრო მეტი დეტალია ვიდრე 720x576 SD-ის გამოსახულება, რაც HD ტრანსლციას უფრო ბუნებრივს და მიმზიდველს ხდის. რაც უფრო მეტი პიქსელი არსებობს გამოსახულების მისაწოდებლად მით უფრო მეტ დეტალს ხედავთ და შესაბამისად მრუდი და დიაგონალური ხაზების გამოსახულება უფრო დახვეწილი ხდება.

სპორტული ღონისძიებების გარდა HD კონტენტის შექმნის ერთერთი სტიმული გახლავთ დიდი სატელევიზიო კომპანიების მიერ ბუნების გადაღება - თუ ოდესმე გიყურებიათ BBC-სა ან Discovery-ს პროგრამები ბუნების შესახებ - თქვენ იცით თუ რამდენად მაღალი დონის არიან ისინი. ასევე სპორტზე, დოკუმენტალურ და სხვა ფილმებზე, კოსტიუმირებულ დრამებზე აისახება მაღალი გარჩევადობის ტელევიზიის გავლენა - რომელი პროგრამაც არ უნდა აირჩიოთ, მისი გამოსახულება ბევრად უფრო უკეთესი იქნება  HD ფორმატში.

რათქმაუნდა HD სიგნალის გადაცემას უფრო მეტი სატრანსლიაციო სიმძლავერეები ესაჭიროება, ვიდრე სტანდარტული გამოსახულების ვიდეო სურათს და შესაბამისად ციფრულ სახმელეთო და საკაბელო ტელევიზიას სიმძლავრეები მხოლოდ რამდენიმე მაღალი გარჩევადობის არხისთვის ყოფნით. თანამგზავრებს გააჩნიათ უფრო მეტი არხის ტევადობა და ზუსტად ამიტომ თანამგზავრი HD მაუწყებლობის ფაქტიური ლიდერი ყოფნით. თანამგზავრებს გააჩნიათ უფრო მეტი არხის ტევადობა და ზუსტად ამიტომ თანამგზავრი HD მაუწყებლობის ფაქტიური ლიდერი გახლავთ. SES-ის ყოველწლიური სატელიტური მონიტორინგის თანახმად დღესღეობით თანამგზავრი უდიდესი HD პლატფორმაა,  რომლის მომხმარებლებთა რაოდენობამ ევროპაში 29 მილიონ ოჯახს მიაღწია, მათი 80% კი სწორედ SES-ის თანამგზავრებით სარგებლობს.

ერთი ნაბიჯით წინ  - 3D ტელევიზია

3D ტელევიზია (3DTV) სხავადასხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით სტერეოსკოპული გამოსახულების შესაქმნელად მაყურებელს გამოსახულების სიღრმისეული აღქმის საშუალებას უქმნის. ეს გახლავთ გამოსახულებასთან  მიახლოების ეფექტი, რომელიც თქვენ კინოთეატრის, ტრიბუნის, დარბაზის, არენის პირველ რიგში გათავსებთ, რათა უფრო ცოცხლად აღიქვათ სანახაობა. ტექნოლოგიურმა წინსვლამ 3D ტელევიზია თქვენს სახლში გახადა შესაძლებელი, პრაქტიკული და ხელმისაწვდომი.

ყველაზე თანამედროვე 3D ტელევიზორები იყენებენ აქტიურ 3D ჩამკეტ, ან 3D პოლარიზებულ სისტემას. შესაბამისად მაყურებლები იყენებენ სპეციალურ სათვალეს, მსგავსად 3D კინოთეატრებისა. მაღაზიებში აღნიშნული ტელევიზორების ფართე არჩევანია, მაგრამ სრული სიამოვნებისთვის უკეთესია  3D არხების პაკეტის მქონე ტელემაუწყებლის აბონენტი გახდეთ. კვლავ გავიმეორებთ, რომ თქვენს სახლში 3DTV-ს ტრანსლიაციისთვის თანამგზავრი საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. სანდოობისა და ხარისხის გათვალისწინებით სატელიტური მაუწყებლობა ლიდერია რომელსაც კონკურენტი პროგრამების, ხარისხისა და არხების პოპულარობის თავლსაზრისით არ გააჩნია.

კიდევ უფრო მაღალი დონე - Ultra HD

ევოლუცია გრძელდება – სამომხმარებლო TV ტექნოლოგიებში Ultra HD წარმოადგენს ახალ სიტყვას. აღნიშნული ტექნოლოგიის დემონსტრაცია პირველად 2005 წელს განხორციელდა და უახლოეს წლებში აღნიშნული ფორმატის პირველი კომერციული არხების გაშვება მოხდება.  

Ultra HD ტექნოლოგიას 4K-ს უწოდებდნენ, მაგრამ ამჟამად იგი ცნობილია როგორც უმაღლესი გარჩევადობის ან  Ultra HD (UHD) ფორმატი. აღიშნული ტერმინი პირველად 2012 წლის ოქტომბერში  ელექტრონიკის მომხმარებელთა ასოციაციის მიერ იქნა გაჟღერებული, როგორც 4K და 8K-ს სავაჭრო მარკა.

აღნიშნულ Ultra HD TV-ს გააჩნია 3840 x 2160 პიქსელის გამოსახულების სიზუსტე და ამგვარად ხდება სურათის უპრეცედენტო გარჩევადობისა და დეტალების გადმოცემა, იგი ასევე 3D-ს ყურების პროცესს უფრო კომფორტულს ხდის და უფრო აახლოებს მაყურებელთან. თუ გავითვალისწინეთ იმას, რომ ჩვენ უფრო და უფრო დიდ ეკრანიან ტელევიზორებს ვყიდულობთ  Ultra HD  გამოსახულება ნამდვილად შეუცვლელი გახდება.

ბაზარი გაჯერებულია ახალი HD ტელევიზორებით. Ultra HD ტელევიზორები მიმდინარე წელს მთავარ სავაჭრო გამოფენებზე ყველა წამყვანმა მწარმოებელმა წარმოადგინა. ფაქტიურად ის ძირითადი ღონისძიებები რომელთაც ადგილი 2014 წლიდან ექნებათ მსოფლიოში, როგორიცაა ფიფას მსოფლიო თასი ბრაზილიაში 2014 წელს, რაგბის მსოფლიო თასი ინგლისში 2015 წელს, უეფას ევროპის ჩემპიონატი 2016 წელს, ზაფხულის ოლომპიური თამაშები რიოში 2016 წელს  და ბევრი სხვა სწორედ Ultra HD-ს მიერ იქნება ტრანსლირებული.

იმაზე უფრო მალე ვიდრე წარმოგვიდგენია ტექნოლოგიები შემოგვთავაზებენ გართობის ახალ საშუალებებს და ეჭვგარეშეა, რომ თანამგზავრი წარმოადგენს ერთადერთ საშუალებას, რომელსაც ნებისმიერი ციფრული სატელევიზიო ფორმატის -  SD, HD, 3D ან Ultra HD-ს ტრანსლაციის სიმძლავრეები გააჩნია.

 

მასალა მომზადებულია სატელიტური ოპერატორის SES-ის მიერ

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test