შემოგვიერთდი

08.08.2013 13:40

„არ მესმის, რამდენი თვე უნდა ვითვლებოდე თანამშრომლად და არ გავდიოდე ეთერში“ - ინგა გრიგოლია

გელა ბოჩიკაშვილი
ინტერვიუ

2013 წლის 1 აგვისტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელმა, ინგა გრიგოლიამ სამუშაო ჯგუფთან ერთად ტელევიზია დატოვა. ისინი გადაცემა „პოლიტიკურ კვირაზე“ მუშაობდნენ, რომელიც ეთერში კვირაში ორჯერ უნდა გასულიყო.  

საზოგადოებრივ მაუწყებელს გადაცემის სტუდიის დეკორაციის დამზადება 52 ათასი ლარი დაუჯდა. გარდა ამისა, მაუწყებელი გადაცემის 7 კაციანი ჯგუფის ყოველთვიური საერთო სახელფასო ანაზღაურებისთვის 15 ათას ლარმდე თანხას ხარჯავდა. თავად ინგა გრიგოლიასთან კონტრაქტი მაუწყებელმა 2013 წლის 15 თებერვალს გააფორმა.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ Media.Ge ინგა გრიგოლიას ესაუბრა.

ინგა გრიგოლია

რატომ დატოვეთ საზოგადოებრივი მაუწყებელი?

საზოგადოებრივ მაუწყებლთან კონტრაქტი გავაფორმე და აპრილში უკვე ეთერში უნდა ვყოფილიყავი. ყველაფერი გამზადებული მქონდა, გადაცემის პრომო-რგოლიც მზად იყო.

ეს გადაწყვეტილება ერთ დღეში არ მიმიღია.  მთელი ამ თვეების განმავლობაში მე მუდმივად ვსვამდი ერთ კითხვას - როდის გავალთ ეთერში? მე თვითონ არ მიყვარს მდგომარეობა, როცა ითვლები თანამშრომლად და ამ დროს პროდუქტს ვერ სთავაზობ მაყურებელს პირდაპირ ეთერში.

აპრილის თვიდან მოყოლებული ძალიან დიდი დრო გავიდა და პასუხიც ვერ მივიღე ზუსტად, როდის გავდიოდი ეთერში. კონფლიქტი არ მქონია მაუწყებლის გენერალურ დირექტორთან, გიორგი ბარათაშვილთან. რამდენჯერმე გვქონდა საუბარი, სექტემბერში უნდა გავსულიყავი ეთერში. აღმოჩნდა, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებამდე, ოქტომბრის დასასრულამდე ვერ გავიდოდი ეთერში. ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება.

პრაქტიკულად, არაფერი უშლიდა ხელს ეთერში გასვლას. კონტრაქტის მიხედვით, აპრილში მე „გამარჯობით“ უკვე ეთერში უნდა შევსულიყავი. ამდენი ხანია ტელევიზიის თანამშრომელი ვარ და ეთერში ვერ გავდიოდი, ასე მარტივად, ჩვეულებრივად  მივიღე გადაწყვეტილება.

2014 წლის თებერვლის ჩათვლით მე კონტრაქტი მქონდა გაფორმებული, შემეძლო ასე ვმჯდარიყავი, ხელფასი ამეღო და ეთერში არ გასვულიყავი. ნამდვილად არ მინდოდა ტყუილად ჯდომა და ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება.

რა იყო იმის მიზეზი, რომ გადაცემა ეთერში ვერ გავიდა?

ტელევიზიაში მუშაობა გიორგი ბარათაშვილის მიწვევით დავიწყე. ბარათაშვილი სამეურვეო საბჭომ გადააყეენა, შემდეგ იყო სასამართლო პროცესი და მისი თანამდებობაზე აღდგენა. როცა ტელევიზიაში დავსვი კითხვები, მითხრეს, რომ არეულობის გამო, რაც იქ იყო, ტენდერი გვიან გამოცხადდა. ფაქტია, რომ სტუდია გამზადებული იყო და შემეძლო 1 სექტემბერს ვყოფილიყავი პირდაპირ ეთერში.

არ ვიცი, ვისი გადაწყვეტილება იყო, ან რა იყო ამ გადაწყვეტილების მიზეზი. მე ვსაუბრობ ფაქტებზე, მე კონტარქტი მქონდა გაფომრბეული და კიდევ 2 თვე ვერ გავიდოდი ეთერში. მე ვმუშაობდი და უახლოეს პერიოდშიც დავგეგმავ რამეს.

არასოდეს არ ვისურვებ ქვეყანაში დადგეს ის დრო, რომ ისევ ქვეყნის პირველი პირები წყვეტდნენ, ვინ უნდა იყოს ეთერში და ვინ არა. მე არ ვთვლი, რომ ვინმეს მტერი ვარ, ან ვინმესგან ასეთი დამოკიდებულება მიგვრძნია - მე ვერ გავედი ეთერში.

არჩევნები რომ  არ იყოს კიდევ კარს მომდგარი, შეიძლებოდა კიდევ გადაგვედო, მაგრამ მე არ მესმის რამდენი თვე უდნა ვითველბოდე თანამშრომლად და არ გავდიოდე ეთერში. ამ საკითხებზე ვისაუბრე ბარათაშილთან და ვუთხარი, რომ, როგორც ჩანს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ვერ გავდივარ ეთერში და ჯობია, მე წავიდე. ყოველგვარი პრობლემის გარეშე დავემშვიდობეთ ერთმანეთს.

თქვენი აზრით ვის ინტერესებში შედიოდა თქვენი გადაცემის ეთერში ამ ხსნის განმავლობაში არ გასვლა? არის საუბარი, რომ ივანიშვილს არ სურდა თქვენი „პირველი არხის“ ეთერში გასვლა, გსმეინიათ ამის შესახებ?

სიმართლე გითხრათ, სურდა თუ არა ივანიშვილს ჩემი ეთერში გასვლა, მე არ ვიცი. ცხოვრებაში არ მქონია მასთან შეხება და პირადად არ ვიცნობ. არც მომსვლია აზრად, რომ შეიძლებოდა გადაცემა დაბლოკილიყო. არც მგონია, რომ ივანიშვილს დრო ჰქონდეს და ფიქრობდეს გრიგოლია ეთერში უნდა გავიდეს თუ არა.

თქვენთვის რატომ არის მნიშვნელოვანი არჩევნებამდე ეთერში გასვლა?

ეს გადაცემა საგანგებოდ საპრეზიდენტო არჩევნებსითვის არ მზადდებოდა. რამდენიმე თვსი წინ დაიყწყო მისი მომზადება.

გულწრფელად გეტყვით, რომ სულ ერთი არ არის ეს გადაცემა ჩემთვის - ამდენი თვე თაროზე იქნებოდა შემოდებული, თუ არა. ახლა არის ისეთი საინტერესო მომენტები ჩვენს ქვეყანაში, რომ პოლიტიკური გადაცემით თუ გადიხარ ეთერში უნდა გახვიდე არჩევნებამდე. მერეც იქნება საინტერსო, მაგრამ მე ასე ვხედავ.

მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნები და როცა ახალი ტოქშოუს დაწყებას აპირებ, ყველა ჟურნალისტისთვის მნიშვნელოვანია ეთერში გასვლა. სხვა მიზეზი არ ყოფილა. სპეციალური სტუმრებიც შერჩეული მყავდა. გადაცემის პრომოში ქვეყნის პირველი პირები მყავდა გადაღებული.

იძულების წესით იქედან არავის გამოვუშვივარ, უბრალოდ ვფიქრობ რომ უნდა გავაგრძელო ჩემი საქმე. 1 წელია ზუსტად გასული, რაც მე მოვხსენი ჩემი კანდიდატურა და ტელევიზიაში არ გამოვჩენილვარ, როგორც ტელეწამყვანი.

აქამდე სულ ვამბობდი, რომ სტერილიზაცია ნამდვილად მჭირდებოდა, რომ პოლიტიკური ემოციებისგან ბოლომდე დავწურულიყავი. იმედი მქონდა, რომ აპრილიდან გავიდოდი ეთერში.

ტელევიზიაში 15 თებერვლიდან მუშოაბთ, მას მერე 5 თვეზე მეტი გავიდა. რა სამუშაოს შესრულება გიწევდათ ამ დროის განმავლობაში?

ახლა სტუდია მზადაა და მე თავისუფლად შემეძლო სექტემბერში გავსულიყავი ეთერში.  მათი პასუხი იყო, რომ ახალი სეზონი უნდა დაწყოს ოქტომბრის შუა რიცხვების მერე.

ამ 5 თვის განმავლობაში მე მქონდა ძალიან ბევრი გადაღება, რომელშიც ტელევიზიის ტექნიკური ჯგუფი მუშაობდა. ეს არ იყო ერთდღიანი მუშაობა. ძალიან სერიოზული მუშობა მიმდინარეობდა და მე ვიყავი მზად.

სადაც მოხერხდება ჩემი პროექტით ეთერში გასვლა, იქ გავალ. ძალიან მწყდება გული, რომ ეს არ მოხდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე.

თქვენ რომელი ტელევიზიებიდან გაქვთ შემოთავაზება, TV3-ის გენერალური დირექტორი, კახა ბაინდურაშვილი ამბობს, რომ თქვენთნ მოლაპარაკებებს მართავს.

არამარტო TV3-დან მაქვს შემოთავაზება. ამ წუთებშიც ჩვენ ვსაუბრობთ, ხომ არ ვიფიქრებდი ჩემი გადაცემა გასულიყო მათ ეთერში. ისინი ახალი ეთერისთვის ემზადებიან. მაგრამ მე მაქვს სხვა წინადადებებიც. აღარ ვჩქარობ წინასწარ რაღაცის თქმას, იმიტომ, რომ როცა ვთქვი, რომ პირველ არხზე გავდიოდი - არ შედგა. ამიტომ ჯობია, რომ მერე ვილაპარაკო, როცა ეთერში გავალ.

მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ იმ გადაცემით გავიდეთ ეთერში, რომელსაც ვამზადებდით საპრეზიდენტო კამპანიისას. მე თვითონ აღარ ვაპირებ, მოლაპარაკებები დიდ ხანს გავაგრძელო, უახლოეს დღეებში ჩამოვყალიბდები.

არ ვიცი სხვა არხზე იმავე ფორმატის გადაცემით გავალ თუ არა. მე მაქვს სამი წინადადება. აქ საუბარი სხვადასხვა ტელევიზიებთან - იმავე ფორმატის გადაცემაზე და სხვა გადაცემებზეც. მე არ მაქვს სურვილი დღეს რამეზე გესაუბროთ. რომელიმე არხი, რომელთანაც მე მაქვს ახლა მოლაპარაკებები, რომელიმესკენ ხომ უნდა გადავწყვიტო, საით წავა ეს პროექტი და დანარჩენებთან გამოვა უხერხულად. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test