შემოგვიერთდი

05.09.2013 09:26

კახა ბაინდურაშვილის გეგმები მედია ბიზნესში - ინტერვიუ TV3-ის დირექტორთან

ნატა ძველიშვილი
ინტერვიუ
კახა ბაინდურაშვილი (photo: )

ქართულ მედიაბაზარზე ახალი მოთამაშე მიმდინარე წლის გაზაფხულზე გამოჩნდა. ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა და სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა და მისმა პარტნიორებმა ჯერ გაზეთი Commercial Times შეიძინეს, შემდეგ - საინფორმაციო სააგენტო, იყიდეს TV 3 და ბოლოს რადიომაუწყებლობის სიხშირეც მიიღეს. ჰოლდინგში შემავალ ყველა გამოცემას ერთი მთავარი ფოკუსი აქვს - ბიზნესი და ეკონომიკა.

TV3-ის მფლობელები არიან კახა ბაინდურაშვილი (9 პროცენტი),  სავაჭრო სამრეწველო პალატის პირველი ვიცე პრეზიდენტი ლაშა ჩხენკელი (30 პროცენტი), ბიზნესმენი დავით მჟავია (51 პროცენტი) და ლალი ეგაძე (10 პროცენტი). რატომ დაინტერესდნენ მედიის სფეროთი, რა სიახლეებია TV3 -ის ეთერში დაგეგმილი და როგორ ფინანსდება ტელევიზია, ამ საკითხებზე Media.Ge კახა ბაინდურაშვილს ესაუბრა.

- რატომ დაინტერესდით მედიით და რატომ გადაწვიტეთ ამ ბიზნესში მოსვლა?

- დიდხანს ვიყავი დაინტერესებული მედია ბიზნესით. ორი ნაწილისგან შედგება ჩემი მოტივაცია - ერთი ისაა, რომ შედარებით განსხვავებული ბიზნესია, უფრო კრეატიული, მუდმივად ახალს ქმნი. ზოგადად ასეთი ტიპის საქმიანობა მიზიდავს. გარდა ამისა, ჩემი პირველი სამუშაო მედია იყო და  გარკვეული ნოსტალგია მქონდა.

თავიდან გაზეთზე ვმსჯელობდით, შემდეგ დავფიქრდით ტელევიზიაზე. ხარჯებისა და შემოსავლების გააანალიზების შემდეგ ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა გაგევეკეთბინა სპეციალიზირებული ტელევიზია, რომელიც საქართველოში არ იყო, რამაც ჩემი აზრით, გაამართლა. არ გაგვიკეთებია პრომო აქციები და სულ რაღაც ორი თვის ჩართულები ვართ ბაზარზე, ამ ფონზე კი საკმაოდ ბევრი მაყურებელი გვყავს.

-TV3 რატომ შეარჩიეთ?

- ვიცოდით, რომ იყიდებოდა და დავუკავშირდით.

- თქვენ ახლა ფლობთ გაზეთს, სააგენტოს, მიიღეთ რადიოს მაუყწყებლობის ლიცენზია, აპირებთ კიდევ რაიმე მედიასაშუალბის შესყიდვას?

- ბიზნესი სტაბილურია მაშინ, როდესაც ის არის დივერსიფიცირებული, როდესაც რეკლამის დამკვეთს შეგიძლია შესთავაზო მრავალფეროვანი არჩევანი. თუ უცხოურ პრაქტიკას გადავხედავთ, მედია ბიზნესი ჰორიზონტალურად ვითარდება, ანუ არც ერთი კორპორაცია არ არის წარმატებული მხოლოდ ტელევიზიით, რადიოთი, ან ბეჭდვითი მედიით. როგორც წესი, ეს ყველაფერი გაერთიანებულია ერთ ჰოლდინგში.  ამით ხარჯების მინიმიზაციასაც ახდენ.

მართლია, ტელევიზია საზოაგადოებაში პენეტრაციიის დონით პირველ ადგილზეა, მაგრამ ყველა მედია ინსტრუმენტს თავისი მომხმარებელი ჰყავს და ერთი ინსტრუმენტით ყველა ტიპის ადამიანს ვერ გადაფარავ. ამიტომ თავიდანვე კონცეპტუალურად  გვქონდა განსაზღვრული, რომ მხოლოდ ტელევიზია არ იქნებოდა და სხვა მედიასაშუალებებიც გვექნებოდა.

ახლა გვაქვს ინგლისურენოვანი Commercial Times, ქართულენოვანი „მონიტორი“, ასევე ინგლისურენოვანი Commercial News Agency და ქართული „მონიტორ ინფო“, ასევე ტელეკომპანია TV3. ყველა მათგანი ბიზნესსა და ეკონომიკაზეა ორიენტირებული. რადიოც ამ თემატიკაზე იქნება, მაგრამ აქ უფრო შერეული ტიპის გადაცემები მომზადდება. ზოგადი საინფორმაციო საგანმანათლებლო პროგრამებიც მრავალად იქნება წარმოდგენილი. თითოეულ პლატფორმას დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა ექნება.

- ტელევიზიაში კადრების შერჩევის პროცესი უკვე დასრულებულია?

- ძირითადი ნაწილი უკვე დაკოპლექტებულია. დაახლოებით 25 პროგრამა უკვე მომზადებულია. საინფორმაციო გამოშვება სრული დატვირთვით მუშაობს და მალე  გადავა სტუდიურ რეჟიმზე. თუმცა ტელევიზიაში დაკომპლექტება არასდროს სრულდება. კადრების შედინება გადინება ყოველთვის მაღალია, ახალი გადაცემები იწყება, ნაწილი იხურება, ცოცხალი პროცესია.

- კადრების შერჩევისას აქცენტს რაზე აკეთებთ, რა პრინციპით ხელმღვანელობდით?

- მთავრი პრინციპი ისაა, რომ გვინდოდა ეკონომიკასა და ბიზნესზე ჰქონოდათ რაღაც ტიპის ცოდნა. ამ მხრივ არჩევანი მცირეა საქართველოში.

- საზოგადოებაში საუბრობდნენ, რომ TV3 კოპლექტდებოდა იმედის”,  რეალტივის იმ სახეებით, ვისაც ხშირად აკრიტიკებდნენ არაეთიკური სტადარტებით მუშაობის გამო.

- მე ასეთი საუბარი არავისგან გამიგია. ძალიან არ მიყვარს ჟურნალსიტების რაანჟირება და დაყოფა.  ჟურნალისტი, ჩემი აზრით, ჟურნალისტია და მას პროფესიული ეთიკა ყოველთვის გააჩნია. სტანდარტებით მუშაობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამას დიდ ყურადღებას ვაქცევ. ჩვენთან ჟურნალისტები ძირითადად სააგენტოებიდან და რადიოდან მოვიდნენ. „რეალ ტივიში“ ეკონომიკაზე საერთოდ არაფერი არ იყო, ანუ ის მთავარი ნიუანსი - ბიზნესის ცოდნა,  მათ არ ჰქონდათ, შესაბამისად, ვერც ავიყვანდით.

- საინფორმაციო სამსახურს ვინ ხელმძღვანელობს?

- მაია ბურჭულაშვილია ამ პოზიციაზე უკვე ორ თვეზე მეტია.

- საინფორმაციო სამსახურის მთავარი პრიორიტეტი რა იქნება?

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test