შემოგვიერთდი

05.09.2013 09:26

კახა ბაინდურაშვილის გეგმები მედია ბიზნესში - ინტერვიუ TV3-ის დირექტორთან

ნატა ძველიშვილი
ინტერვიუ

***

TV3 შენობა

- ჩვენი მაყურებელი არ არის მხოლოდ ბიზნესმენი, პირიქთი ჩვენ ვცდილობთ, რომ ბიზნესისა და ეკონომიკის  საკითხები გასაგები ენით გადავცეთ. მათი ყოველდღიური ცხოვრება არის ეკონომიკა  და ბიზნესი, მიუხედავად იმისა, ეს ადამიანი რა დოზით არის ჩართული მასში.

გავაკეთეთ ინგლისური და რუსულენოვანი გადაცემა, რაც არ იყო საქართველოში სატელევიზიო სივცრეში. საქართველოში მცხოვრები უცხოელების დიდ ნაწილს ეკონომიკა და ბიზნესი აინტერესებს. აქცენტს ვაკეთბთ ისეთი ტიპის ნიუსებზე, რომელიც შეიძლება აინტერესებდეს ინვესტორს, როგორც საქართველოში მცხოვრებს, ისე მის ფარგლებს გარეთ.  

- ცნობილია, რომ თქვენს ეთერში იქნება ინგა გრიგოლიას ტოქ შოუ, გარდა ამისა, რა პროექტებს გეგმავთ?

- უკვე გადაწყვეტილია, რომ სამ საათში ერთხელ იქნება საიფორმაციო გამოშვება სტუდიური სახით, ხოლო საათში ერთხელ კოლაჟი გავა. ინგა გრიგოლია იქნება კვირში 5-ჯერ სამუშაო დღეებში. გვაქვს საზოგადოებრივ-საგანამათლებლო პროგრამები. ერთერთია სოფლის მეურნეობის შესახებ გადაცემა  „ბეღელი“, რითაც პრაქტიკულად ყველა რიაონის მოცვას ვაპირებთ. რა კულტურებია განვითარებული, რა მდგომარეობაა ამ მხრივ.  ორი საგამოძიებო ტიპის გადაცემა ჩაეშვება. ერთია ლიკა ბასიალია-შავგულიძის „ახლო ხედით“, მეორეა გადაცემა „სისტემა“, რომლის ავტორია დალი სადათიერაშვილი.

მთლიანობაში, ამ წუთას მომზადების სხვადასხვა ეტაპზეა 33 პროგრამა. სადღაც 10-15 გადაცემა იქნება, რაც მუდმივად იმუშავებს. გაცილებით ნაკლებ აქცენტს ვაკეთებთ არაქართულ პროდუქციაზე, პროგრამების დიდი ნაწილი ადგილობრივი რესურსით იქნება მომზადებული.

- ახალი გადაცემები რა პერიოდიდან გავა ეთერში?

- 16 სექტემბრიდან.

- „პირველ  სტერეოსთან“ და მის დამფუძნებლებთან გაქვთ მოლაპარაკება TV3-ის რეტრანსლირებასთან დაკავშირებით?

- აჟამად ვართ თურქსატზე და მაგთისატზე, თითქმის ყველა საკაბელო ოპერატორის ქსელშია ჩართული და რაიონული ტელევიზიების გადამცემების საშუალებით ვფარავთ რეგიონებს, რესივერები გვიყენია. პრიორიტეტი სატელიტურ მაუწყებლობას მივანიჭეთ. დეციმეტრულ გავრცელებაზე გვქონდა მოლაპარაკებები „პირველ სტერეოსთან“. ამ ეტპაზე, როდესაც საცდელი მაუწყებლობით გავდივართ, არაფერში არ გვჭირდებოდა და თავი შევიკავეთ, ხვალ და ზეგ ვნახოთ.

- რადიოსიხშირის მისაღებად გამართულ კონკურსში თქვენი კონკურენტი „ჰერეთი“ იყო, რომელიც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ თქვენს სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.

- კომენტარს ვერ გავაკეთებ. ყველა კონცეფცია აიტვირთა საიტზე, ნებისმიერს შეუძლია წაიკთხოს და გამოიტანოს საკუთარი დასკვნები. ფარული პაკეტი არაფერი ყოფილა. თავიდანვე ჩვენი კონკურენტები ძალიან არაკორექტულ განცხადებებს აკეთებდნენ მანამ, სანამ რაიმე განხილვა დაიწყებოდა, ამიტომ ორ ძალიან სანდო ორგანიზაციას „სტუდია მონიტორს“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ვთხოვეთ, რომ პროცესს დასწრებოდნენ.

- ტელეკომპანია ამჟამად რა რესურსით ფინანსდება?

- დამფუძნებლების კაპიტალისგან. ასეთი ტიპის ტელევიზიის აგება, როდესაც ხარჯს უფრთხლდები, არ არის ასტრონომიულ ციფრებთან დაკავშირებული. ყველა მოწილე თავის შესაბამის წილს დებს ტელევიზიის განვითარებაში.

ძალიან კარგი ცვლილება შევიდა კანონმდებლობაში ტელევიზიების მფლობელებთან დაკავშირებით. ჩვენ ისედაც ვაპირებდით, რომ გამოგვექვეყნებინა ტელევიზიის როგორც ხარჯვითი, ისე შემოსავლების ნაწილი. ამ ცვლილების შემდეგ ყველა ნახავს ვინ რა  თანხით აფინანსებს ტელევიზიებს.  

- საუბრობდნენ თქვენი და დანარჩენი დამფუძნებლების შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კავშირზეც.

- ცოტა სასაცილო სიტუაციაა. გავყვეთ ლოგიკას, ხომ არ შეიძლება იყო „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“ და ღარიბაშვილთანაც?  რაღაც არჩევანი ხომ უნდა გააკეთო? იმდენად ურთიერთგამომრციხავი ისტორიებია, ბუნებაში ვერ იქნება.  ამ ქვეყანაში მეგობრობას ვერავის დაუშლი, ამ მხრივ თუ ვინმე რამეზე მსჯელობს, არ ვიცი.

მე ერთი, რაც შემიძლია გავიგო იმ ადამიანების, ვინც ამაზე ჭორაობს, ისაა, რომ აქ განთავსებული ტელევიზია [რეალ ტივი] კარგი რეპიუტაციით არ სარგებლობდა. დამერწმუნეთ,  ტექნიკის 30 პროცენტის გარდა, არაფერი არ არის დარჩენილი იმ ტელევიზიისგან, რაც ჩვენ შევიძინეთ.  

- რა პერიოდიდან ფიქრობთ, რომ ტელევიზია მომგებიანი გახდება?

მე ვფიქრობ, რომ  შემოსავალი ხარჯებს დაახლოებით მომდევნო წლიდან გადაფარავს. ოპტიმისუტრად რომ გითხრათ, ტელეკომპანია ერთი წლის თავზე უკვე მომგებიანი იქნება, პესმისტურად - ეს დაახლოებით 2 წლის შემდეგ მოხდება ეს  იმ პირობებში, რომ TV3 შეინარჩუნებს ახლა აღებულ ნიშას. სხვა შემთხვევაში ეს რთული იქნება, რადგან მაღალი კონკურენციაა და სარეკლამო ბაზარი მწირია.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქცენტი გადაცემის სპონსორებზე ავიღოთ. ვინაიდან ბიზნესისთვის საინტერესო ტიპის გადაცემებს ვთავაზობთ, ვფიქრობთ, რომ უფრო მეტად სწორედ აქედან იქნება შემოსავალი.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test