შემოგვიერთდი

09.09.2013 09:26

მედიასაშუალებებზე ზეწოლა საფრთხეს შეუქმნის სიტყვისა და არჩევნების თავისუფლების ხარისხს - ზურაბ ხარატიშვილი

"კავკასპრესი"
მედია მედიის შესახებ

ზურაბ ხარატიშვილი

8 სექტემბერს პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ხარატიშვილმა ხელისუფლების მხრიდან რამდენიმე მედიასაშუალებაზე განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა. მან ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მედიასაშუალებებზე ზეწოლა საფრთხის წინაშე დააყენებს სიტყვისა და არჩევნების თავისუფლების ხარისხს.

„ცოტა ხნის წინ „მაესტროს“ დამფუძნებელმა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე განცხადება გააკეთა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კი „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაიბარა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ საჯაროდ განაცხადა, შსს–სწარმომადგენლის მხრიდან მასზე უხეში ფორმით ზეწოლის შესახებ, თუმცა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნაცვლად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტი საგანგაშოდ მიეჩნია, საბჭოს თავმჯდომარე პარლამენტში დაიბარა“,  – აღნიშნა ხარატიშვილმა. მისი თქმით, აღნიშნული ქმედება პარლამენტის უფლებამოსილების ფარგლებს სცილდება და ერთმნიშვნელოვნად განიხილება, როგორც ხელისუფლების ზეწოლა საზოგადოებრივ მაუწყებელზე.

ხარატიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატებს, საზოგადოებრივ ჯგუფებსა და მედიის ადვოკატირებით დაკავებულ ორგანიზაციებს ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციების დაფიქსირებისკენ მოუწოდა.

ზურაბ ხარატიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრია.

წყარო: საინფორმაციო სააგენტო "კავკასპრესი"

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test