შემოგვიერთდი

13.09.2013 12:14

16 სექტქმბერს თბილისის საქალაქო სასამართლო „ტაბულას“ ჟურნალისტის საქმეს განიხილავს

მედია მედიის შესახებ

„ტაბულას“ ცნობით, 16 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, „ტაბულას“ ჟურნალისტის, გიორგი სიხარულიძის საქმესთან დაკავშირებით, მოსამზადებელი სხდომა გაიმართება. საქმე ეხება საპატრულო პოლიციის მიერ გიორგი სიხარულიძის გაჩხრეკას, გადაღებული ვიდეომასალის წაშლას და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას.

„ტაბულას“ ცნობით, გიორგი სიხარულიძე 24 აგვისტოს, დაახლოებით 20:15 წუთზე, კოსტავას ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის რეიდს იღებდა, როდესაც პოლიციის თანამშრომლებმა მანქანიდან ჩამოსვეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და გადაღებული მასალა მობილური ტელეფონიდან წაუშალეს, რის საფუძველზეც სიხარულიძემ საქალაქო სასამართლოში შსს-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

„მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მისი შეჩერება, ზედაპირული შემოწმება და ავტომობილის ჩხრეკა მოხდა უკანონოდ და დაუსაბუთებლად, რისთვისაც, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მუხლი 9 (პრიმა) (შეჩერება და ზედაპირული შემოწმება), პუნქტი 5 შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, ფულად კომპენსაციას მოითხოვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საკითხზე ჩატარდა მოკვლევა და პოლიციელების მხრიდან კანონდარღვევა არ დადასტურდა. აღსანიშნავია, რომ მოკვლევისას შსს არ დაკავშირებია დაზარალებულ გიორგი სიხარულიძეს“, - აღნიშნულია „ტაბულას“ მიერ გავრცელებულ მასალაში.

სასამართლოს სხდომა 16 საათსა და 45 წუთზეა ჩანიშნული. მოსამართლე ილონა თოდუა იქნება. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test