შემოგვიერთდი

24.09.2013 13:56

პრეზენტაციები და დისკუსიები მრგვალ მაგიდასთან IFA 2013-ზე: „Ultra HD (4K) აღსავსეა რეალისტური შესაძლებლობებით“

ციფრული მაუწყებლობა

Digital

ულტრა მაღალი სიმკვეთრის - Ultra HD (4K) ახალი თაობის ციფრული ტელევიზიის სტანდარტი გვევლინება „მაღალი სიმკვეთრის ტელევიზიის - HDTV-ს რეალისტურ გაუმჯობესებად, რომელიც ყველა მხარეს უამრავ შესაძლებლობას თავაზობს“. -  ეს გახლავთ მთავარი გზავნილი მრავალი პრეზენტაციისა და მრგვალ მაგიდასთან შემდგარი დისკუსიისა, რომელიც ბერლინში 2013 წელს „ტექ ვოჩ“-ის  (TecWatch) ფორუმზე გაიმართა.

თემაზე „Ultra HD (4K) – მოგონილი თუ რეალისტური სცენარი?“  7 სექტემბერს მრგვალ მაგიდასთან გამართული დისკუსიის დროს სტუმრად მყოფი 120 სპეციალისტი შეუერთდა ექსპერტებს შემდეგი ორგანიზაციებიდან: ASTRA, გერმანიის სატელევიზიო პლატფორმა, ფაუნჰოფერის ჰაინრიხ ჰერტცის ინსტიტუტი, „ჰარმონიკ“,  „სქაი დოიჩლანდ“, „სონი“   „ტექნიქოლორი“.  

შესავალი სიტყვა „ტექ ვოჩ“ ფორუმის გასახსნელად დოქტორმა ჰელმუტ შტაინმა წარმოთქვა. მან, როგორც „გერმანიის სატელევიზიო პლატფორმის“ მმართველობის წევრმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ Ultra HD (4K) ეკრანი წარმოადგენს არსებულთაგან საუკეთესო პროდუქტს მაღალი სიმკვეთრის სურათებისა და ვიდეოების საჩვენებლად.

 „ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ერთერთი პირველთაგანნი  ვახდენთ მაღალი სიმკვეთრის მედია ინტერფეისი 2.0 ტექნოლოგიის დემონსტრირებას ულტრა მაღალი სიხშირის (4K) სტენდზე „სონის“ სტენდთან ერთად, რომელიც გვაჩვენებს 4K-60p-ს ისეთი სპორტული შინაარსით, როგორიცაა ფიფას კონფედერაციის თასი ბრაზილიაში 2013 წელს და უიმბლდონი 2013. შესაძლებელია „სონის“ ყველა 4K ტელევიზორის უახლეს, მაღალი სიმკვეთრის მედია ინტერფეისი 2.0 სტანდარტებამდე გაუმჯობესება და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ სამომავლო მიმართულება 4K-50p/60p-საკენ მიმდინარე წლის ბოლოსათვის გამოჩნდება.“

„სქაი დოიჩლანდის“ ინოვაციებისა და სტანდარტების განყოფილების ხელმღვანელმა, სტეფან ჰაიმბეხერმა დასძინა: „ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ გვაქვს საშუალება, წარმოგიდგინოთ Ultra HD 50p-ს სპორტული შინაარსის პოტენციალი IFA-ს გამოფენაზე, ჩვენი და ჩვენი პარტნიორის, „სონის“ საერთო  Ultra HD (4K) სტენდზე. ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად Ultra HD სამაუწყებლო გარემოს განვითარების დასაჩქარებლად ევროპაში.“

„ჩვენ, როგორც წამყვანი თანამგზავრული პლატფორმა, უკვე ვთავაზობთ Ultra HD სამაუწყებლო გარემოსათვის საჭირო საფუძველს“ - განაცხადა თავის პრეზენტაციაში ტომას ვრედემ,  კომპანია SES-ის მიმღები სისტემების ვიცეპრეზიდენტმა: „ჩვენ გავუშვით ეს სადემონსტრაციო არხი მაღალეფექტური ვიდეო კოდირების (HEVC) Ultra HD -ის შინაარსით 2013 წლის აპრილში და ახლახან დავამატეთ მეორე არხი  მაღალეფექტური ვიდეო კოდირების მასალით, მაღალი სიხშირის კადრებით, რათა მიგვეწოდებინა ჩვენი პარტნიორებისათვის საორიენტაციო სიგნალები მათი აღჭურვილობის განვითარებისათვის. თანამგზავრი, მისი ყოვლისმომცველი დაფარვით, მაღალი სანდოობითა და გამტარი ზოლით გვევლინება ოპერატორის იდეალურ არჩევნად Ultra HD -ის მომსახურების ასამოქმედებლად.“

MPEG ფორმატის მაღალეფექტური ვიდეო კოდირების (ITU H.265) მნიშვნელოვანი როლი მაღალი სიმკვეთრის საქმეშიც და მის ფარგლებს გარეთაც ხაზგასმით აღინიშნა დოქტორ რალფ შეფერის მიერ (ფრაუნჰოფერის იმსტიტუტი/სამგანზომილებიანი (3D) ინოვაციების ცენტრი): „უკეთესი შეკუმშვის გარეშე მომავალი თაობის ციფრული ტელევიზიას ვერ ექნება რეალისტური კომერციული პერსპექტივა. Ultra HD (4K) ასევე დააჩქარებს სამგანზომილებიანი ტელევიზიის განვითარებას სტერეოსკოპულიდან უსათვალო სამგანზობილებიანი ტელევიზიისაკენ მიმავალ გზაზე. არ არსებობს კონკურენცია Ultra HD და სამგანზომილებიან ტექნოლოგიებს შორის - მათ ერთმანეთი ესაჭიროებათ მომხმარებლისათვის სამომავლოდ უფრო სრული ვიზუალური შეგრძნების შესათავაზებლად.“

სტეფან მაიერმა, მსოფლიო მაუწყებლობის მომსახურების სპეციალისტმა „ჰარმონიკიდან“ (Harmonic), აღნიშნა: „პარტნიორულ თანამშრობლობას IFA-ზე გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია არა მხოლოდ მაღალხარისხოვანი კოდირების მნიშვნელობის დემონსტრირებისათვის, არამედ რეალური მსოფლიო მაუწყებლობის სცენარში ულტრა მაღალი სიხშირის სრული პოტენციალის საჩვენებლად. მართალია, მრავალი ინფრასტრუქტურული და სამუშაო პროცესთან დაკავშირებული საკითხი იქნა განხილული ბოლო მიღწევების პერსპექტივიდან, მაგრამ ამ სხდომამ მოგვცა შესაძლებლობა ჯანსაღი დისკუსიებისა 4K-ს წინსვლასთან დაკავშირებით უბრალო სიმკვეთრიდან მაღალი სიმკვეთრის სრული მახასიათებლებისაკენ მიმავალ გზაზე.“

მრგვალ მაგიდასთან გამართულ დისკუსიაში თემაზე „Ultra HD (4K) – გამონაგონი თუ რეალისტური სცენარი?“, კარსტენ ენგელკემ საკაბელო ასოციაციიდან ANGA თქვა: ANGA/DVB სტენდი ასახავს ინფრასტრუქტურებს  შორის ინტენსიურ თანამშრომლობას ლოზუნგით: ულტრა მაღალი სიმკვეთრის ტექნოლოგიები მომხმარებლის სამსახურში. „ციფრული ვიდეო მაუწყებლობის (DVB) სატრანსლაციო სტანდარტების მეორე თაობა (DVB-C2, DVB-S2), კოდირების ახალი სტანდარტი HEVC და HDMI 2.0 ინტერფეისი წარმოადგენენ მნიშვნელოვან საშენ მასალას ულტრა მაღალი სიხშირის ეფექტური და მოქნილი ტრანსლაციისათვის“-განაცხადა ენგელკემ: „ამ ახალი ტექნოლოგიების ხსენებული კომბინაცია შესაძლებლობას მისცემს საკაბელო მომხმარებელს, შეიძინოს სრულიად ახალი სატელევიზიო გამოცდილება ახალი ულტრა მაღალი სიმკვეთრის სახით.“

„ტექ-ვოჩ“-ის საგამოფენო უბანი (დარბაზი 11.1), სტენდი 15 (დარბაზის ცენტრში). ორგანიზაციების ASTRA, German TV Platform, Fraunhofer HHI, Harmonic, Sky Deutschland და Sony-ს, როგორც პარტნიორების, ერთობლივი ძალისხმევა წარმოდგენილი იქნება ოთხ საპრეზენტაციო უბანზე:

საინფორმაციო და „საშინაო გართობის“ უბანზე წარმოდგენილია მაღალი სიმკვეთრის (4K) მიმოხილვა და უახლესი ინფორმაცია, მათ შორის ოფიციალური საინფორმაციო კრებული „მაღალი სიმკვეთრის მიღმა“ და ასევე დეტალები საპროექტო ჯგუფის შესახებ. სტუმრებს ასევე საშუალება აქვთ, შეიგრძნონ  მაღალი სიმკვეთრის (4K) უმაღლესი ხარისხი საშინაო გართობის სხვადასხვა სცენარის მიხედვით - უძრავი გამოსახულებებიდან სპორტული შინაარსის 60p-მდე ლოზუნგით „მომავალი არის დღეს.“

„ულტრა მაღალი სიმკვეთრე (4K) ხვდება სამ განზომილებას“ ხაზს უსვამს იმას, თუ რა სარგებელს მიიღებს სამგანზომილებიანი ტექნოლოგიები უმაღლესი სიმკვეთრისაგან, რომელსაც მას Ultra HD (4K) თავაზობს.

 „თანამგზავრული ტრანლაცია და მიღება (მაღალეფექტური ვიდეო კოდირება)“ უბანზე პარტნიორები მოახდენენ იმის დემონსტრირებას, რომ დღესდღეობით არსებობს და ურთიერთთავსებადია ყველა ტექნოლოგია (სადემონსტრაციო არხის ჩათვლით), რომელიც საჭიროა ულტრა მაღალი სიმკვეთრის (4K) შინაარსის გადასაცემად თანამგზავრების მეშვეობით და მის საბოლოო მომხმარებელზე მისაწოდებლად .

„ახალი სატელევიზიო კონცეფციები“ გვთავაზობს შესაძლებლობას, შევიხედოთ პირდაპირი გადაცემების ულტრა მაღალი სიმკვეთრით წარმოსადგენ (4K) ახალ პროდუქტებთან დაკავშირებული იდეების შინა სამზარეულოში.


მასალა მომზადებულია სატელიტური ოპერატორის SES-ის მიერ

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test