შემოგვიერთდი

27.11.2013 18:37

კომპანია Apple-მა ებრაული ფირმა PrimeSense იყიდა

ალექსანდრე ქეშელაშვილი
ახალი მედია

კომპანია Apple-მა ებრაული ფირმა PrimeSense 350 მილიონ დოლარად შეიძინა. ხელშეკრულებაზე მომუშვე ერთ-ერთმა პირმა მედია საშუალებებს განუცხადა, რომ კომპანიებს შორის შეთანხმება, ჯერ კიდევ, გასულ კვირას შედგა, თუმცა მაშინ მათ ეს ინფორმაცია არ გაუხმაურებიათ.

კომპანია Apple-ის წარმომადგენელმა კრისტინ ჰიუჯეტმა გამოცემა Bloomberg-თან საუბარში თქვა, რომ Apple დროდადრო ყიდულობს შედარებით მცირე კომპანიებს და ეს უბრალოდ მორიგი შეთანხმებაა. „ამასთან, კომპანია საკუთრ გეგმებსა და მიზნებს, როგორც წესი, არ ასაჯაროებს“, - დასძენს კრისტინი.

PrimeSense-ის შეძენა Apple-ს სამომავლოდ სივრცული პროექტების განვითრების შესაძლებლობას მისცემს. PrimeSense ისეთ ტექნოლოგიებზე მუშობს, რომელიც სივრცეში საგნებსა და მათ მოძრაობებს აღიქვამს და თარგმნის ციფრულ მონაცემებად. კომპანიამ შექმნა ტექნოლოგია, რომელიც სენსორების საშუალებით მობილური ტელეფონის 3D კამერისთვის აღიქვამს სიღრმეს. PrimeSense-ის ეს ტექნოლოგია  მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს, ვთქვათ, შენობებში ნავიგაციისა და 3D შოპინგის აპლიკაციები. მაგალითად, დივანის შეძენისას ადამიანებს არ მოუწევთ ზედმეტი აზომვითი სამუშაოების ჩატარება, შერჩეულ დივანს საკუთრ ოთახს ისინი უკვე ციფრულად მოარგებენ.

Apple-მა კომპანია PrimeSense-ის შესყიდვა, როგორც ჩანს,  პროექტ Cupertino-ს ფარგლებში გადაწყვიტა. კალიფრონიის ამავე სახელწოდების ქალაქში დაფუძნებულ კამპუსში, Apple იმ სხვადასხვა წვრილ კომპანიებს აერთიანებს, რომლებიც სამომავლო პროექტებზე მუშობენ. Apple-მა წელს უკვე შეიძინა ერთ-ერთი მცირე ზომის კომპანია Passif Semiconductor , 2010-ში Apple-მა ასევე შეიძინა სამომავლო პორექტებზე მომუშავე ფირმა Intrinsity, 2008 წელს კი, კომპანია  P.A. Semi.  Apple-მა გასულ წელს, ებრაული ფირმა Anobit-იც იყიდა, რათა საკუთრი flash მეხსიერების ტექნოლოგია განევითარებინა.

 

მასალა მომზადებული გამოცემა Bloomberg-ზე დაყრდნობით.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test