შემოგვიერთდი

13.01.2014 14:54

ტელეკომპანია „გურია“ -მ GMPP პროგრამის ფარგლებში სოციალური პროექტები დაიწყო

ალექსანდრე ქეშელაშვილი
ახლო ხედით

ტელეკომპანია გურია

ტელეკომპანია „გურია“  საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამის (GMPP) ერთ-ერთი გამარჯვებულია, რომელსაც აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის დაფინანსებით ორგანიზაცია IREX ახორციელებს.  პროექტის ფარგლებში ქართულ და ამერიკულ ტელევიზიებს შორის დაიწყო თანამშრომლობა. ტელეკომპანია გურიას პარტნიორი ამერიკული ტელეარხი 13 abc იყო. პროგრამის მიმდინარეობისას ტელეკომპანიების თანამშრომლებს შორის რამდენჯერმე შედგა გაცვლითი შეხვედრები.

ტელეკომპანია „გურია“ 23 წელია, რაც არსებობს და საინფორმაციო-ანალტიკური არხია. ტელკომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ავთო გველებიანის თქმით, მათ ჰქონდათ სხვადასხვა სახის გადაცემებიც: ყოველკვირეული კულინარიული შოუ,  ახლაგაზრდული გადაცემა - sms შოუ  და ტოქ შოუ.  თუმცა, GMPP პროგრამამ ბევრი რამე შეცვალა ტელევიზიის მუშაობაში.

„ამერიკული და ქართული რეგიონული მაუწყებლობის მუშობის პრინციპები ერთმანეთს ძალიან ჰგავს. მე ვყოფილვარ ევროპის რამდენიმე ქვეყანაშიც და მათი მუშაობის პრინციპი რადიკალურად განსხვავებულია. ამიტომაც, კარგია, რომ პროექტის ფარგლებში ჩვენი პარტნიორი ამერიკული ტელევიზია უნდა ყოფილიყო, რადგნაც მათი გამოცდილება ბევრ რამის უკეთესად წარმართვაში დაგვეხმარა“, - ამბობს ავთო გველებიანი Media.Ge-თან საუბარში.

GMPP პროგრამის ფარგლებში ტელევიზია „გურია“-დან აშშ-ში გაემგზავრნენ ქართული მაუწყებლის თანამშრომლები. ისინი ადგილზე გაეცნენ ამერიკული ტელევიზიის მუშაობას, გაიარეს ტრენინგები ახალი მედიის, ნიუსრუმის დაგეგმვის, სოციალური მედიის გამოყენებასა და ტელევიზიისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებში.

13 abc-ის ერთ-ერთი მთავარი რჩევა ავთო გველებიანის თქმით იყო ის, რომ ტელევიზია მაყურებელთან ახლოს უნდა იყოს, ამიტომ „გურიაში“ ახალი რუბრიკა „თქვენი ობიექტივი“ მოამზადეს.

„გავდიოდით ქალაქში და მაყურებელს ვაცნობდით უბრალო ადამიანებს. პროექტი საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა. მაგალითად, გვქონდა სიუჟეტი ერთ მოხუცებულ მარტოხელა ადამიანზე, ვინც შვილიშვილს ურიკაზე ზრდიდა. ბავშვის გაჭირვება ინტერნეტ მომხარებელთა ძალიან დიდმა ნაწილმა გულთან მიიტანა და დაეხმარა“, - ამბობს Media.Ge-თან საუბარში ტელევიზია „გურია“-ს აღმასრულებელი დირექტორი ავთო გველებიანი.

გველებიანის აზრით, 13 abc-ის მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვან ასპექტს მათი სოციალური პროექტები წარმოადგენს, რადგან რეგიონებში მაყურებელთან ხშირი კონტაქტი აუცილებელია, მით უმეტეს, როცა ტექნიკური შესაძლებლობები გაცილებით დიდი აქვთ ცენტრალურ მაუწყებლებს. სწორედ ამიტომ, სოციალური პროექტების განხორციელება გურიის ტელევიზიამაც დაიწყო, ამბობს Media.Ge-თან საუბარში ავთო გველებიანი:

„იქაურ ტელევიზიაში სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის აგროვებდნენ სათამაშოებს, მათი ტელევიზია სხვადასხვა სოციალურ პროექტებს უწევს ორგანზიებას და ჩვენ ვცდილობთ, გურიაშიც დავნერგოთ ეს პრაქტიკა. მსგავსი პროექტი ერთხელ უკვე გავაკეთეთ და საკმაოდ წარმატებულიც აღმოჩნდა.“

ქართულ მაუწყებელს ამერიკელი პატრნიორები ვიზუალური მხარის გაუმჯობესებაშიც დაეხმარნენ. დღეს ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვება პარტნიორების მიერ შექმნილი ახალი „ქუდით“, ტიტრებით და გაფორმებით გადის. ამერიკელები „გურია“-ს ახალი ტექნიკითაც დაეხმარნენ.

GMPP პროგრამის ცალკე ნაწილი ეთმობოდა ტრენინგებს მენეჯმენტში. პროექტი მიზნად ისახავდა გაყიდვების წარმართვისა და სპონსორების მოზიდვის ეფექტურობის გაზრდასაც. ავთო გველებიანის აზრით, პროექტმა ამ კუთხითაც მოუტანა ტელევიზიას სარგებელი, თუმცა, ტელევიზიისთვის ფინანსური მხარე კვლავ გამოწვევაა. Media.Ge-თან ინტერვიუში გველებიანი ამბობს,  ტელევიზია „გურია“ დამოუკიდებელი მედიასაშუალებაა და მათი ბიუჯეტი დამოკიდებულია სარეკლამო შემოსავლებზე, გურიის რეგიონში კი ადგილობრივი წარმოება ან ბიზნესი განვითარებული არ არის.

„ჩვენ არ გვაქვს ეთერში სამგლოვიარო გაცხადებები, რითაც იღებენ შემოსავლის სოლიდურ ნაწილს სხვა რეგიონული მედიასაშუალებები. არ ვიღებთ დაკვეთებს საჯარო სამსახურებისგან, ჩვენ ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიღებული გვაქვს სულ 20 ლარი. ამის გამო ტელევიზიის შემოსავალი საკმაოდ მცირეა. ჩვენ შემოსავლებს, ძირითადად, არასამთავრობო ორგანიზაციების გრანტები და რეკლამა ავსებს. რეკლამებს კი, ძირითადად, დიდი კომპანიები უკვეთავენ, რადგან ადგილობრივი ბიზნესი არც ისე წარმატებულია, არადა რეგიონულ ტელევიზიის განვითარებაზე სარკულად აისახება ადგილობრივი ბიზნესის მდგომარეობა“.

ტელევიზიაში ფინანსების ნაკლებობაა და შიშით ელოდებიან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასაც, რომელიც 2015 წელს უნდა განხორციელდეს. ავთო გველებიანის თქმით, ციფრული მაუწყებლობისთვის მომზადება დამატებით რესურსებს მოითხოვს.

თუმცა ტელეკომპანია „გურია“ 2014 წლის იანვრიდან შემცირებული თანამშრომლებით განაგრძობს მუშაობას. ტელევიზიაში კადრების ოპტიმიზაციის შედეგად 2014 წლის იანვრიდან 7 თანამშრომელი დაითხოვეს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test