შემოგვიერთდი

07.02.2014 11:59

მთავრობამ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგია დაამტკიცა

ნატა ძველიშვილი

გახდი ციფრული

საქართველოს მთავრობამ 7 თებერვალს მიღებული განკარგულებით ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგია დაამტკიცა. რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ სახელმწიფომ გაწერა ის ძირითადი ხედვები, თუ როგორ უნდა წარიმართოს პროცესი. დოკუმენტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დახმარებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით შეიქმნა.

სტრატეგიის დოკუმენტი ამჟამად ხელმისაწვდომი არ არის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, თეა ბოლქვაძის განცხადებით, მომდევნო კვირაში სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართება და დაინეტრესებული პირები დაგეგმილი პროცესის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ. 

მაუწყებლები ახლა სიგნალს ანალოგურად ავრცელებენ, სიხშირეების შეზღუდული რესურსის გამო საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) წევრი ქვეყნები 2006 წელს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლაზე შეთანმხდნენ. ბოლო ვადად 2015 წლის 17 ივნისი განისაზღვრა. სახელმწიფოების დიდი ნაწილი ციფრულ მაუწყებლობაზე უკვე გადასულია. საქართველოს კი სტრატეგიაში გაწერილი აქტივობებისთვის მხოლოდ წელიწადნახევარი აქვს დარჩენილი.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა კომპლექსური პროცესია, ამიტომ ცვლილება ბევრი მიმართულებით განხორციელდება. სტრატეგიის გასაჯაროებისთანავე Media.Ge ამ თემაზე მასალას უფრო დაწვრილებით შემოგთავაზებთ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test