შემოგვიერთდი

24.02.2014 16:04

„რუსთავი 2“ ახლა უფრო კრიტიკულია - ნიკა გვარამია

მედია მედიის შესახებ

ნიკა გვარამია

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ახლა უფრო კრიტიკულია ვიდრე გასული 9 წლის განმავლობაში იყო, - ამის შესახებ არხის გენერალურმა დირექტორმა გაზეთ „პრაიმტაიმს“ განუცხადა.

„მიუხედავად იმის, რომ პროსამთავრობო პოზიცია "რუსთავი 2"-ის, როგორც მედიის ლეგიტიმური არჩევანი იყო, მე იმ 9 წლის განმავალობაშიც და ამ 9 წლის განმავლობაშიც ტელევიზიას სხვანაირად ვხედავ. მგონია, რომ ის უნდა იყოს კრიტიკული“, - განაცხადა გვარამიამ 24 თებერვლის „პრაიმტაიმში“.

გაზეთში ნიკა გვარამიასთან ვრცელი ინტერვიუ დაიბეჭდა, სადაც „რუსთავი 2“-ის დირექტორი გამოცემას უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ანალოგიურის საქართველოში განვთარების შემთხვევაში ტელეკომპანიის პოზიციაზე ესაუბრა.

„თუ საქართველო მივა იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობაშიც არის უკრაინა, „რუსთავი 2“ იქნება ზეკრიტიკული. თუკი ასოცირების შეთანხმების ხელშეკრულება დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ - ეს იქნება ჩვენი სარედაქციო პოზიციის უმთავრესი წითელი ხაზის გადაკვეთა. ამას არანაირი კავშრი აქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ეს ჩვენი პოზიციიაა, როგორც მედიის“, - განაცხადა გვარამიამ.

იგი აღნიშნავს, რომ „რუსთავი 2“ არის მედია, რომელიც ყველაზე უკეთ და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გააშუქებს მსგავს მოვლენბს.

„არ შეიძლება, როგორი მომგებიანიც არ უნდა იყოს ვითარება, მედიამ თავი დააფიქსიროს, როგორც მხარემ და გახდეს, თუნდაც, „გამარჯვებული ხალხის ტელევიზია“, - დასძინა მან.

მისი თქმით, თუ საქართველოს დამოუკიდებლობისა და საბჭოთა კავშრში დაბრუნების საფრთხე შეექმნება „რუსთავი 2“ დადგება დამოუკიდებლობის სადარაჯოზე.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test