შემოგვიერთდი

21.05.2014 11:38

GNCC-მ ციფრულ მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად დაგეგმილ კონკურსთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხები გამოაქვეყნა

ნატა ძველიშვილი
ციფრული მაუწყებლობა

GNCC

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის უზრუნველსაყოფად ქსელის აგების კონკურსთან დაკავშირებით კომისიაში შესულ კითხვებზე პასუხები გამოაქვეყნა.

პოტენციურ კონკურსანტებს კომისიაში კონკურსთან დაკავშირებით კითხვების გაგზავნის ვადა 2014 წლის 18 მაისამდე ჰქონდათ. კითხვები კონკურსის ისეთ დეტალებს ეხებოდა, როგორიცაა წარსადგენი დოკუმენტაცია, ფინანსური გარანტიები, ქსელში დაშვების ტარიფები და სხვა ტექნიკური დეტალები.

კომისიამ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის უზრუნველსაყოფად ქსელის (მულტიპლექსი) აშენებისთვის კონკურსი მიმდინარე წლის 31 მარტს გამოაცხადა. მულტიპლექსის აშენების მსურველ პირებს განაცხადების მიღება 28 მაისს 19:00 საათამდე შეუძლიათ.

მოსამზადებელი საკონკურსო სხდომა, სადაც კონკურსში მონაწილე პირების დალუქული დოკუმენტაცია გაიხსნება,  2014 წლის 2 ივნისს 13:00 საათზე ჩატარდება. კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც კონკურსთან დაკავშირებით ყველა კონკურსანტს და დაინტერესებულ პირს საკუთარი მოსაზრებების და პოზიციების დაფიქსირების საშუალება მიეცემა, 2014 წლის 30 ივნისს 13:00 საათზე გაიმართება. უშუალოდ საკონკურსო სხდომა კი, სადაც გამარჯვებული კომპანია/კომპანიები გამოვლინდება, 2014  წლის 1 ივლისს  13:00 საათზე ჩატარდება.

კონკურსში მონაწილეობის სურვილი ამ ეტაპზე საჯაროდ მხოლოდ„რუსთავი 2“-მა და „სტერეო +“-მა გამოთქვეს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test