შემოგვიერთდი

21.06.2014 01:24

ASTRA 5B ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას, კავკასიის ჩათვლით, სამაუწყებლოდ ახალ ციფრულ სიგნალს მიაწვდის

Media Ge
ციფრული მაუწყებლობა

თანამგზავრულმა კომპანია SES-მა (კოტირდება პარიზის და ლუქსემბურგის Euronext–ისსაფონდო ბირჟაზე: SESG) კოსმოსში ახლადგაშვებული თანამგზავრიASTRA 5B საორბიტო პოზიციით 31.5 გრადუსზე აღმოსავლეთითგანათავსა. მისი სიგნალი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისქვეყნებს, აგრეთვე სამხრეთ კავკასიას დაფარავს. თანამგზავრი DTH (Direct-to-Home) და Direct-to-Cable მომსახურებას უზრუნველყოფს დამიწისზედა ციფრულ მაუწყებლობას კონკრეტულ ბაზრებს აწვდის.

თანამგზავრი ASTRA 5B  წარმატებულად გაეშვა კოსმოსში რაკეტამზიდAriane 5-ის ბორტზე ევროპული კოსმოდრომიდან (კურუ, საფრანგეთის გვიანა) ადგილობრივი დროით 22 მარტის 23:04 საათზე (23:04 CET; 18.04 EDT), საქართველოს დროით კი 23 მარტის  02:04 საათზე. კოსმოსურმახომალდმა  მას შემდეგ წარმატებულად შეასრულა რამდენიმესაორბიტო მანევრი.

ASTRA 5B  Airbus Defence და Space Systems–ის მიერ არისკონსტრუირებული ფრანგულ ტულუზაში, მაღალი დონის  Eurostar E3000 პლატფორმაზე. ASTRA 5B–მა ASTRA 1G შეცვალა საორბიტოპოზიციაზე  31.5 გრადუსი. კოსმოსური აპარატი ასევე აღჭურვილიასასარგებლო დატვირთვის L-დიაპაზონით ევროპულიგეოსტაციონალური სანავიგაციო დაფარვის სერვისისთვის (EGNOS). EGNOS-ი, რომელიც შემუშავებული იყო ევროკომისიითვის,მნიშვნელოვნად დაეხმარება ევროპის სანავიგაციო სიგნალებისშემოწმებასა და გაუმჯობესებაში და მიაწვდის ინფორმაციასმდებარეობის სიზუსტისა და სანდოობის შესახებ.

მარტინ ჰალიველი, SES–ის ტექნოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი: "ახალი სტრატეგიის მიხედვით, ASTRA 5B გაცილებითგააუმჯობესებს SES–ის თანამგზავრების მუშობას დსთ–ს ქვეყნებში,რუსეთში და ცენტრალურ ევროპაში. მისივე თქმით, ASTRA 5B–ისსაოპერაციო სისტემის ჩათვლით, დღეისთვის ევროპის ყველაზე დიდ სატელიტურ კომპანია SES–ს 1536 აქტიური თანამგზავრულიგადამცემი (ტრანსპონდერი) გააჩნია, 55 აქტიური კოსმოსურიხომალდი 37 საორბიტო სადგურზე."

ჰაკან ხიოდინი, SES-ის რეგიონალური გაყიდვების დირექტორი სკანდინავიაში, ბალტიისპირეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში: "მოხარულები ვართ, რომ დღეს აღვნიშნავთ კიდევ ერთი თანამგზავრის, ASTRA 5B-ს წარმატებით გაშვებასა და მის სწორ ორბიტულ მდებარეობაზე განთავსებას. ეს მეტად მნიშვნელოვანი ფაქტია რეგიონის ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით კი საქართველოსთვის, რადგანაც ეს ქვეყანა მომავალი წლის ზაფხულიდან გადადის ციფრულ მაუწყებლობაზე, მაუწყებლობა კი სწორედ თანამგზავრების მეშვეობით განხორციელდება.

ჩვენი ახალი თანამგზვრი ASTRA 5B მდებარეობს საორბიტოპოზიციით 31.5 გრადუსზე აღმოსავლეთით, ეს კი სწორედ ის პოზიციაა, რაც საქართველოს ესაჭიროება უმაღლესი ხარისხის ციფრული სიგნალის მისაღებად. ჩვენ წარმატებულად ვთანამშრომლობთ მაგთისატთან. წარმატებული თანამშრომლობა კი გამოიხატება იმაში, რომ მას 110 ათასზე მეტი მომხმარებელი ჰყავს ქვეყნის მასშტაბით (რეგიონული სირთულის მიუხედავად). ASTRA 5Bმთლიანად ფარავს იყო მაგთისატის მომხმარებელი ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ იღებდე ციფრულ სიგნალს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test