შემოგვიერთდი

03.07.2014 17:37

ინტერვიუ ფოთის „მე-9 ტალღის“ პარტნიორ 13abc-ის წარმომადგენლებთან

media.ge
ინტერვიუ

ფოთის ტელეკომპანია „მე-9 ტალღას“ ტოლედოს (შეერთებული შტატები, ოჰაიოს შტატი) ტელეკომპანია 13abc-ს თანამშრომლები აღმასრულებელი დირექტორი თამარა როსი და საინფორმაციო განყოფილების უფროსის მოადგილე, ენტონი ნობსი სტუმრობდნენ.

ისინი ქართველ კოლეგებს ერთი კვირის განმავლობაში გამოცდილებას უზიარებდნენ და პრაქტიკული კუთხითაც ეხმარებოდნენ. ამერიკელთა ვიზიტი საქართველოს მედიაპარტნიორობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, თავად პროგრამას კი მესამე წელია აირექსი ახორციელებს ამერიკის მთავრობის ფინანსური სახსრებით და  ადგილობრივი საელჩოს მხარდაჭერით.

„მე-9 ტალღის“ პარტნიორებმა საქართელო გასული კვირის მიწურულს დატოვეს, თუმცა მანამდე მათ Media.Ge  გაესაუბრა.

- აირექსის  პროგრამა მრავალწახნაგოვანია საუბარია საინფორმაციო სამახურის მოწყობაზე, ტექნიკურ მხარდაჭერაზე და მარკეტინგის სამსახურის აწყობაზერა სამუშაოებს ატარებთ ახლა, ვიზიტის ფარგლებში

თამარა - ამ კვირის განმავლობაში მოვუყევით ზოგადი ინფორმაცია ჩვენს ტელევიზიაზე - როგორ ვმუშაობთ, რა პროგრამები გვაქვს. ასევე ვისაუბრეთ მარკეტინგისა და რეიტინგის მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გავზარდოთ მაყურებლის მხრიდან ტელევიზიის ცნობადობა. ვიმუშავეთ მენეჯმენტის და გაყიდვების გუნდთან, დავამუშავეთ სარეკლამო პაკეტები და მოვამზადეთ ისინი რეკლამის მომწოდებლებთან შესახვედრად.

ენტონი - რაც შეეხება ახალ ამბებს, ჩვენ დავესწარით მათ სარედაქციო შეხვედრებს, ვისაუბრეთ საინფორმაციო გამოშვების, სიუჟეტების აწყობაზე. შევადარეთ მათი საინფორმაციო გამოშვება ჩვენსას და ვეხმარებით, როგორც ეთერის ვიზუალის, ისე შინაარსის გაუმჯობესებაში. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ხარისხიანად მოყვნენ ადგილობრივი ამბები, თანაც ისე, რომ მაქსიმალურად ეფექტური ხარჯებით დაამზადონ კარგი გადაცემა.

- ქალბატონო თამარა თქვენ მესამედ ხართ საქართველოში. ადრეც ამ პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდით

თამარა - დიახ, ამ პროგრამის ფარგლებში ვიყავი ადრე ჩამოსული. ჩვენი ტელეკომპანიის პარტნიორი ტელევიზია წინა წლებში იყო „გურია“, ოზურგეთში. მათთან ვიყავით ორჯერ და იმათგანაც ორი ჯგუფი იყო ჩამოსული ჩვენთან. პროექტით გათვალისიწნებული ღონისძიებების დასრულების შემდეგ მათთან კვლავ ვაგრძელებთ ურთიერთობას, ახლა სპეციალურად 1 დღით ადრე ჩამოვედით და მოვინახულეთ ტელეკომპანია „გურიას“ თანამშრომლები, ჩვენ მათ მეგობრებად ვთვლით. სტუმრობისას ვისაუბრეთ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლაზე, არჩევნების გაშუქებაზე და მიმოვიხილეთ ტელეკომპანიაში მიმდინარე სიტუაცია ბოლო 1 წლის განმავლობაში.

- თქვენი დაკვირვებით, რა მსგავსება და საერთო მახასიათებლები აქვთ იმ რეგიონულ ტელევიზიებს, რომლებთანაც გიმუშავიათ საქართველოში?

თამარა - ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო ორივე ტელევიზიასთან მუშაობა, გამომდინარე იქიდან, თუ როგორი ენთუზიაზმით არიან განწყობილი მათი თანამშრომლები საქმისადმი და როგორი შემართებით ემსახურებიან თავის საქმეს. ისინი მხოლოდ იმაზე არ ზრუნავენ, რომ ინფორმირებული იყოს მაყურებელი, ასევე ცდილობენ ჩაერთონ თემის ცხოვრებაში, გააუმჯობესონ მათი ცხოვრება. თუმცა საკმაოდ მწირი ფინანსური, ტექნიკური და ადამიანური რესურსი აქვთ. მაგალითად ოზურგეთში, სადაც სარეკლამო ბაზარი ძალიან განუვითარებელია ტელევიზიას სჭირდება დახმარება. იქნება ეს რეკლამის მიმწოდებელებისგან, ადგილობრივი კომპანიებისგან, მთავრობისგან, თუ ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან.

ჩვენმა ტელეკომოპანიამ მათ საჩუქრად გადასცა ორი კომპიუტერი, რომელსაც აღარ იყენებდა. ამ ორი კომპიუტერის დამატებით ტელევიზიამ დაახლოებით 3-ჯერ მეტი ნიუსების კეთება დაიწყო და მათი დამონტაჟების დრო განახევრდა. მაგალითად „მე-9 ტალღას“ სულ ერთი კამერა აქვს, რომელიც ტელევიზიას ეკუთვნის და რაც უფრო მეტი ექნებათ და გამართული იქნება ეს ტექნიკა უფრო უკეთეს პროდუქტს შექმნიან ისინი.

- თქვენ გადასცემთ „მე-9 ტალღას“ ტექნიკას?

თამარა - მართალი გითხრათ, ჩვენ ამერიკაშიც კი არ გვაქვს ყველა ის ტექნიკა, რაც გვჭრდება, რომ კიდევ უფრო გამართულად ვიმუშაოთ. ამ პროექტის ფარგლებში ტექნიკური დახმარება არ არის გათვალისწინებული. რა თქმა უნდა, ვცდილობთ პარტნიორს ყველანაირად დავეხმაროთ. შეიძლება უკან დაბრუნებისას გავაანალიზოთ - მათთვის უფრო მნიშვნელოვანი საიმიჯო კამპანია იქნება, თუ ტექნიკის ჩუქება. ამას წინასწარ ვერ გავთვლით. მაგრამ თუ იქნება საჭიროება, შევეცდებით, რომ დავეხმაროთ, იმის მიუხედავად, არის ეს პროგრამით გათვალისწინებული, თუ - არა. 

- რეგიონულმა ტელევიზიებმა ბოლო ხანია აქტიურად დაიწყეს ინტერნეტში მაუწყებლობა, კონტენტის გავრცელება ქსელებით. ზოგმა საიტის რებრენდიგი მოახდინა. ამ მიმართულებით ეხმარებით თუ არა ქართველ პარტნიორებს?  

თამარა - სწორედ დღეს ვსაუბრობდით ამ საკითხებზე,  „მე-9 ტალღა“  სწორედ ახლა ავითარებს თავის ვებგვერდს. ახალი ვებგვერდი გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე არსებული. რჩევები და დარიგებები მივეცით - ჩვენი ტელეკომპანიის და მათი საიტი შევადარეთ და განვიხილეთ, როგორ გვაქვს აწყობილი ჩვენ და როგორ ჯობია, რომ  გააკეთონ მათ.  საიტის გარდა, განვიხილეთ მათი ფეისბუქის და ტვიტერის გვერდი და ვასწავლეთ, რითი განსხვავდება ამ ონლაინ პლატფორმებზე განთავსებული ინფორმაცია ერთმანეთისგან, რა მახასიათებლები აქვთ. გარდა ამისა, უფასო აპლიკაციებზეც ვისაუბრეთ, როგორ შეიძლება გამოიყენონ ისინი იმისთვის, რომ უფრო ოპერატიულად მიაწიოდონ ინფორმაცია მაყურებელს. იმედია, ეს არა მხოლოდ მათ ინტერნეტგაყიდვებს შეუწყობს ხელს და მოიზიდავს რეკლამას სოციალურ ქსელსა და ტელეკომპანიის ვებ გვერდზე, ასევე დაეხმარება მათ საკუთარი ჟურნალისტური საქმიანობის უკეთ წარმართვაში და დაეხმარება მონიტორინგში, იმის გასარკვევად, ვინ უყურებს მე-9 ტალღას ონლაინ რეჟიმში და ვინ არიან მათი მაყურებელები.

- ამერიკული რეგინული ტელევიზიების მასშტაბი, ალბათ, განსხვავდება საქართველოს რეგიონული ტელევიზიის მასშტაბისგან. მხედველობაში მაქვს აუდიტორიარა სხვაობა და მსგავსებაა ამ მხრივ თქვენს ტელევიზიას და „მე-9 ტალღას“ შორისდა ითვალისწინებთ თუ არა, მაგალითად, ქართველებთან  მარკეტინგის  საკითხებზე მუშაობისას, აუდიტორიას?

თამარა - მინდა ავღნიშნო, რომ ამერიკაში სატელევიზიო ბაზარი იმის მიხედვით იზომება, თუ რამდენი ოჯახი ცხოვრობს მათი დაფარვის ზონაში. მაგალითად ჩვენი ტელევიზია მაუწყებლობს დაახლოებით 400 ათას ოჯახზე. „მეცხრე ტალღის“ აუდიტორია კი მიახლოებით 300 ათასია და ძლიან არ განსხვავდება. მართალია იქ ბაზარი განსხვავებულია, მაგრამ ჩვენი ტელეკომპანიის მფლობელს საკუთრებაში კიდევ რამდენიმე რეგიონული ტელევიზა აქვს - მიჩიგანში, პენსილვანიასა და ნიუ იურკში და ზოგი ტელევიზია ჩვენზე პატარაა. ამის მიუხედავად, ჩვენი ტელევიზია და „მე-9 ტალღა“ მაყურებლის მხრივ თითქმის ერთნაირ მდგომარეიობაშია.  ბაზრის და მაყურებლის მიუხედავად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია - როგორი ხარისხის და რა კონტენტს აწარმოებ და რამდენად კარგად მიგაქვს ის მაყურებლამდე.

- ახლა რა მიმართულებით მუშაობთ? დავაზუსტოთ - მარკენტინგი, ნიუსი და ვების მოწესრიგება.

ენტონი - ძირითადად საინფორმაციო გუნდთან, ჟურნალისტებთან, ოპერატიორებთან და პროდიუსრეებთან ვმუშაობთ - სიუჟეტის აგებასა და თანმიმდევრობაზე,  ვიზუალურ მხარეზე, ეთიკურ ნორმებზე, ბალანსზე. როგორ გადმოსცენ ამბავი, პასუხისმგებლობაზე სოციალური მედიის გამოყენებისას, წესებზე საინფორმაციო გამოშვების მომზადებისას. როგორ უნდა ჩამოაყლიბონ ურთიერთობა ადგილობრივ მთავარობასთან, რომ ისინი წყაროებად  უფრო უკეთესად გამოიყენონ.

- შემდეგი ეტაპი რა იქნება?

თამარა  - მას შემდეგ, რაც ამერიკაში დავბრუნდებით, დავიწყებთ მზადებას „მე-9 ტალღის“ ვიზიტისთვის. ჩვენი ვიზიტის შემდეგ ორჯერ ჩამოვა „მეცხრე ტალღიდან“  ორი ჯგუფი, თითოში იქნება 4-4 მონაწილე. სავარაუდოდ, მეოთხე ვიზიტით ჩამოვალთ 2015 წლის გაზაფხულზე. მაშინ უკვე ოფიციალურად ჩვენი ფორმალური ურთიერთობა დასრულდება. მაგრამ ჩვენ ვაპირებთ ამ ტელევიზიასთანაც, როგორც „გურიის“ ტელევიზიასთან, გავაგრძელოთ ურთიერთიობა - სკაიპის, ელექტრონული ფოსტის, ფეისბუქის საშუალებით. ასევე იმედს ვიტოვებთ, სხვა ქართულ ტელევიზიასთანაც მოგვიწევს მუშაობა მომავალაში.

 

Media.Ge პროგრამის  ხელმძღვანელს მაია მათეშვილსაც გაესაუბრა.

- ამ პროგრამის  ახალი ციკლი როდის დაიწყო და როდის სრულდება? რამდენადაც ვიცით 2- წლიანი პერიოდია.

მაია მათეშვილისაქართველოს მედიაპარნიორობის პროგრამას აფინანსებს ამერიკის მთავრობა საქართველოში ამერიკის საელჩოს დახმარებით. ეს პროგრამა დაიწყო 2011 წელს - გურჯანიის ტელევიზიამ და ტალაერხმა 25 მიიღეს პირველად მონაწილეობა. 2012 წელს იყო - ახალციხის „მეცხრე არხი“ და ტელეკომპანია „გურია“ , შემდეგ იყო „მეცხრე ტალღა“, „ბორჯომის“ ტელევიზია და ქუთაისის რადიო „ძველი ქალაქი“. ახლა 2013 წლის დასაწყისში შევარჩიეთ ისევ 2 ტელევიზია და რადიო - ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია, აჭარის ტელევიზა და რადიო „ჰერეთი“. ეს არის  პროგრამის ბოლო ეტაპი, რომელიც 2015 წელს დასრულდება თუმცა საელჩომ გამოაცხადა ამ  პროგრამაზე ახალი კონკურსი - ჩვენ შეტანილი გვაქვს აირექსის სახელით და იმედი გვაქვს, რომ  გავიმარჯვებთ. მაგრამ იმის მიუხედავად, ვინ გაიმარჯვებს, ახალი  პროექტი გაგრძელდება  მინიმუმ 1 წელი.  ახალი კონკურსის პირობებით,  მედიაპარტნიორობის პროგრამაში მონაწილეობის უფლება  ნაციონალურ მაუწყებელბსაც ეძლევათ. თუმცა, არ ვიცი ვინ  იგულისმხება ნაციონალურ მაუწყებელში, რადგან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ ყველა არხი ნაციონალური მაუწყებელი ხდება.

- ციფრული მაუწყებლობა ახსენეთ, 2015 წლიდან საქართველო უნდა გადავიდეს ციფრულ მაუწყებლობაზე. ამ კუთხით თუ არის ამ პროგრამით გათვალსიწინებული და ამერიკელი კონსულტანტები თუ ითვალისწინებენ ამ მომენტს?

ჩვენ ტელევიზიებთან ყველა მიმართულებით ვმუშაობთ. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა არის ერთ-ერთი მიმართულება. მაგალითად, ახლა ამერიკელ პარტნიორებს ჩამოტანილი აქვთ ნიმუშები, მასალები იმაზე, როგორ აწარმოებდნენ მაყურებლებისთვის საინფორმაციო კამპანიას ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში, კამპანია მოიცავდა, მაყურებლის ინფორმირებას, თუ როგორ დაემონტაჟებინათ გადამცემები. ტოლედოს ტელევიზიის წარმომადგენლებმა აქაურებს  გაუზიარეს თავიანთი გამოციდლება - ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად რამდენი ხანი დასჭირდათ, რა დაუჯდათ, რა ტექნიკა იყიდეს, რა პროცესები გაიარა ტელევიზიამ, როგორი იყო იქაური კანონმდებლობა, როგორ უნდა დაეჭირათ თადარიგი, რომ ეს უკეთ მომხდარიყო.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test