შემოგვიერთდი

16.07.2014 18:13

„ციფრული ვენეცია 2014“-ს მინიშნებები

media.ge
სტატიები ციფრული მაუწყებლობა

სატელიტურ  ოპერატორებს  მოჰყავთ  დამაჯერებელი  არგუმენტები „გონიერი“ სამომავლო ქსელების  სასარგებლოდ

გასულ  კვირაში საერთაშორისო ღონისძიება "ციფრული ვენეცია 2014"  იტალიური მხარის თავმჯდომარეობით ვენეციაში გაიმართა. მას ესწრებოდნენ პოლიტიკური, სამეწარმეო და ინოვაციური სფეროს ლიდერები ევროპის ყველა ქვეყნიდან, რათა დაესახათ მართებული გზა ციფრული მდგრადი ეკონომიკის განვითარებისკენ.

„ციფრული ვენეციის“ ინიციატივის მისასალმებელ სიტყვაში SES-ის (კოტირდება პარიზის და ლუქსემბურგის Euronext–ის საფონდო ბირჟაზე: SESG) აღმასრულებელმა დირექტორმა და ESOA-ს საბჭოს წევრმა, კარიმ მიშელ საბაჰმა აღნიშნა, რომ მომავლის ინტერნეტში გაბატონებულ ადგილს ვიდეო დაიკავებს, მოითხოვს რა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ მოწყობილობაზე მაღალი ხარისხის მომსახურებას. „ეს წარმოშობს სიმძლავრეზე უპრეცედენტო მოთხოვნას და Cisco-ს პროგნოზის თანახმად, გამოიწვევს ყოველწლიური მსოფლიო IP-ტრაფიკის  ზრდას ერთ ზეტაბაიტზე - ათას მილიარდ გიგაბაიტზე - მეტი მაჩვენებლით  უკვე 2016 წლისათვის“ - განაცხადა საბაჰმა. „Ultra-HD ტელევიზიის გაბატონებულ მიმდინარეობად ქცევა კიდევ უფრო გაზრდის ინდივიდუალურ მოხმარებას ევროპაში და ამ შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას დღეისათვის არსებული საყოფაცხოვრებო მონაცემთა სიმძლავრის ასმაგად გაზრდის აუცილებლობა.“

„შეგვწევს კი ჩვენ ამგვარ სიტუაციასთან გამკლავების უნარი? შეუძლიათ ოპერატორებს უზრუნველყონ ასეთი ტრაფიკი თუნდაც მინიმალური სატრანსპორტო მნიშვნელობის წარმოქმნით? იქნება თუ არა მისაღები ნახშირბადის კვალის სავარაუდო აფეთქება? ექნებათ მოქალაქეებს თანაბარი ხელმისაწვდომობა ასეთ მომსახურებაზე? ჩვენ არ გვაქვს ცალსახა პასუხი ამ კითხვებზე“ - განაცხადა საბაჰმა. „თანამგზავრი არის ინფრასტრუქტურა, რომელმაც უკვე მიაღწია ზეტაბაიტის ეპოქას. თავისი უმაგალითო, უნივერსალური შესაძლებლობებითა და უბადლო ეკონომიკური მაჩვენებლებით „ერთი-მრავალზე“ ტრაფიკის (one-to-many traffic) სფეროში მას შეუძლია ცენტრალური როლი ითამაშოს ოპტიმალური, გონიერი და პერსპექტიული მომდევნო თაობის ქსელის შექმნის საქმეში. მე ვიწვევ დღევანდელი მრგვალი მაგიდის დამსწრე პირებს ჰიბრიდული თანამგზავრულ-სახმელეთო გადაწყვეტების საკითხებში სათანამშრომლოდ, რამდენადაც მათზე მოდის ღირებულების გარკვეული წილი. ისინი ხელს უწყობენ სახმელეთო ქსელების განტვირთვას და ინვესტიციების გადამისამართებას; ისინი აჩქარებენ მულტი-სერვისებიდან მომდინარე სარგებლების მოწოდებას, იძლევიან სპექტრული რესურსების ბევრად უფრო ეფექტური გამოყენების საშუალებას და ხელს უწყობენ ახალი ციფრული ბარიერის თავიდან აცილებას.“

აარტი ჰოლლამ, ევროპული სატელიტური ოპერატორების ასოციაციის ESOA-ს გენერალურმა მდივანმა, ერთიანი ციფრული ბაზარის თემაზე DG CONNECT-ის გენერალური დირექტორის მოადგილესთან, რობერტო ვიოლასთან დისკუსიის დროს ხაზი გაუსვა თანამგზავრის უკიდურეს ეკონომიურობას პირდაპირი არხით ვიდეოს გადაცემისას, როგორც ინტელექტუალური ქსელის მართვის საქმეში არსებული გადაწყვეტის შემადგენელ ნაწილს.

„მზარდი HDTV შეღწევამ და Ultra HDTV-ს შექმნამ, როგორც ეს ბრაზილიაში მიმდინარე FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო გადაცემებიდან გამოჩნდა, წარმოაჩინა პარტნიორობის განვითარებისა და მდგრადი კომერციული გადაწყვეტების მოძიების საჭიროება, რომელებიც მოახდენდა თანამგზავრის ინტეგრირებას მომავალ თაობის ვიდეოს გადასაცემად საჭირო კომპლექსურ ქსელებში“ - განაცხადა ჰოლლამ. „ეს არის ერთადერთი გზა, რომ მოქალაქეებმა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ მოწყობილობაზე ნამდვილად შეძლონ ვიდეოთი სარგებლობა.“

ESOA-შესახებ

ESOA არის ბრიუსელში მდებარე სავაჭრო ასოციაცია, რომელშიც წარმოდგენილია ყველა ევროპული სატელიტური ოპერატორი და დამხმარე წევრი, მათ შორის მომსახურების მომწოდებლები, მწარმოებლები და კოსმოსში გაშვების მომსახურების მომწოდებლები. მის საბჭოში შედის ევროკავშირში არსებული ყველა სატელიტური ოპერატორის ხელმძღვანელი; ისინი მართავენ ასოციაციის მუშაობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ სატელიტურმა ოპერატორებმა მიიღონ  ყველაზე ხელსაყრელი პოლიტიკური, სამრეწველო და მარეგულირებელი გარემოსაგან მომდინარე სარგებელი, რათა შეასრულონ თავიანთი სასიცოცხლო როლი გლობალური კომუნიკაციების მიწოდების საქმეში.

ESOA-ს წევრებს შორის არიან სატელიტური ოპერატორები: Avanti, Airbus, Eurasiasat, Eutelsat, HellasSat, Hispasat, Inmarsat, Intelsat, SES, Telenor, Telespazio, და Arianespace, Asitel, Brit, Hiscox, Marsh, Mansat, Munich Re, Newtec, O3b, Solaris Mobile, Swiss re, Thales Alenia Space & Atrium Space Insurance Consortium.

SES-ის შესახებ

SES თანამგზავრული მაუწყებლობის წამყვანი ოპერატორია, რომელსაც 56 გეოსტაციონარული თანამგზავრი აქვს. კომპანია სატელიტურ საკომუნიკაციო სერვისს აწვდის ტელემაუწყებლებს, ინტერნეტპროვაიდერებს, მობილურ და ფიქსირებულ ოპერატორებს, ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

SES-ისათვის პრიორიტეტულია ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობა, მაღალხარისხიანი მომსახურება და პროფესიონალიზმი მსოფლიოს სამაუწყებლო ინდუსტრიაში. კომპანიის რეგიონალურ ჯგუფებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში მუშაობენ, მჭიდრო ურთიერთობა აქვთ მომხმარებელთან, რათა გაითვალისწინონ და მაქსიმალურად დააკმაყოფილონ მათი მოთხოვნები.

SES (Euronext პარიზის და ლუქსემბურგის საფონდო ბირჟაზე: SESG) ფლობს და მართავს ASTRA Satellite System-ს. ის ფლობს წილს კანადისა („Ciel“)  და მექსიკის („QuetzSat“) თანამგზავრულ კომპანიებში, ასევე - სტრატეგიულ წილს O3b Networks-ის თანამგზავრული ინფრასტრუქტურის გაშვებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.ses.com

(R) მასალა მომზადებულია სატელიტური ოპერატორის SES-ის მიერ

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test