შემოგვიერთდი

24.07.2014 20:12

ჯოზეფ ქეი - ბადრი პატარკაციშვილს „ტელეიმედის“ სანაცვლოდ „საქართველოს რკინიგზას“ სთავაზობდნენ

Media Ge
სტატიები მედია მედიის შესახებ

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი"

ბადრი პატარკაციშვილს "ტელეიმედის" დათმობის სანაცვლოდ "საქართველოს რკინიგზას" სთავაზობდნენ, - ამის შესახებ "ტელეიმედისა" და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე ბრალდების მხარის მთავარმა მოწმემ ჯოზეფ ქეიმ ნიუ-იორკიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში "სკაიპით" ჩართვისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2007 წელს, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ვითარება აირია და ბადრი პატარკაციშვილი პრეზიდენტად იყრიდა კენჭს, მას წაუყენეს ულტიმატუმი, რომ "ტელეიმედი" აუცილებლად უნდა დაეთმო, რადგან ხელისუფლებას "ტელეიმედის" კურსი არ ხიბლავდა. ქეის თქმით, დაიწყო მოლაპარაკებები, რომლის ფარგლებშიც იყო საუბარი, რომ "ტელეიმედი" უნდა გადაცემოდა ძმებ შარანგიებს, "რომელიც მაგათი კლანის წევრი იყო". თუმცა ბადრი პატარკაციშვილი ამის წინააღმდეგი იყო.

"მას სთავაზობდნენ საქართველოს რკინიგზასაც. ამ ულტიმატუმის მთავარი პირობებით იყო ის, რომ "ტელეიმედი" გასხვისებულიყო ისეთ ვინმეზე, ვისაც საქართველოში დასაკარგი ჰქონდა", - აღნიშნა ჯოზეფ ქეიმ.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ "ტელეიმედი" მასზე უნდა გადაფორმებულიყო. როგორც მოწმემ აღნიშნა, ამას წინ უძღოდა კანცელარიაში გამართული შეხვედრა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი და ბადრი პატარკაციშვილიც ესწრებოდნენ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test