შემოგვიერთდი

29.07.2014 13:06

ოთხმა ამერიკელმა სენატორმა სააკაშვილისთვის ბრალი წარდგენის გამო შეშფოთება გამოთქვეს

Media Ge
სტატიები მედია მედიის შესახებ

civil.ge

ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ ბრალის წარდგენა „არასაჭირო გამოწვევებს წარმოშობს ჩვენი ურთიერთობის წინ წაწევის თვალსაზრისით“, ნათქვამია ოთხი სენატორის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

რესპუბლიკელმა სენატორებმა ჯონ მაკკეინმა და ჯიმ რიშმა, ასევე დემოკრატმა სენატორებმა ჯინ შაჰინმა და ბენ კარდინმა განაცხადეს, რომ ისინი „უკიდურესად იმედგაცრუებული და შეშფოთებული“ არიან პროკურატურის ამ გადაწყვეტილების გამო.

„პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი მთავრობა უნაკლოები არ ყოფილან და ნებისმიერი დემოკრატიისათვის მნიშვნელოვანია საკუთარი კანონების დაცვა. მაგრამ სამართლის აღსრულება არ უნდა გახდეს პოლიტიკური ანგარიშწორების იარაღი და ეროვნული გახლეჩის წყარო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველო დღესდღეობით ამდენი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას.  ჩვენ და სხვებმაც მოვუწოდეთ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს და საქართველოს სხვა ლიდერებს, რომ მომავალზე მოეხდინათ ფოკუსირება და არა წარსულზე, რათა ქვეყანა წინ წაეყვანათ და არა უკან. თითქმის შეუძლებელია გავიგოთ, რამდენად შეესაბამება ამ მიზანს გადაწყვეტილება, რომ წინა ხელისუფლების დიდი ნაწილი სასამართლოს წინაშე წარდგეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„საქართველოს ლიდერები კარგად უნდა დაფიქრდნენ იმაზე, თუ რა მიმართულებით მიჰყავთ საკუთარი  ქვეყანა. დღევანდელი ქმედება და მისი მსგავსი სხვა ქმედებები არასაჭირო გამოწვევებს წარმოშობს ჩვენი ურთიერთობის წინ წაწევის თვალსაზრისით“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test