შემოგვიერთდი

08.08.2014 10:44

სატელიტური კომპანია SES-ის 2014წლის პირველი ნახევრის დინამიური ფინანსური მაჩვენებელი

Media Ge
სტატიები ციფრული მაუწყებლობა
 (photo: )

სატელიტური კომპანია SES-ი 2014 წლის პირველი ნახევრის ფინანსურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, კომპანიის მკვეთრი პროგრესია ასახული.SES ევროპის ყველაზე დიდი სატელიტური კომპანიაა, რომელმაც სულ ახლახან კიდევ ერთი, რიგით 56-ე თანამგზავრი განათავსა კოსმოსურ სივრცეში. კომპანიის ამ თანამგზავრის გაშვება კი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგანაც სწორედ ეს უკანასკნელი თანამგზავრი მთელს აღმოსავლეთ ევროპას, მათ შორის საქართველოს, ციფრულ სიგნალს მიაწვდის. საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე კი 2015 წლის ზაფხულიდან გადადის.

სატელიტური კომპანია SES-ი 2014 წლის პირველი ნახევრის ფინანსურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, კომპანიის მკვეთრი პროგრესია ასახული.SES ევროპის ყველაზე დიდი სატელიტური კომპანიაა, რომელმაც სულ ახლახან კიდევ ერთი, რიგით 56-ე თანამგზავრი განათავსა კოსმოსურ სივრცეში. კომპანიის ამ თანამგზავრის გაშვება კი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგანაც სწორედ ეს უკანასკნელი თანამგზავრი მთელს აღმოსავლეთ ევროპას, მათ შორის საქართველოს, ციფრულ სიგნალს მიაწვდის. საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე კი 2015 წლის ზაფხულიდან გადადის.

SES S.A - გლობალური სატელიტური ოპერატორი (კოტირდება პარიზის და ლუქსემბურგის Euronext–ის საფონდობირჟაზე: SESG) წლის პირველი ნახევრის ფინანსური შედეგების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.

სატელიტური კომპანია SES-ის წლევანდელი წლის პირველი ნახევრის შემოსავალი წინა წელთან შედარებით 28,4 მილიონი ევროთია გაზრდილი და 910,5 მილიონი ევროდან 938,9 მილიონ ევროს აღწევს. ეს მონაცემი კი გასული წლის მონაცემებთან შედარებით,  კომპანიისთვის 6,3%-იან ზრდას განაპირობებს მყარი სავლურო კურსის პირობებში. ხოლო რაც შეეხება პირობით წმინდა მოგებას, იგი 9,4 პროცენტით გაიზარდა და 437,5 მილიონ ევროს მიაღწია. ყველაზე დიდი სატელიტური ოპერატორის საკონტრაქტო ვალდებულებები 2014 წლის ივნისის ბოლოსთვის 7,2 მილიარდ ევროს შეადგენს.

შედეგებზე კომენტარს აკეთებს კომპანია SES ის პრეზიდენტი დაგენერალური დირექტორი კარიმ მიშელ საბაღი:

“2014 წელს SES-მა განაგრძო წარმატებული განვითარება, რამაცუზრუნველყო სტაბილური ფინანსური შედეგების მიღება პირველი ნახევარიწლისათვის. ამას ადასტრურებს ჩვენი კომპანიის ძირითადი რეგიონებისა დასაბაზრო ვერტიკალის განვითარების სტრატეგიაც. მიმდინარე წელსევროპულმა ბაზარმა და საერთაშორისო სეგმენტმა მნიშვნელოვანი ზრდააჩვენა, თუმცა ამის ფონზე ჩრდილოამერიკული ბაზარი კვლავაცექვემდებარება სეკვესტრირებას ამერიკის მთავრობის მიერ: ფინანსურირეგულაციები 2014 წელს განახლდა.

მოცემული საანგარიშო პერიოდისათვის ჩვენმა კომპანიამ ჩაუშვა სამი (3)თანამგზავრი, რამაც გაზარდა ჩვენი სიმძლავრე ევროპაში, ახლოაღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში.კიდევ ოთხი (4) თანამგზავრი შემუშავების სტადიაზეა, მათ შორისუკანასკნელ პერიოდში წარმოდგენილი თანამგზავრო SES-12  – იგიწარმოადგენს ჰიბრიდულ აპარატს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონისათვის დააღჭურვილია HTS სასარგებლო დატვირთვითა და ელექტროპლაზმურიძრავის სისტემით.  მოცემული პროგრამები წარმოადგენს ჩვენისაშუალოვადიანი გეგმის CapEx –ის კომპონენტებს და აძლიერებს ჩვენსპოზიციებს მიზნობრივ ბაზრებზე.

2014 წლის 10 ივლისს სატელიტურმა კომპანიამ O3b Networks, რომელშიც SESაქციების მნიშვნელოვან პაკეტს ფლობს და რომელმაც დააფუძნა პროგრამა'Fibre in the Sky’ (ოპტიკური ბოჭკო ზეცაში) წარმატებით ჩაუშვა ოთხითანამგზავრისაგან შემდგარი მეორე ჯგუფი. O3b კვლავაც გააგრძელებსკომერციული მომსახურებების მთლიანი პაკეტის მიწოდებას ორბიტალურიტესტირებების დასასრულებლად. მოუთმენლად ველით O3b-ს კომერციულიმომსახურებების დაწყებას კლიენტებისათის, რომლებიც მუშაობენ ბაზრებზეინფრასტრუქტურის არასაკმარისი დონით”.

კომპანია SES საკუთარი ფლოტილიის განვითარება-გამოყენების გეგმის შესურლებასაც აგრძელებს. SES 8 და ASTRA 2E ექსპლუატაციაში 2014 წლის თებერვალში შევიდა. ივნისის დასაწყისში კი დანერგილ იქნა და მუშაობა დაიწყო თანამგზავრმა ASTRA 5B, ხოლო მანამდე, ცოტა ხნით ადრე, 2014 წლის მაისში თანამგზავრი AMC-5 ორბიტიდან იქნა გაყვანილი. ახალი თანამგზავრების მეშვეობით კი ტრანსპონდერების სიმძლავრე 6,5 პროცენტით გაიზარდა.

კომპანია SES-ის ფინანსური მაჩვენებლის ზრდა ბრაზილიის საფეხბურთოჩემპიონატმა მნიშვნელოვნად გაზარდა, რადგანაც მიმდინარე მატჩებისგასაშუქებლად მოთხოვნამ თანამგზავრულ ტევადობაზე 39 000 საათს გადააჭარბა, რისთვისაც 450MHz სიმძლავრე გახდა საჭირო დროებითიგამოყენებისათვის.

HD+ პლატფორმა აგრძელებს განვითარებას გერმანიაში და 2014 წლის ივნისისბოლოსათვის უკვე 1.5 მილიონ აქტიურ აბონენტს ითვლის, რაც წარმოადგენს29%-იან ზრდას წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით. ამას გარდა, 1.3მილიონი ოჯახი მოიხმარს უფასო საცდელ ვერსიას. ამასთან, HD+ მაყურებელს20 HD ტელეარხს სთავაზობს.

SES–ის შესახებ

SES  თანამგზავრული მაუწყებლობის წამყვანი ოპერატორია, რომელსაც 56 გეოსტაციონარული თანამგზავრი აქვს. კომპანია სატელიტურ საკომუნიკაციო სერვისს აწვდის ტელემაუწყებლებს, ინტერნეტპროვაიდერებს, მობილურ და ფიქსირებულ ოპერატორებს, ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

SES-ისათვის პრიორიტეტულია ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობა, მაღალხარისხიანი მომსახურება და პროფესიონალიზმი მსოფლიოს სამაუწყებლო ინდუსტრიაში. კომპანიის რეგიონალურ ჯგუფებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში მუშაობენ, მჭიდრო ურთიერთობა აქვთ მომხმარებელთან, რათა გაითვალისწინონ და მაქსიმალურად დააკმაყოფილონ მათი მოთხოვნები.

SES (Euronext პარიზის და ლუქსემბურგის საფონდო ბირჟაზე: SESG) ფლობს და მართავს ASTRA Satellite System-ს. ის ფლობს წილს კანადისა („Ciel“)  და მექსიკის („QuetzSat“) თანამგზავრულ კომპანიებში, ასევე - სტრატეგიულ წილს O3b Networks-ის თანამგზავრული ინფრასტრუქტურის გაშვებაში.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.ses.com

 (R) მასალა მომზადებულია სატელიტური ოპერატორის SES-ის მიერ

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test