შემოგვიერთდი

16.09.2014 13:36

ნიქოზის ანიმაციური ფილმების ფესტივალი-პოზიტივი კონფლიქტის ზონიდან

თამარ სვანიძე
ჟურნალისტის ჩანაწერები

გორის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ ნიქოზში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ცხელი წერტილი იყო, ომგამოვლილი ბავშვები პოსტ ტრავმულ სტრერსს ხელოვნების სკოლში ანიმაციების კეთებით უმკლავდებიან.

ყველაზე სასიამოვნო მოვლენა, რომელსაც ქართული მედია ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კონფლიქტის ზონიდან იუწყებოდა,  ნიქოზში ანიმაციური ფილმების ფესტივალი იყო.

აგვისტოს ომიდან  ექვსი წელი გავიდა. ქართული მედია ოკუპირებულ ტერიტორიების ე.წ ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრებ ადამიანებს ხშირად ომის წლისთავებზე ან საზღვრების გადმოწევისას იხსენებს.

მეინსტრიმული მედია იშვიათად ინტერესდება იქ მცხოვრები ადამიანების ყოფითი პრობლემებით თუ გამოწვევებით: როგორ ცხოვრობენ იქ ადამიანები ომის შემდგომ, როგორ უმკლავდებიან პოსტტრავმულ  აშლილობას, რას გეგმავენ ცხოვრების გასაგრძელებლად და სხვა მსგავსი თემები.

თუმცა, ანიმაციური ფილმების ფესტივალმა ნიქოზში ქართული მედია „გააკეთილშობილა“.

ფესტივალი უკვე ოთხი წელია საზღვრისპირა სოფელში  ტარდება. ფესტივალის მიზანი - ადამიანის სულის მოძრაობის ჩვენება - უკვე პოზიტიური ნაბიჯია იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, ის განცდები და კოშმარები, რაც ომის დროს გამოიარეს გადმოსცენ, გამოხატონ და ამით გათავისუფლდნენ ომის ტრამვებისგან.

მიტროპოლიტი ისაია თავის მიმართვაში ზუსტად აღწერს ხელოვნების მნიშვნელობას ომგადატანილი ადამიანებისთვის: „ჩვენთვის ხელოვნება ის სამყაროა, რომელშიც ადამიანი შეიძლება მიემსგავსოს თავის შემოქმედს, ის სფეროა, რომელშიც ადამიანს შეუძლია შექმნას, დახატოს, იაზროვნოს, განიცადოს და სხვასაც განაცდევინოს სევდა, თანაგრძნობა, ტკივილი თუ სიხარული. ეს არის საშუალება თვითონაც ეძებოს და სხვასაც დაეხმაროს ჭეშმარიტებისკენ მიმავალი გზის ძიებაში.“

ფესტივალის შექმნის იდეა ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას ეკუთვნის, რომელმაც მანამდე სოფელში სახელოვნებო სკოლა შექმნა. თავად მიტროპოლიტი ისაია საერო ცხოვრებაში შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში სწავლობდა ანიმაციას.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ანიმაციური ფილმების ფესტივალი ყველაზე პოზიტიური ამბავი, რაც ქართული მედიით კონფლიქტისპირა სოფლებიდან გაშუქებულა.

ქართული მედია, რომელიც მიჩვეულია მხოლოდ ერთი პოზიციის გაშუქებას ვერ გამოდის სტერეოტიპებიდან -  ჩვენიანი და მტერი. ვერ ხვდება რა დიდი მნიშვნელობა აქვს სამშვიდობო ჟურნალისტიკას, მსგავსი ფაქტების და ისტორიების დიდი დოზით გაშუქებას, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც „ომის კოშმარები“ საკუთარ თავზე გამოსცადეს.

ჩემთვის ფესტივალი სიახლე იყო, წელს გავიგე და ძალიან აღვფრთოვანდი იდეით და მისი მნიშვნელობით ადგილობრივი ბავშვებისთვის. სიამოვნებით ვნახავდი ვრცელ სიუჟეტს სკოლის შესახებ და მეტ ინფორმაციასაც გავიგებდი მომავალ ნიქოზელ ანიმატორებზე, მათ შესაძლებლობებსა და შემოქმედებით მიღწევებზე. განსაკუთრებით, ბავშვებისთვის ანიმაციების კეთება გარკვეულწილად თვითგამოხატვაა, იმის გადმოცემა, რაც განიცადეს და რასაც გრძნობენ. 

შეიარაღებულ კონფლიქტებში გარდა იმისა, რომ არის მსხვერპლი, დაზარალებული მხარეები, ასევე არიან გადარჩენილი ადამიანები, რომლებისთვისაც პოსტტრავმულ სტრესთან გამკლავება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ის პერიოდი როდესაც ომის ტრავმა უშუალოდ გამოსცადეს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test