შემოგვიერთდი

19.09.2014 18:55

SES-მა, SMARDTV-მ და SAMSUNG-მა წარმოადგინეს მსოფლუოს უახლესი ციფრული ვიდეომაუწყებლობის (DVB) სტანდარტები

Media Ge
სტატიები ციფრული მაუწყებლობა

სატელიტურმა კომპანია SES-მა (კოტირდება პარიზის და ლუქსემბურგის Euronext–ის საფონდო ბირჟაზე: SESG), SmarDTV და სამსუნგ ელექტრონიკსის წარმომადგენლებმა ამსტერდამში წარმოადგინეს უახლესი Ultra HD ხარისხის პროდუქტი სამსუნგის ტელევიზორი, რომელიც სიგნალს პირდაპირ სატელიტური კომპანია SES-ის თანამგზავრებისგან იღებს და ეს ყველაფერი ხორციელდება SmarDTV CI Plus CAM მოდულის დახმარებით.

აღნიშნული ინოვაცია მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯია Ultra HD მაუწყებლობის ჯაჭვის შესაქმნელად, რადგანაც, ეს არის პირველი სრული 3840x2160 პიქსელის CAS დაცული Ultra HD მაღალი გარჩევადობის და მაღალი ეფექტურობის ვიდეო კოდირების (HEVC) სიხშირის სიგნალი, რომელსაც წაიკითხავს სამსუნგის ფირმის ახალი Ultra HD მოდელების ტელევიზორები. აღნიშნული შესაძლებლობა პროვაიდერებს ხელს აძლევს და საშუალებას აძლევს, რათა მომხმარებელს სიგნალი SES-ის სატელიტიდან პირდაპირ UHD ტელევიზორს მიაწოდონ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. როგორც აღვნიშნეთ, Ultra HD სიხშირის მაუწყებლობა განხორციელდება ევროპის ყველაზე დიდი სატელიტური კომპანია SES-ის თანამგზავრების მეშვეობით აღმოსავლეთის 19,2 გრადუსის მდებარეობიდან.

"მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფასიანი ტელევიზიის უამრავი მომხმარებელი და პროვაიდერი დაინტერესდა ამ ახალი ინოვაციით და მისი გამოყენება ბევრმა მათგანმა უკვე დაიწყო კიდეც თავიანთ საქმიანობაში" - განაცხადა SmarDTV-ს მარკეტინგის ვიცე პრეზიდენტმა კონორ რაიანმა. " CI Plus CAM მოდულების შესაძლებლობა კიდევ უფრო აფართოვებს Ultra HD ტელევიზორების ეფექტური გამოყენების საშუალებას მსოფლიო UltraHD სერვისში".

ღონისძიების მსვლელობისას სატელიტური კომპანია SES-ის მიმღებ სისტემათა ვიცე-პრეზიდენტმა თომას ვრედმა განაცხადა: "Ultra HD მაუწყებლობის ეკოსისტემები მკვეთრად განვითარდა გასული 18 თვის მანძილზე, რაშიც გლობალური სატელიტური კომპანია SES-ის მიერ შეტანილი წვლილი აღნიშვნის ღირსია. კომპანიას სრულად აქვს გამართულითანამგზავრული სისტემები და მიწისზედა ინფრასტრუქტურა, რათა მომხმარებლებმა შეუფერხებლად მიიღონ Ultra HD სატელევიზიო სერვისები".

SES–ის შესახებ

SES  თანამგზავრული მაუწყებლობის წამყვანი ოპერატორია, რომელსაც 56 გეოსტაციონარული თანამგზავრი აქვს. კომპანია სატელიტურ საკომუნიკაციო სერვისს აწვდის ტელემაუწყებლებს, ინტერნეტპროვაიდერებს, მობილურ და ფიქსირებულ ოპერატორებს, ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

SES-ისათვის პრიორიტეტულია ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობა, მაღალხარისხიანი მომსახურება და პროფესიონალიზმი მსოფლიოს სამაუწყებლო ინდუსტრიაში. კომპანიის რეგიონალურ ჯგუფებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში მუშაობენ, მჭიდრო ურთიერთობა აქვთ მომხმარებელთან, რათა გაითვალისწინონ და მაქსიმალურად დააკმაყოფილონ მათი მოთხოვნები.

SES (Euronext პარიზის და ლუქსემბურგის საფონდო ბირჟაზე: SESG) ფლობს და მართავს ASTRA Satellite System-ს. ის ფლობს წილს კანადისა („Ciel“)  და მექსიკის („QuetzSat“) თანამგზავრულ კომპანიებში, ასევე - სტრატეგიულ წილს O3b Networks-ის თანამგზავრული ინფრასტრუქტურის გაშვებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.ses.com

 (R) მასალა მომზადებულია სატელიტური ოპერატორის SES-ის მიერ

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test