შემოგვიერთდი

02.10.2014 19:34

ირაკლი ღარიბაშვილი გაოგნებულია, რომ ჟურნალისტებმა ზაზა დავითაიას მიმართ სოლიდარობა არ გამოხატეს

media.ge
მედია მედიის შესახებ

ინტერპრესნიუსი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გაოგნებულია, რომ ზაზა დავითაიას მიმართ ჟურნალისტებმა არავითარი სოლიდარობა არ გამოავლინეს , მაშინ, როდესაც "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის ძმის მიერ ტაქსის მძღოლების დაღაყაჩაღების შემთხვევისას სოლიდარულნი იყვნენ, - ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მცხეთაში, განუცხადა, სადაც იგი პატრიარქის ძმის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო.

"აქვე მე მოვისმინე, თითქოს სასამართლო ჯერ კიდევ პოლიტიკურად მოტივირებულია. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ სასამართლო არის პოლიტიკურად მოტივირებული, ამდენ საქმეზე არის გამამართლებელი განაჩენი დამდგარი?! ბოლო ფაქტს გეტყვით, სხვათა შორის - რამდენიმე დღის წინ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის ძმამ დააყაჩაღა ტაქსის მძღოლი. ეს ფაქტი არ გააშუქა არც ერთმა ტელევიზიამ. ეს პიროვნება, მე არ ვიცი ვინ არის, რომელიც ბრალდებული იყო ორი ადამიანის დაყაჩაღებაში, სასამართლომ გამოუშვა და დღეს მე ვერ მივიღებ ვერავისგან იმ ბრალდებას, თითქოს სასამართლო არ არის თავისუფალი. ეს არის კიდევ ერთი დამადასტურებელი იმისა, რომ სასამართლო არის თავისუფალი და თვითონ ბატონი კუბლაშვილის ნათქვამის ციტირებას მოვახდენ, რომ დღეს სასამართლო ისეთივე თავისუფალია, როგორც ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერი ასევე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი ორგანიზაციების საქმიანობას და ამ კონტექსტში "თავისუფალ ზონაზე" გააკეთა აქცენტი.

"ეს არასამთავრობოები, რომლებიც მოქმედებენ მათი ["ნაციონალური მოძრაობის"] ეგიდით, ეს არის ზონა თუ სხვა გაუგებარი ორგანიზაციები, ესენი არიან დესტრუქციული ძალები. ყოველ შემთხევაში მათ ქმედებაში მე ვხედავ მათ დესტრუქციულ ხასიათს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და ამ კონტექსტში ჟურნალისტ ზაზა დავითაიაზე თავდასხმის ფაქტი ახსენა.

"ჟურნალისტზე თავდასხმა მოხდა და მე გაოგნებული ვარ პირდაპირ, არავითარი სოლიდარობა თქვენში არ ჩანს, თუმცა, გამოჩნდა სოლიდარობა იმ დროს, როდესაც თქვენი კოლეგის ძმამ დააყაჩაღა ორი ტაქსი. თქვენ სიმართლე ელაპარაკეთ ხალხს, მეგობრებო და შეწყვიტეთ სიცრუის ტირაჟირება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test