შემოგვიერთდი

11.11.2014 14:49

GLOBAL EAGLE ENTERTAINMENT-მა და SES-მა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტიონობის დოკუმენტს

Media Ge
სტატიები ციფრული მაუწყებლობა

ავიაკომპანიებისთვის ფრენითი კავშირებისა და ციფრული მომსახურებების  მიმწოდებელმა მსოფლიოს წამყვანმა კომპანია Global Eagle Entertainment-მა (“GEE”, Nasdaq: ENT) და სატელიტურმა კომპანია SES-მა (კოტირდება პარიზის და ლუქსემბურგის Euronext–ის საფონდო ბირჟაზე: SESG) 3 ნოემბერს  განაცხადეს, რომ ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც კომპანია SES-ი უზრუნველყოფს Ku-band თანამგზავრის საშუალებით GEE საფრენი კავშირის სისტემისთვის გამტარობას. ორმხრივი შეთანხმება ითვალისწინებს კომპანიებს შორის გრძელვადიან თანამშრომლობას და SES-ის დახმარებით მსოფლიოს მასშტაბით ავიალაინერების კავშირით უზრუნველყოფას.

GEE ავიალაინერებს დაფარვის უპრეცენდენტო კავშირს მსოფლიოს უდიდესი თანამგზავრული კომპანიის სატელიტების დახმარებით შეთავაზებს. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში GEE უაღრესად გააფართოებს შესაძლებლობებსა და მომსახურებას. აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს SES-ის უკვე არსებული კავშირის გამოყენებასთან ერთად მომავალი (HTS) spot beam-based სისტემის პრაქტიკაში დანერგვასაც. ეს უკანასკნელი კი საოცრად გაზრდის ინფორმაციის გამტარუნარიანობის სისწრაფეს. თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს GEE-ს სერვისებს ბაზარზე, რომელიც მოიცავს ფრენისას გართობასა და ინტერნეტ კავშირებს. ახალ ეტაპზე GEE ავიაკომპანიების მგზავრებს მგზავრობისას ახალ კავშირებსა და ციფრულ მედია შეთავაზებებს სთავაზობს.

ამგვარად, ხელშეკრულების თანახმად SES-ის 50-ზე მეტი თანამგზავრის გამტარობის დახმარებით GEE უზრუნველყოფს მსოფლიოს გარშემო ავიაკომპანიების მგზავრებისთვის უმაღლესი ხარისხის სიგნალის მიწოდებას. 

"ხელშეკრულების გაფორმებით SES უდიდეს როლს ასრულებს GEE-ს გაფართოების და პროგრესის საკითხში. აღნიშნული პარტნიორობით GEE ყველაზე გლობალური დაფარავის ზონას შესთავაზებს საკუთარ მომხმარებელს. ეს ყველაფერი კი SES-ის თანამედროვე სატელიტური ფლოტილიის დახმარებით განხორციელდება", - განაცხადა GEE-ს აღმსარულებელმა დირექტორმა დეივ დევისმა.

"SES-ის წარმომადგენლობა მეტად მოხარულია, რადგან სწორედ SES ახორციელებს GEE-ს სერვისების მხარდაჭრას დღეს და ამასვე გააკეთებს მომავალშიც" - ნათქვამია SES-ის კომერციული დირექტორის, ფერდინანდ კაისერის მიმართვაში. "აერონავტიკის მობილობის სექტორი SES-სთვის არის ძირითადი სამიზნე ტექნოლოგიურ ბაზარზე და კომპანია ამ მიმართულებით დიდ პროგრესს ელოდება მომდევნო წლებში. აღნიშნული ხელშეკრულება სრულადაა მისადაგებული GEE-ს გლობალური საჭიროებებისთვის", - განაცხადა ფერდინანდ კაისერმა.

"ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის SES-ისა და GEE-ს შორის მტკიცე სტრატეგიული თანამშრომლობის დასაწყისი", - განაცხადა GEE-ს ტექნოლოგიურმა დირექტორმა ადიტია ჩატერიემ. "ფრენით კავშირების გაუმჯობესებაზეა დამოკიდებული მგზავრთა კომფორტული მგზავრობა. მაღალი ხარისხის შესაბამისად კი გაიზრდება შემოსავლებიც. ჩვენ ერთობლივად ვაფართოებთ საერთაშორისო დაფარვის სივრცეს, ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, სერვისებსა და ამავდროულად ვზრდით გაყიდვებს".

აღნიშნული ხელშეკრულება ერთგვარ ძირითად ელემენტს წარმოადგენს GEE-ს საქმიანობაში - საჰაერო კავშირებსა და ციფრულ მომსახურებებში, რაც უმთავრეს როლს ასრულებს დღვანდელი გლობალური ავიამომსახურების სფეროში. უმნიშვნელოვანესი პარტნიორობის ფარგლებში SES და GEE ერთობლივად ავითარებენ ტექნოლოგიებს, გაყიდვებსა და საავიაციო ინდუსტრიის სერვისებს. 

Global Eagle Entertainment-ის შესახებ

Global Eagle Entertainment (Nasdaq: ENT) არის მსოფლიოს უდიდესი საჰაერო ტექნოლოგიებისა და კავშირების კომპანია, რომელიც ემსახურება სამოგზაურო ინდუსტრიას. აღნიშნულ სფეროში კომპანია წარმოდგენილია ყოვლისმომცველი პროდუქტით. GEE უზრუნველყოფს ავიალაინერებს ფართო მომსახურებით, კერძოდ WI-FI, ფილმები, ტელევიზია, მუსიკა, ინტერაქტიული პროგრამული უზრუნველყოფა და სხვა მრავალი სახის მხარდაჭერა. კომპანია GEE მსოფლიოს მასშტაბით 150-მდე სხვადასხვა ავიაკომპანიას ემსახურება და აწვდის მათ მომსახურების უმაღლეს ხარისხს. კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს ლოს ანჟელესში, კალიფორნიაში, ამასთან სხვადასხვა ოფისები განლაგებულია ჩრდილოეთ ამერიკაში, აზიაში, ახლო აღმოსავლეთში, ევროპაში, აფრიკაში, ოკეანეში და სამხრეთ ამერიკაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს:  www.globaleagleent.com

SES-ის შესახებ

SES თანამგზავრული მაუწყებლობის წამყვანი ოპერატორია, რომელსაც 56 გეოსტაციონარული თანამგზავრი აქვს. კომპანია სატელიტურ საკომუნიკაციო სერვისს აწვდის ტელემაუწყებლებს, ინტერნეტპროვაიდერებს, მობილურ და ფიქსირებულ ოპერატორებს, ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

SES-ისათვის პრიორიტეტულია ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობა, მაღალხარისხიანი მომსახურება და პროფესიონალიზმი მსოფლიოს სამაუწყებლო ინდუსტრიაში. კომპანიის რეგიონალურ ჯგუფებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში მუშაობენ, მჭიდრო ურთიერთობა აქვთ მომხმარებელთან, რათა გაითვალისწინონ და მაქსიმალურად დააკმაყოფილონ მათი მოთხოვნები.

SES (Euronext პარიზის და ლუქსემბურგის საფონდო ბირჟაზე: SESG) ფლობს და მართავს ASTRA Satellite System-ს. ის ფლობს წილს კანადისა („Ciel“)  და მექსიკის („QuetzSat“) თანამგზავრულ კომპანიებში, ასევე - სტრატეგიულ წილს O3b Networks-ის თანამგზავრული ინფრასტრუქტურის გაშვებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.ses.com.

(R) მასალა მომზადებულია სატელიტური ოპერატორის SES-ის მიერ

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test