შემოგვიერთდი

03.12.2014 08:55

SES საქართველოს ტელემაუწყებლობას ტელეარხ “ПЕРЕЦ INTERNATIONAL/wiwaka INTERNATIONAL“- ის სიგნალს მიაწვდის

Media Ge
სტატიები ციფრული მაუწყებლობა

 

სატელიტური კომპანია SES ნიუ იორკის საფონდო ბირჟა ევრონექსტპარიზი და ლუქსემბურგის საფონდო ბირჟა: SESG) იუწყება, რომჰოლდინგმა СТС მედია დაიწყო სატელევიზიო არხის “Перец/წიწაკა”მაუწყებლობა დსთ-სა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.მაუწყებლობა განხორციელდება SES ASTRA 5B თანამგზავრზე გრძედის 31,5 დასავლეთ გრადუსის პოზიციიდან.

 “Перец/წიწაკა” წარმოადგენს ორიგინალურ ტელეარხს 25-49 წლისაუდიტორიისათვის. ტელეარხის “Перец/წიწაკა” საერთაშორისოვერსიის მაუწყებლობამ SES ASTRA 5B თანამგზავრიდან შესაძლებელი გახადა მისი გავრცელების ზონის გაფართოება. ტელეარხი უკვე ხელმისაწვდომია ფასიანი ტელემაუწყებლობის ოპერატორებისათვის ბელორუსიაში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. თანამგზავრ ASTRA 5B-ს ფართო ტექნიკური დაფარვის წყალობით იგეგმება არხის დისტრიბუცია ახალ რეგიონებში - ბალტიის ქვეყნებში, ისრაელსა და აღმოსავლეთ ევროპაში. 

სერგეი პეტროვი, СТС მედიის გენერალური დირექტორის მოადგილე მაუწყებლობის მართვის სფეროში: „СТС მედიის სტრატეგიული მიზანია მულტიფორმატულ ჰოლდინგად გარდაქმნა, რომელიც თავის კონტენტს ავრცელებს მთელს კონტინენტზე ყველა სახის გარემოსა და ბაზრებზე. ამ სტრატეგიის რეალიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილია СТС მედია არხების საერთაშორისო მაუწყებლობის განვითარება რუსულენოვანი მაყურებლების უდიდესი აუდიტორიის მქონე ქვეყნებში. არხის თანამგზავრზე აყვანა - განვითარების ახალი ეტაპია, რომელიც მნიშვნელოვნად აფართოებს კომპანიის დისტრიბუციის შესაძლებლობებს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.“

„ჩვენ ვიცით, რომ რუსულ ტელეარხებს აქვთ არჩევანი და მოხარულნი არიან, რომ СТС მედიამ SES-თან თანამშრომლობა აირჩია.Перец/წიწაკის საერთაშორისო ვერსია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რუსული გასართობი ტელეარხია, რომელიც მოწადინებულია თავისი კონტენტი მიიტანოს მაყურებელთა აუდიტორიებამდე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ შევძლებთ ტელეარხის განვითარების ხელშეწყობას რუსეთის ფარგლებს გარეთ,“ - განაცხადა მიხეილ სანდლერმა, SES-ის ბიზნესის განვითარების დირექტორმა რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში.

თანამგზავრი ASTRA 5B 2014 წლის მარტში იქნა ჩაშვებული გრძედის 31,5 დასავლეთ გრადუსის წერტილში, SES-ს ახალ ორბიტალურ პოპიციაზე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების, რუსეთისა და დსთ-სათვის. თანამგზავრი შექმნილია უაშუალო თანამგზავრული მაუწყებლობის მომსახურებისათვის, ასევე სატელევიზიო სიგნალის მისატანად მაუწყებლობის საკაბელო და საეთერო ქსელებისათვის.

(R) მასალა მომზადებულია სატელიტური ოპერატორის SES-ის მიერ

 

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test