შემოგვიერთდი

17.02.2015 06:59

მაგთისატი სამი ახალი სატელევიზიო პაკეტით და ASTRA-ს ULTRA HD სადემონსტრაციო მაუწყებლობით

Media Ge
სტატიები ციფრული მაუწყებლობა

მსოფლიოს უმსხვილესი სატელიტური კომპანია SES-მა და სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომმა“ 12 თებერვალს აღნიშნეს  „მაგთისატის“ სამი წლის იუბილე სამი ახალი პაკეტითა და აბონენტების მზარდი რაოდენობით.  პარტნიორი კომპანიები მუდმივად განაგრძობენ ტექნოლოგიური შესაძლებლობების  განვითარებას. ამჯერად, საიუბილეო ღინისძიებაზე საქართველოში პირველად მოხდა ASTRA ULTRA HD ანუ 4K არხის მაუწყებლობის დემონსტრირება. 

სამი ახალი პაკეტი მოიცავს ქართულ, საშუალო და სრულ მაუწყებლობას Astra 5B თანამგზავრის მეშვეობით აღმოსავლეთის 31.5 გრადუსზე. სამწლიანი მუშაობის შედეგად 100 ათასზე მეტი აბონენტი შეუერთდა „მაგთისატის“ მაღალხარისხოვან მომსახურებას.

„მაგთისატის“ ერთ-ერთ უმთავრეს უპირატესობას მთელი საქართველოს მასშტაბით, სწორედ, მისი მომსახურების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს, მათ შორის მაღალმთიან რეგიონებში. გეოგრაფიულად რთული რელიეფის დაფარვის ყველაზე ეფექტური საშუალება კი ASTRA თანამგზავრია, რომელიც აღმოსავლეთის 31,5 გრადუსზეა განთავსებული.  2015 წლის ივნისში საქართველო გეგმავს ციფრულ სახმელეთო მაუწყებლობაზე გადასვლას. ეს პროცესი გარკვეულ სირთულესთანაა დაკავშირებული, თუმცა მაგთისატის მომხმარებლები მსგავსი პრობლემის წინაშე არ დადგებიან, რადგანაც მაგთისატის თეფშები თანამგზავრიდან პირდაპირ მიიღებს ციფრულ სიგნალს.

2014 წლის ბოლოსათვის კომპანია SES-მა ქართული ბაზრისა და ტექნოლოგიური ტენდენციების უკეთ გასაცნობად პირველად ჩაატარა კვლევა საქართველოში. ჩატარებული კვლევით საქართველოში თანამგზავრული ტელემაუწყებლობის სერიოზული საჭიროება დადასტურდა. სოფლად სატელევიზიო სიგნალის მისაღებად კერძო თანამგზავრული თეფში ყველაზე გავრცელებული გზაა  და მისი წილი 79%-ს შეადგენს. ASTRA-ს ყველაზე მაღალი წილი (35.1%) გააჩნია თანამგზავრების განაწილებაში ქალაქად და სოფლად. კერძოდ, ქალაქებში გამოკითხულთა 35.5% და სოფლად გამოკითხულთა 29.7% იყენებს ASTRA-ს სერვისს თანამგზავრული სიგნალის მისაღებად.

მაგთიკომის მარკეტინგის დირექტორმა ირაკლი ლობჟანიძემ განაცხადა: „ჩვენ მოხარულები ვართ, რომ 2014 წელი წარმატებული წელი აღმოჩნდა მაგთისატის თანამგზავრული ტელევიზიის პაკეტების შემუშავების თვალსაზრისით, რომლებშიც შევიდა უნიკალური სატელევიზიო არხები, გვახარებს აბონენტთა რიცხვის ზრდა და ქართველი მომხმარებლისათვის მოწინავე თანამგზავრული სატელევიზიო მომსახურების შეთავაზების შესაძლებლობა. ჩვენ გაისად ველით თანამგზავრული ტექნოლოგიების ბევრად უფრო ფართო გამოყენებას საქართველოში,  რადგან ქვეყანა დიგიტალიზაციის გზას ადგას. თანამედროვე თანამგზავრული ტექნოლოგიები, მომხმარებლის გამორჩეული მომსახურება და პაკეტებზე დაწესებული მისაღები ტარიფები გაზრდის მაგთისატის მომხმარებელთა რიცხვს“.

კომპანია SES-ის გაყიდვების დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტმა სკანდინავიაში, ბალტიისპირეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში ჰაკან სიოდინმა, აღნიშნა: „2015 წელი  ჩვენთვის საქართველოს სატელემაუწყებლო ინდუსტრიაში გამოწვევების წელიწადია. ამრიგად, ჩემთვის დიდი პატივი იქნება, განვაგრძოთ მუშაობა ჩვენს პარტნიორთან, მაგთიკომთან ერთად. ჩვენთვის ასევე სასიხარულოა, რომ ვართ პირველები, ვინც საქართველოში თანამგზავრით გადმოცემულ ULTRA HD მაუწყებლობას წარმოადგენს.“

SES-ის შესახებ

SES მსოფლიოს წამყვანი თანამგზავრული ოპერატორია, რომელსაც გააჩნია 50-ზე მეტი გეოსტაციონარული თანამგზავრი. კომპანია თანამგზავრულ საკომუნიკაციო მომსახურებას თავაზობს მაუწყებლებს, საინფორმაციო შინაარსისა- და ინტერნეტ-მომსახურების მომწოდებლებს, მობილური და ფიქსირებული ქსელის ოპერატორებს და ბიზნეს- და სამთავრობო ორგანიზაციებს მსოფლიოს მასშტაბით.

SES განასახიერებს გრძელვადიან საქმიან ურთიერთობებს, მაღალხარისხოვან მომსახურებას და სრულყოფილებას სამაუწყებლო ინდუსტრიაში. SES-ის კულტურული თვალსაზრისით მრავალფეროვანი რეგიონული გუნდები მოქმედებენ მთელს მსოფლიოში და ისინი მჭიდროდ თანამშრომლობენ მომხმარებელთან, რათა დააკმაყოფილონ მათი სპეციფიური მოთხოვნები სიხშირულ დიაპაზონთან და მომსახურებასთან დაკავშირებით.

SES (NYSE ევრონექსტ პარიზი და ლუქსემბურგის საფონდო ბირჟა: SESG) ფლობს წილს კანადურ Ciel-ში და მექსიკურ QuetzSat-ში Mexico, ისევე როგორც სტრატეგიულ წილს თანამგზავრული ინფრასტრუქტურის სასტარტო O3b ქსელებში. დამატებითი ინფორმაცია იხ.: www.ses.com.

„მაგთიკომის“ შესახებ

საქართველოს წამყვანი სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომი“ ქვეყანაში წარმოდგენილია კომუნიკაციების ბაზრის 5 სავაჭრო ნიშნით, მომსახურებას უწევს მობილური და ფიქსირებული სატელეფონო კავშირის, ინტერნეტისა და ტელევიზიის 3 მილიონ აბონენტს.

(R) მასალა მომზადებულია სატელიტური ოპერატორის SES-ის მიერ

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test