შემოგვიერთდი

12.06.2015 01:10

მრგვალი მაგიდა – დიალოგი რუსეთის რბილი ძალის შესახებ!

Media Ge
საუბრები მედიაზე

 

 

georgianreview.ge

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, განსაკუთრებით 21-ე საუკუნის დასაწყისიდან, რუსეთმა არა ერთი და არაერთგვაროვანი შეტევები განახორციელა როგორც დასავლეთის, ისე დასავლეთისკენ მიმავალი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების წინააღმდეგ. მრავალასპექტიანი ომის ახალი ტალღა განსაკუთრებით დაიხვეწა  ვლადიმირ პუტინის მმართველობის დროს – ქვეყანა, რომელიც ღიად გამოთქვამს საკუთარი გავლენების გაფართოების სურვილს, ყოველმხრივ ცდილობს, არ დაკარგოს კონტროლი დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე.

ომს, რომელსაც რუსეთი ცივილიზებული სამყაროს, მათ შორის, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების წინააღმდეგ აწარმოებს, „ჰიბრიდული ომი“ ქვია.

ამ ომის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ანტი-დასავლური პროპაგანდა – მცდარი, ცრუ ინფორმაციების გავრცელება დასავლეთზე, როგორც კულტურულ, სოციალურ, პოლიტიკურ სივრცეზე.

მოსკოვი განსაკუთრებით აქტიურობს იმ ქვეყნებში, რომლებიც ჯერაც არ არიან დასავლური სივრცის წევრები, თუმცა, ღიად აფიქსირებენ ევრო და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სურვილს.

მიზანი ნათელია – რუსეთის ხელისუფლებას სურს, ამ ქვეყნების საზოგადოებებში შეიტანოს დისონანსი, შექმნას განწყობა, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებებს უფრო გაუჭირდებათ დასავლეთზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოება.

დამოუკიდებელი ქვეყნებისათვის საფრთხეა არა მხოლოდ რუსული პროპაგანდა, არამედ, რუსეთის პროპაგანდაც. ასევე დიდი საფრთხეა იმგვარი კონტენტის შექმნა მედიაში, რომელიც პირდაპირ არ არის კავშირში რუსეთის ან რუსულ პროპაგანსასთან, მაგრამ, ამ ქვეყნის ინტერესში კი ნამდვილად შედის.

ამ მხრივ საფრთხე არსებობს საქართველოშიც – მედია საქართველოში არც თუ იშვიათად გამოირჩევა ღია რუსული გზავნილებით, მაგრამ, უფრო ხშირად, თავად ქმნის კონტენტს, რომლის ხშირი, ინტენსიური გავრცელებაც საფრთხის შემცველია სახელმწიფოსათვის.

რუსეთის, რუსული პროპაგანდის და მისგამ მომავალი საფრთხეების გაანალიზება. რუსეთის პროპაგანდის საწინააღმდეგო ქმედებებზე  მსჯელობა  –  ეს იყო კლუბ „ფრონტ-ლაინში“ გამართული მრგვალი მაგიდის მთავარ მიზნები. მრგვალ მაგიდაში სამი მომხსენებელი მონაწილეობდა, რომლებმაც საკუთარი ხედვები და მოხსენებები გააცნეს დამსწრე საზოგადოებას..

ინფორმაციული უსაფრთხოება –  ახალი გამოწვევები და საქართველო –  ასე ქვია კვლევას რომელიც „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ თავმჯდომარემ ლევან ავალიშვლმა წარადგინა.

კვლევაში საუბარია „ჰიბრიდული ომისა“ და მისი შემადგენელი  ნაწილების შესახებ. თუ რა სფეროებს მოიცავს  და როგორ მუშაობს  ის.

როგორც ლევან ავალიშვილი აღნიშნავს, მოსკოვის პროპაგანდის მანქანის აღორძინება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო.  ზოგადად კვლევაში რუსეთის პროპაგანდას 2008 წლის მოვლენების მაგალითზე საკმაოდ დიდი ნაწილი ეთმობა. ეს იმიტომ, რომ  სწორედ 2008 წლის აგვისტოს ომი დასახელდა ინფორმაციული ომის წარმოების ახალ ეტაპად, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების დასკვნით რუსეთმა წარმატებით შეასრულა.

„საკუთარ და საერთაშორისო საზოგადოებაზე ემოციური ზემოქმედებისთვის გამოყენებულ იქნა შეთხზული კლიშეების მასობრივად გავრცელების ტაქტიკა. ერთ- ერთ ნიმუშად გამოდგება “მძინარე ქალაქის დაბომბვა.” ამ პროპაგანდისტულ კლიშეში მთავარი აქცენტი გაკეთებულია სიტყვებზე მძინარე ქალაქი. გაუცნობიერებელ მაყურებელს უჩნდება თანაგრძნობა “მშვიდობიან ქალაქში” დაბომბვის ქვეშ მოყოლილი მძინარე ადამიანებზე. კიდევ ერთი კლიშე, რომელიც გავრცელდა ომის დღეებში, იყო ქართული ოპერაციის გამოგონილი სახელწოდება “чистое поле”, რასაც ასევე უნდა გაესვას ხაზი საქართველოს მიერ წარმოებული  სამხედრო ოპერაციის არაჰუმანური და დანაშაულებრივი ხასიათისთვის. თუ საბჭოთა კავშირში უცხო ქვეყანაში ინტერვენციის გასამართლებლად იყენებდნენ ტერმინს “ინტერნაციონალური სოლიდარობა”, ამჯერად, თანამედროვე რეალიების გათვალისწინებით, გამოიყენეს ტერმინი “მშვიდობისკენ იძულების ოპერაცია.” ნამდვილი საინფორმაციო ომი იყო გაჩაღებული ინტერნეტ სივრცეში, როგორც კიბერ-ოპერაციების ისე საზოგადოებრივი აზრის ფორმირების კუთხით. მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ მეზობელ  სახელმწიფოში სამხედრო ინტერვენციის აქტიურმა საინფორმაციო მხარდაჭერამ დიდი როლი ითამაშა რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ლეგიტიმაციის საქმეში (სამწუხაროდ მათ შორის საქართველოს მოსახლეობის ნაწილშიც) და მნიშვნელოვნად შეასუსტა საქართველოს საერთაშორისო პოზიციები.  სწორედ აღნიშნული წარმატების ფონზე, მოსკოვმა მოახდინა საკუთარი საინფორმაციო შესაძლებლობების რეფორმირება და სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა საერთაშორისო თანამეგობრობა“.

კვლევაში საუბარია რუსული ჰიბრიდული ომის წარმატების ინდიკატორზეც. როგორც ლევან ავალიშვილი ამბობს, პუტინის მმართველობის პერიოდში პროპაგანდისა და ჰიბრიდული ომის წარმოების მეთოდიკა  ძალიან დაიხვეწა. მაგალითვისთის, ის ასახელებს ე.წ.  „ტროლების არმიას“ – სპეციალური უწყებას, რომელიც ინტერნეტ სივრცეს აკონტროლებს და რომელიც უყურადღებოდ არ ტოვებს არც ერთ უცხოურ, ძირითადად, დასავლურ ოლ-ნაილ მედია გამოცემებს. ეს უწყება  ქირაობს ე.წ. „იუზერებს“ და ისინი კი, თავის მხრივ, ცდილობენ დასავლურ ინტერნეტ გამოცემებში გამოქვეყნებულ სტატიებზე განსხვავებული კომენტარების გაკეთებას. ესეც  კრემლის პოლიტიკის ნაწილია და მას წარმატებულადაც გამოსდის. როგორც ლევან ავალიშვლმა მრგვალი მაგიდის მსვლელობისას თქვა, ამ მეთოდით ეფექტურად ხდება საკუთარი მოსახლეობის გარკვეული კონროლი და მათი აზრის ერთი, კონკრეტული მიმართულებით ორგანიზება. ეს მეთოდი ეფექტურად მუშაობს საგარეო პოლიტიკური პროპაგანდის მიმართულებითაც.

კვლევისა და ავალიშვილის მოხსენების  მიხედვით, საქართველოში რუსეთის მიერ წარმოებული  ანტიდასავლური პროპაგანდის მთავარი მიზანია, რუსული აზრის ლეგალიზაცია  საქართველოს საჯარო სივრცეში. „მიზანია ისიც,  რომ ეს გახდეს ნორმალური და საზოგადოებაში არ იწვევდეს უარყოფით რეაქციას“, – ამბობს ლევან ავალიშვილი.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ არავის აქვს ილუზია, არც რუსეთში და არც სხვაგან, რომ ამ ძალებს რაიმე განსაკუთრებული მხარდაჭერა ექნება ჩვენს ქვეყანაში. ამაში დარწმუნებული ვარ. მათი სურვილია, რომ თავისი ნიშა დაიკავონ. ეს უნდა იყოს ნორმალური და საზოგადოების დისკუსიის ნაწილი. აი ეს არის მათი ამოცანა. სამწუხაროდ,  მე ვხედავ, რომ ამასთან შეგუებულია სახელმწიფო და შესაძლოა ამ ძალების ლეგალიზაცია გარკვეულწილად შეთანხმების ნაწილიც იყოს. არ ვიცი, რის სანაცვლოდ, მაგრამ ფაქტია, რომ ამას ხელს არავინ უშლის. შესაბამისად, აქ ჩნდება უკვე საზოგადოების მონაწილეობის მნიშვნელობა. როცა სახელმწიფო რაღაცას არ აკეთებს,  ამ დროს საზოგადოება ერთვება პროცესში და მოითხოვს, რომ რაღაც გაკეთდეს. ჩემთვის ეს საკითხი არ ყოფილა პრობლემა აქამდე, დღეს კი მე ვხედავ დიდ პრობლემას.“

ლიბერალური ფასეულობების საშიშროება ტრადიციების სისტემისთვის და ევროატლანტიკურ სტრუქტურბში ინტეგრაციასთან დაკავშირებით ნიჰილიზმი – კვლევის მიხედვით, ეს არის ის ძირითადი მესიჯები, რომლებიც რუსული პროპაგანდის მეშვეობით ინერგება.

ლევან ავალიშვილის აზრით, საქართველოს, დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, საკმაოდ ბევრი ბერკეტი აქვს (ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი, ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ კანონი, თავისუფლების ქარტია.)  ავალიშვილი  სახელმწიფოს ქმედებასთან ერთად, ყურადღებას საზოგადოების როლსა  და რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ დაპირისპირებაში მის მზაობაზე ამახვილებს.

„სწორედ აქ ჩნდება საზოგადოების როლი. ჩვენ რამდენად ვხედავთ საფრთხეს და ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ადეკვატურად დავუპირისპირდეთ ამ საფრთხეს. როდესაც „სპუტნიკმა“ თავისი ოფისი გახსნა ტალინში, მათ ვერ შეძლეს ეპოვნათ ესტონელი, რომელსაც დაასაქმებდნენ ამ ოფისში. იმ წამს, როგორც კი ის დაიწყებდა იქ მუშაობას, საზოგადოება მას გარიყავდა.  შეიძლება ეს არ არის ნორმალური, მაგრამ, ეს არის საზოგადოების დამოკიდებულება. ჩვენთან, 2008 წლის შემდეგ, ზუსტად ასევე იქნებოდა, თუმცა სხვა რამ ხდება დღეს. ფაქტია, რომ დღეს ჩვენთან „სპუტნიკი“ ძალიან კარგად მუშაობს და ფართოვდება. ამიტომ ჩვენ, საზოგადოებამ, უნდა იფიქროს, თუ რისი გაკეთება შეიძლება ამ საფრთხეების საპირწონედ.“

ანტიდასავლური პროპაგანდის წყაროები  ქართლ მედიაში – თამარ კინწურაშვილის პრეზენტაცია „მედიის განვითარების ფონდის“ მიერ ცატარებული მედია მონიტორინგის შედეგებს  ეხება, რომელიც ანტიდასავლურ განწყობას ასახავს და რუსული ნარატივის იდენტურია. „მედიის განვითარების ფონდის“ მონიტორინგში არა მხოლოდ მედია საშუალებები მოხვდა. კვლევაში ყურადღება გამახვილებულია რუსული გზავნილების ძირითად მატარებლებზე – პოლიტიკურ ჯგუფებსა და საზოგადოების  სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებზე  (ინტელიგენცია, ხელისუფლების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ა.შ)

რაც შეეხება უშუალოდ მედია საშუალებებს, მედია მონიტორინგის  შედეგების მიხედვით, რუსულ წყაროებზე დამოკიდბულებით და კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ მედია კავშირი „ობიექტივია“ დასახელებული. თამარ კინწურაშვილის თქმით, სხვა მედია საშუალებებთან შედარებით, „ობიექტივის“  მხრივ მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეს მედია საშუალება სატელევიზიო და რადიო სიხშირეს ფლობს, შესაბამისად, მას გავრცელების ფართე არეალი აქვს.

სხვა მედია საშუალებებიდან მონიტორინგში ასახულია „საქინფორმის“ (რომელიც ღიად ახდენს რუსულ წყაროებზე დაყრდნობას) და  გაზეთების: „საქართველო და მსოფლიო“, “კვირის ქრონიკა“ და „ალია“ საქმიანობა.

„რაც შეეხება გზავნილებს. ჩვენ სამ ჯგუფად დავყავით გზავნილები. პირველ ჯგუფში მოხვდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების რეალიზება. მთავარი გზავნილი ამ შემთხვევაში იყო ის, რომ დასავლეთი თავს გვახვევს ჰომოსექსუალურობას. აქ ხდებოდა  მცდარი ფაქტების ტირაჟირებაც, იგივე ბურჯადაძე-დემოკრატების მხრიდან.  სადაც საუბრაი იყო იმაზე, რომ თითქოს დასავლეთი ითხოვდა ინცესტის დაკანონებას  საქართველოში. ჩვენ ჩავატარეთ კვლევა ჩვენი ერთ-ერთი პროექტის, „მითების დეტექტორის“ ფარგლებში, სადაც გავარკვიეთ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში მხოლოდ მოლდავეთშია კრიმინალიზებული ინცესტი.  სხვათა შორის, არც საქართველოში არ არის კრიმინალიზებული და ნინო ბურჯანაძე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყო პარლამენტის თავმჯდომარე და მას შეეძლო ამ ხარვეზის გამოსწორება“,- ამბობს თამარ კინწურაშვილი.

თამარ კინწურაშვილის პრეზენტაციის მიხედვით, მართლმადიდებლობასთან  ბრძილა არის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რაც გვხდება ანტიდასავლური პროპაგანდის ფარგლებში საქართველოში. როგორც ის ამბობს, აქ ხდება ეგრედ წოდებული „მცდარი დილემის ტექნოლოგიის“ გამოყენება.

„საუბარია, რომ თუ დასავლეთი ნიშნავს ჩვენი სულიერების წართმევას, მაშინ ისევ ის რუსეთია მასზე (დასავლეთზე)  უკეთესი. მართალია რუსეთი ტანკებით მებრძვის, მაგრამ ის ებრძვის მხოლოდ ჩვენს სხეულს, დასავლეთი კი ებრძვის ჩვენ სულს – რაც უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთის.“,  – სწორედ ასე პოზიციონირებენ პრო-რუსული ძალები საქართველოში.

თამარ კინწურაშვილის აზრით, „მცდარი დილემის ტექნოლოგია“ გთავაზობს ორ არჩევანს და მათ შორის ერთ – ერთს ანიჭებს უპირატესობას.

გზავნილების კიდევ ერთი ჯგუფი პრეზენტაციის მიხედვით გახლავთ საგარეო პოლიტიკასა და საერთაშორისო თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები.

„ამ ჯგუფში მოხვდა, მაგალითად ის, რომ ლუგარის ლაბორატორიიდან ვრცელდება ვირუსები, რომელიც ქართულ გენოფონდს  ანადგურებს და ახლა უკრაინაში ხდება ამ ვირუსების ტრანსპორტირება.“

თამარ კინწურაშვილის თქმით, მედია მონიტორინგის მესამე ჯგუფში შევიდა გზავნილები, რომლებიც ეხება  ღია საზოგადოების  დამკვიდრებას ხელშემწყობ ინსტიტუტებს. ისინი, კინწურაშვილის აზრით,  წარმოდგენილნი არიან როგორც უცხო ქვეყნის აგენტები, „გრანტიჭამიებად, რომლებიც ყიდიან ეროვნულ ინტერესებს“

პრეზენტაციაში საუბარი იყო ადგილობრივ მედია საშუალებებზე,  რომლებიც საკმაოდ ხშირად ახდენენ რუსული წყაროების მიერ გავრცელებული „ფაბრიკაციული ინფორმაციის“ ტირაჟირებას.

ფოტო, რომელიც გამოცემა „ბაევაია ვისატამ“ გამოაქვეყნა, რეალურად, ასახავს არა ოდესაში მიმდინარე პროცესებს.

„აღმოჩნდა, რომ ეს რეალურად  იყო კადრი ამერიკული სერიალიდან „ომი და მეხსიერება“. ფილმი შედარებით  ძველია – 1988 წელს არის გადაღებული. ხშირად ხდება ასეთი ფაბრიკაცია ინფორმაციის და სამწუხაროდ ამის ტირაჟირებას ახდენენ ჩვენი ადგილობრივი მედია საშუალებები.

პრეზენტაციის დასასრულს თამარ კინწურაშვილმა მედიის განვითარების ფონდის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების  შესახებაც ისაუბრა. ქართულ მედიაში რუსული და ანტიდასავლური პროპაგანდის საწინააღმდეგო იარაღად საზოგადოებრივ მაუწყებელზე ევროინტეგრაციის მხრივ ადეკვატურ გადაცემების შექმნა დაასახელა.

რუსული პროპაგანდის მთავარი მიმართულებები იყო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარის თამარ რუხაძის პრეზენტაციის მთავარი თემა.

რუსული პროპაგანდისტული მედიის მთავარ მახასიათებლად თამარ რუხაძემ პროფესიული სტანდარტების სრული უგულებელვყოფა დაასახელა.

რუხაძის პრეზენტაციის მიხედვით, ყველაზე საინტერესო რუსულ მედიაში ისაა, რომ პროპაგანდისტულ გადაცემებში  ნებისმიერი თემა განიხილება მხოლოდ ანტიდასავლურ ჭრილში. ამის მაგალითად მან კისილიოვის გადაცემა დაასახელა, სადაც რუსეთის ერთ-ერთ პროვინციაში დადგმული სპექტაკლი გააკრიტიკეს. რომლის „მავნებლობაც“ აიხსნა იმით, რომ რეჟისორმა დასავლური თეატრალური სტანდარტის შემოტანა გადაწყვიტა სკექტაკლში.

„ერთის მხრივ ეს კარგია იმ გაგებით, რომ არ ცალიათ ჩვენთის. რუსული მედია ძალიან დაკავებულია უკრაინის თემით. თუმცა როდესღაც ჩვენც გადმოგვწვდებიან.“

როგორც რუხაძე ამბობს, ჩვენზე (საქართველოზე) უფრო დიდ საფრთხეში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები არიან.

„ბევრი რამ ჩვენ გვშველის. ეს ჩვენ გვაძლებს გარკვეულ დროს იმისთვის, რომ რაღაც მოვიმოქმედოთ, უფრო ზუსტად, დავინახოთ საფრთხეები.“

რაც შეეხება ქართულ მედია საშუალებებს. თამარ რუხაძის თქმით, ერთ-ერთი გამოსავალი შესაძლოა  იყოს ისიც,  რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას.

„ამაში ვგულისხმობ იმას, რომ შეიძლება  ჩვენ გვქონდეს ბევრი მედია საშუალება, მაგრამ ცოტა ჟურნალისტიკა. ის, რომ გარკვეულ არხებს მედია საშუალებები ჰქვიათ, არ ნიშნავს, რომ ისინი აკეთებენ ჟურნალისტიკას.“

პრეზენტაციის ბოლოს აღინიშნა, რომ  რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის ისეთი იარაღი უნდა შეიქმნას, რომელიც არ დააზიანებს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას.

„ვფიქრობ,  რომ ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ უნდა ვთქვათ უარი ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებებზე,  როგორიც არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.  გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია,  ცოტა უფრო გრძელვადიანი ბრძოლა ვაწარმოთ, მაგრამ არ შევქმნათ იარაღი, რომელსაც მერე ჩვენ გვესვრიან. ეს უფრო გრძელი და რთული გზაა, მაგრამ უფრო მართებულია.“

თითოეულ მომხსენებელს პრეზენტაციისთვის 15 წუთი ჰქონდა დათმობილი. 10-10 წუთი კი დისკუსიისთვის იყო გათვალისწინებული. თუმცა დისკუსია გაცილებით მეტ ხანს გაგრძელდა.  მრგვალი მაგიდის მონაწილეები იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, პირები პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, საგარეო და ევროინტეგრაცის სამინისტროებიდან და უშიშროების საბჭოდან.  მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ არასამთავრებო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებიც.

მთავარი, რის გარშემოც კამათი მიმდინარეობდა,  იყო თემა- უნდა შეიზღუდოს თუ არა  რუსული პროპაგანდის გამავრცელებელი არხები საქართველოში. ამასთან დაკავშირებით მომხსენებლებისა და დამსწრეთა აზრი ორად გაიყო. მრგვალი მაგიდის მონაწილეთა ნაწილი  ამტკიცებდა, რომ ასეთ მედია საშუელებებს შეზღუდვები უნდა დაუწესდეს. მეორე ნაწილი კი (ძირითადად მედიის წარმომადგენლები) ამ აზრს არ იზიარებდნენ.

მრგვალი მაგიდის მონაწილეები შეთანხმდნენ ერთიანი, კოორდინირებული გეგმისა და ქმედებების  შემუშავების აუცილებლობაზე. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test