შემოგვიერთდი

18.06.2015 19:43

გაზეთი „ბათუმელები“ აქვეყნებს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის გრაფიკს

Media Ge
სტატიები ციფრული მაუწყებლობა

 

 

batumelebi.ge

ბათუმში, ხულოში, ქედასა და შუახევში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები მიმდინარე წლის 30 ივლისს 10 საათიდან გაითიშება, ხოლო ქობულეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე 18 და 30 ივლისს ის გადამცემები გაითიშება, რომლებიც სხვადასხვა მოქმედი ციფრული გადამცემების მიმართ ქმნიან რადიოხელშეშლებს.  

საქართველოს მთავრობამ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის გრაფიკი მიდინარე წლის 17 ივნისს დაამტკიცა. მიუხედავად იმისა, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა 17 ივნისს უნდა დაწყებულიყო თბილისიდან, ეს პროცესი 1 ივლისიდან დაიწყება და ქვეყნის მასშტაბით 25 აგვისტოს უნდა დასრულდეს.

საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის გრაფიკი:

ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის თარიღი 01.07.15-10:00 სთ, დასრულებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების ფუნქციონირების ტექნიკური მონიტორინგი 08.07.15-მდე:

თბილისში,  საგარეჯოში, კოჯორში, მარნეულში, რუსთავში  მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურების  გათიშვა.

ასევე, გარდაბანის, მარნეულის, საგარეჯოს,  მცხეთის და დუშეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული იმ ანალოგური სატელევიზიო გადამცემების გათიშვა, რომლებიც მოქმედი ციფრული გადამცემების მიმართ ქმნიან რადიოხელშეშლებს.

ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის თარიღი 09.07.15-10:00 სთ, დასრულებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების ფუნქციონირების ტექნიკური მონიტორინგი 17.07.15-მდე;

გორში, ბეკამში, დუშეთში, ხაშურში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურების   გათიშვა.

აგრეთვე გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, დუშეთის და მცხეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული იმ ანალოგური სატელევიზიო გადამცემების გათიშვა, რომლებიც მოქმედი ციფრული გადამცემების მიმართ ქმნიან რადიოხელშეშლებს.

ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის თარიღი: 18.07.15-10:00 სთ, დასრულებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების ფუნქციონირების ტექნიკური მონიტორინგი: 29.07.15-მდე;

ქუთაისში, ტყიბულში, ცაგერში, ფოთში, ჩოხატაურში,   ოზურგეთში, ზესტაფონში,  მარტვილში, სამტრედიაში, ხონში, სენაკში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურების   გათიშვა.

აგრეთვე აბაშის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, ზუგდიდის, თერჯოლის, ლანჩხუთის, მარტვილის, ოზურგეთის, სამტრედიის, სენაკის, ტყიბულის, ქობულეთის, ჩოხატაურის, წყალტუბოს, ხარაგაულის, ხობის და ხონის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული იმ ანალოგური სატელევიზიო გადამცემების გათიშვა, რომლებიც მოქმედი ციფრული გადამცემების მიმართ ქმნიან რადიოხელშეშლებს.

ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის თარიღი 30.07.15-10:00 სთ, დასრულებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების ფუნქციონირების ტექნიკური მონიტორინგი 05.08.15-მდე;

ბათუმში, ხულოში, ქედაში, შუახევში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურების   გათიშვა.

აგრეთვე ლანჩხუთის, ოზურგეთის, ქედის, ქობულეთის, შუახევის, ხელვაჩაურის, ხობის და ხულოსმუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული იმ ანალოგური სატელევიზიო გადამცემების გათიშვა, რომლებიც მოქმედი ციფრული გადამცემების მიმართ ქმნიან რადიოხელშეშლებს.

ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის თარიღი 06.08.15-10:00 სთ, დასრულებული  ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების ფუნქციონირების ტექნიკური მონიტორინგი 17.08.15-მდე;

ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, ჯვარში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო მაუწყებლობის გადამცემი სადგურების   გათიშვა.

აგრეთვე ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ხობის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული იმ ანალოგური სატელევიზიო გადამცემების გათიშვა, რომლებიც მოქმედი ციფრული გადამცემების მიმართ ქმნიან რადიოხელშეშლებს.

ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის თარიღი 18.08.15-10:00 სთ, დასრულებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების ფუნქციონირების ტექნიკური მონიტორინგი 24.08.15-მდე;

ბორჯომში, ბაკურიანში, აბასთუმანში, ახალციხეში, ასპინძაში, ახალქალაქში, ნინოწმინდაში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო  გადამცემი სადგურების   გათიშვა.

აგრეთვე ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის და ნინოწმინდისმუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული იმ ანალოგური სატელევიზიო გადამცემების გათიშვა, რომლებიც მოქმედი ციფრული გადამცემების მიმართ ქმნიან რადიოხელშეშლებს.

ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის თარიღი 25.08.15-10:00 სთ, დასრულებული  ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების ფუნქციონირების ტექნიკური მონიტორინგი 31.08.15-მდე:

დმანისში, ბოლნისში, წალკაში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო  გადამცემი სადგურების   გათიშვა.

აგრეთვე ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის და წალკის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული იმ ანალოგური სატელევიზიო გადამცემების გათიშვა, რომლებიც მოქმედი ციფრული გადამცემების მიმართ ქმნიან რადიოხელშეშლებს.

ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის თარიღი 25.08.15-10:00 სთ. დასრულებული  ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების ფუნქციონირების ტექნიკური მონიტორინგი 31.08.15-მდე;

ყაზბეგში,  თიანეთში, ონში, ამბროლაურში,  ლენტეხში, მესტიაში, ჭიათურაში, საჩხერეში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურების   გათიშვა.

აგრეთვე ამბროლაურის, თიანეთის, ლენტეხის, მესტიის, ონის, საჩხერის, ყაზბეგის, ჭიათურის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული იმ ანალოგური სატელევიზიო გადამცემების გათიშვა, რომლებიც მოქმედი ციფრული გადამცემების მიმართ ქმნიან რადიოხელშეშლებს.

ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის თარიღი 25.08.15-10:00 სთ, დასრულებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების ფუნქციონირების ტექნიკური მონიტორინგი 31.08.15-მდე.

ცივის მთაზე, სიღნაღში, ყვარელში, ლაგოდეხში, დედოფლისწყაროში, გურჯაანში, თელავში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო  გადამცემი სადგურების   გათიშვა.

აგრეთვე ახმეტის, გურჯაანის, დედოფლის წყაროს, თელავის, თიანეთის, ლაგოდეხის, საგარეჯოს და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული იმ ანალოგური სატელევიზიო გადამცემების გათიშვა, რომლებიც მოქმედი ციფრული გადამცემების მიმართ ქმნიან რადიოხელშეშლებს.

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test