შემოგვიერთდი

02.04.2019 20:32

„ინტერნიუსი - საქართველომ“ ოთხი მედია პარტნიორი შეარჩია

Media Ge

პროექტის „ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და აუდიტორიის ანალიზი” (AI/AU) ფარგლებში გამართული კონკურსის საფუძველზე „ინტერნიუსი - საქართველომ“ ოთხი მედია პარტნიორი შეარჩია. პროექტის 2019 წლის პარნტიორებია: TV პირველი (თბილისი), ასოციაიცია ქართლის ხმა (qartli.ge - გორი), TV მეცხრე არხი (ახალციხე), TV 25 (ბათუმი). ახალ მედია პარტნიორებს (4) ინტერნიუსი- საქართველო 2020 წლის დასაწყისში შეარჩევს.

პროექტის პარტნიორ მედიაორგანიზაციებს ადგილზე ჩაუტარდებათ  კონსულტაციები და ტრენინგები, ასევე ონლაინ მენტორინგი აუდიტორიის გაზომვისა და ანალიზის, ასევე მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარების მიზნით.  კონსულტაციებს ჩაატარებენ გამოცდილი ადგილობრივი ტრენერები და ვებ ექსპერტები.

აპრილში, ინტერნიუსი - საქართველო გამოაცხადებს მცირე გრანტების კონკურსს, რათა პარტნიორმა მედიაორგანიზაციებმა გაზარდონ ნიშურ აუდიტორიებზე (მათ შორის მოწყვლად ჯგუფებზე) წვდომა და განახორციელონ აუდიტორიასთან ინტერაქციის, ჟურნალისტური მასალების მომზადების და ფინანსური მონეტიზაციის ინოვაციური პროექტები. პარტნიორების მიერ წარმოდგენილი საუკეთესო საპროექტო იდეები დაფინანსდება 4,500 ბრიტანული ფუნტის ოდენობის გრანტით (გაიცემა ეროვნულ ვალუტაში შესაბამისი კურსით). იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორები  არადამაკმაყოფილებელ პროექტებს წარმოადგენენ, საგრანტო კონკურსი ხელახლა გამოცხადდება და მასში მონაწილეობის მიღება პარტნიორებთან ერთად სხვა დაინტერესებულ მედიასაშუალებებსაც შეეძლებათ.

პროექტის „ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და აუდიტორიის ანალიზი” (AI/AU) მიზანია გაიზარდოს მოქალაქეთა წვდომა მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციაზე, გაძლიერდეს მედიასაშუალებების მდგრადობა და მედიასა და აუდიტორიას შორის კავშირი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროექტის დირექტორს შორენა ქოჩიაშვილს (ელ. ფოსტა shorena@internews.ge , მობ. ტელეფონი: 598 404 401) ანდ ირინა სამხარაძეს, პროექტის ასისტენტს (ელ.ფოსტა: irina@internews.ge , მობ. ტელეფონი: 599 553 498

ინტერნიუსი - საქართველოს პროექტი “ინფორმაციაზე წვდომა და აუდიტორიის ანალიზი” განხორციელდება ინტერნიუსთან ერთად (Audience Understanding and Digital Support Project) და შვედეთის დაფინანსებით.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test