შემოგვიერთდი

26.05.2011 23:09

რადიო „ამერიკის ხმის" ქართული სამსახური 60 წლისაა

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

„ამერიკის ხმის"  ქართული სამსახურმა 26 მაისს 60 წლის იუბილე აღნიშნა. ამ თარიღთან დაკავშირებით რედაქციამ ძველი თანამშრომლები მიიწვია. 27 მაისს კი მცირე მიღებას გამართავენ   ამერიკელი კოლეგებისთვის.

"ამერიკის ხმის" პირველმა გადაცემამ 1942 წლის 24 თებერვალს გაიჟღერა ეთერში. იმ დროისათვის აშშ უკვე ჩართული იყო მეორე მსოფლიო ომში.

ომის დაწყებისთანავე ნაცისტურმა გერმანიამ მსოფლიო მასშტაბით მხარდაჭერის მიზნით რადიოგადაცემები დაიწყო. სწორედ ამის საპასუხოდ სულ მალე ამერიკის მთავრობამ საერთაშორისო რადიოგაცემების დაწყების თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება. ამერიკის ხმის პირველი რეპორტაჟი 1942 წლის 24 თებარვალს გერმანულ ენაზე გადაიცა. ასეთი იყო ”ამერიკის ხმის” რადიოგადაცემის პირველი ფრაზა: -"ეთერშია ამერიკის ხმა! ყოველდღიურად, ამ დროს ჩვენ გაგაცნობთ ახალ ამბებს ომის შესახებ, რომელიც ზოგჯერ კარგი, ხოლო ზოგჯერ სამწუხარო იქნება. ასეა თუ ისე, ჩვენი მიზანი ერთია- გაუწყოთ სიმართლე", - სწორედ ამ სიტყვებით  მიმართა უილიამ ჰარლანმა რადიოს  პირველ მსმენელებს.

"ამერიკის ხმის" პირველი ქართული გადაცემა საქართველოს

დამოუკიდებლობის დღეს-1951 წლის 26 მაისს ნიუ იორკიდან გადაიცა.  პირველი წამყვანი ერეკლე ორბელიანი იყო. ის  მეფე ერეკლე მეორის შთამომავალი ბაგრატიონი გახლდათ -ორბელიანთა ერთერთი უკანასკნელი წარმომადგენელი.  საარქივო მასალების მიხედვით, ერეკლე ორბელიანი იყო ამერიკაში ქართული სათვისტომოს დაარსების ერთერთი ინიციატორი და სულისჩამდგმელი.

სწორედ "ამერიკის ხმას" უკავშირდება ისეთი ცნობილი წამყვანების სახელები, როგორებიცაა: კიკა ჭალელი, რამაზ ჯაბადარი, ლუკა ბეთანელი, ეთერ ფიჩხაძე და სხვები.

1952 წლიდან "ამერიკის  ხმის"  ქართულ რედაქციას  სხვა განყოფილებებიც შეემატნენ,  მათ შორის იყო სომხური,  აზერბაიჯანული, უკრაინული.  მას შემდეგ რადიოს მაუწყებლობა არ შეუჩერებია. თუმცა აშშ- ს საერთაშორისო მაუწყებლობის  მმართველთა საბჭოს  2007 წლის რეკომენდაციით, რომელიც აშშ-ს ადმინისტრაციის მაშინდელ საბიუჯეტო  განაცხადში აისახა, 2008 წლიდან უნდა შეწყვეტილიყო "ამერიკის ხმის" გადაცემები ქართული და უზბეკურ ენებზე. მაგრამ   იმ პერიოდში საქართველო-რუსეთის ომმა "ამერიკის ხმის"  ქართული სამსახურის ბედი რადიკალურად შეცვალა, ქართულ ენაზე მოსაუბრე ამერიკული რადიოს ნახევარსაათიანი გადაცემები დახურვის ნაცვლად ნახევარი საათიდან ერთ საათამდე გაზარდეს.

დღეს "ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია რადიოს, ტელევიზიისა და ინტერნეტის საშუალებით აგრძელებს მაუწყებლობას.

პირველი საზოგადოებრივი რადიოს ტალღებზე ყოველ დღე  " ამერიკის ხმის" ერთსაათიანი ქართული პროგრამის ტრანსლირება მიმდინარეობს .  ყოველ კვირას კი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის" ეთერში გადის „ამერიკის ხმის" ტელეგადაცემა „ვაშინგტონი დღეს," სადაც წარმოდგენილია ამერიკული ცხოვრების, ინსტიტუტების და დემოკრატიული ფასეულობების ამსახველი მასალები.  ტელე სიუჟეტებში ცნობილი ამერიკელი ექსპერტები  მნიშვნელოვანი გლობალური მოვლენების შესახებ მსჯელობენ.

„რებრენდიგი ჯერ  არ დასრულებულა. სასიამოვნოა  იმის აღნიშვნა, რომ დღეს „ამერიკის  ხმა" არის ბევრად განსხვავებული, ვიდრე ადრე. აქტიურად ვიყენებთ  ტელევიზიის, რადიოსა და ვებ -პლატფორმებს.  მალე  მობილურის  საშუალებითაც  გავავრცელებთ  ინფორმაციას. ძალიან აქტიურები  ვართ სოციალური მედიაშიც. მომხმარებელს facebook-ით და Twitter-ითაც ვეკონტაქტებით. საკუთარი არხი გვაქვს Youtube-ზეც," - ამბობს ამრიკის ხმის ქართული რედაქციის ხელმძღვანელი ანა კალანდაძე. რადიოს დაკვეთით, ახლა, საქრთველოში აუდიტორიის კვლევა ტარდება, მის შედეგებზე იქნება დამოკიდებული გადაცემების ქრონომეტრაჟის გაზრდისა თუ შემციების საკითხი.

"არ არის გამორიცხული, "ამერიკის ხმას" სხვა  პარტნიორებიც დაემატოს", აცხადებს ანა კალანდაძე.

„ამერიკის ხმას" ხელმომწერებიც ჰყავს, რომლებიც მაუწყებლლის მიერ გავცელებულ ინფორმაციას ყოველ დღე ტექსტურად იღებენ.

ვაშინგტონის სათაო  ოფისში ქართული სამსახურის 11 ჟურნალისტი მუშაობს. სამი კორესპონდენტი ჰყავთ საქართველოში. აქედან ერთი გორში მუშაობს და მხოლოდ რადიოსთვის ამზადებს მასალებს. ტელეგადაცემა მთლიანად ვაშინგტონში იწყობა და გამზადებული სახით ეგზავნება „პირველ არხს", რომელიც შემდეგ ეთერში უშვებს.

„ამერიკის ხმა" დაარსების დღიდან ხელმძღვანელობს 1960 წელს შექმნილი წესდებით, რომლის მიხედვით ინფორმაცია, რომელსაც „ამერიკის ხმა" გადასცემს, ზუსტი, ობიექტური და ყოვლისმომცველი უნდა იყოს.

„ეს ნიშნავს  იმას, რომ რომ ბოლომდე  ვიქნებით ძალიან სანდო და ავტორიტეტული ინფორმაციისა და ანალიზის წყარო მსენელისთვის საქართველოში, რადგან ყოველთვის გადავცემთ ძალიან ზუსტ  და მიუკერძოებელ ინფორმაციას," - აცხადებს ანა კალანდაძე.

გამოყენებულია  რადიო ”ამერიკის ხმის”  სარედაქციო წერილი

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test