შემოგვიერთდი

19.06.2011 08:29

ჟურნალისტების ექსპედიცია ერევანსა და ყარაბაღში - დღე პირველი

David Mchedlidze
ჟურნალისტის ჩანაწერები

თბილისიდან 18 ივნისს დილით გავემგზავრეთ და საღამოს უკვე ერევანში ვიყავით. მე და კიდევ ორი თბილისელი  ჟურნალისტი - სოფო ბუკია ჟურნალ „ლიბერალიდან" და მალხაზ ჭკადუა  საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსიდან"  სომხეთის დედაქალქში სომეხი, ოსი და აფხაზი ჟურნალისტების ჯგუფს შევუერთდით.

ასე დაიწყო სამხრეთკავკასიელი ჟურნალისტების  ექსპედიცია, რომელიც რასამთავრობო ორგანიზაცია „go group media" -ს პროექტის („კავკასიური გზაჯვარედინი") ფარგლებში ტარდება. პროექტის  მიზანია ინტერაქტიული დიალოგის გამართვა რეგიონში.  პროექტის პარტნიორია „ინტერნიუს-სომხეთი". პროიექტს ფინური ორგანიზაცია    vikes-ი აფინანსებს.

დაგეგმილია  შეხვედრა სომხეთის მთავრობის წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან. ექსპედიცია გაემგზავრება ყარაბაღში. ჯგუფის ორი წევრი  აფხაზეთიდანაა: იზიდა ჭანია, გაზეთ „нужная"-ს მთავარი რედაქტორი, და  ლევონ გალუსტიანი, ტელეკომპანია „абаза тв"-ს კორესპონდენტი.  სამხრეთ ოსეთიდანაც პროექტს ორი მონაწილე ჰყავს: განა იანოვსკაია, „тв осетии"-ის ჟურნალისტი,  და ზარინა სანაკოევა   «ехо кавказа»-ს ცხინვალელი კორესპონდენტი.

სომხეთიდან პროექტის მონაწილე  გაზეთ „аравот" - ის წარმომადგენელი  ნელი ბაბაიანი გახლავთ.

სტეპანაკერტში ჩასვლისას ყარაბაღელი კოლეგები შემოგვიერთდებიან.

ერევანში ჩამოსვლისას მონაწილეებს პროგრამის განრიგი დაგვირიგეს. საღამოს 8 საათზე 'go group media" ს დირექტორთან მარგარიტა ახვლედიანთან, „ინტერნიუს-სომხეთის" წარმომადგენლებთან ნუნე სარქისიანთან  და არუტუნ მანსურიანთან  შეხვედრა დავთქვით. პროექტის ერთ-ერთი კოორდინატორია ფინური ორგანიზაცია vikes -ის წარმომადგენელი სალა ლაზარენკო.  პროექტის ყველა მონაწილემ მეორე  დღის განრიგის დეტალები განვიხილეთ.

19 ივნისს,  „ინტერნიუს სომხეთის" ოფისში,  სტეპანაკერტის პრეს-კლუბის პრეზიდენტ  გეგამ ბაგდასარიანს  ვხვდებით, რომელიც 2005-2010 წლებში ყარაბაღის პარლამენტის დეპუტატი იყო. დაგეგმილია   შეხვედრა ანალიტიკოს ტატულ აკოპიანთან , რომელიც წიგნის „მწვანე და შავის" ავტორია, წიგნი ყარაბაღის კონფლიქტს ეხება.

ჟურნალისტებს შეხვდება 2008 წლის სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატი არმან მელიკიანი და „სტრატეგიული კვლევების ცენტრის" წარმომადგენელი, ანალიტიკოსი მანველ სარქისიანი.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test